ალიკანტელმა შემტევმა, კიკო ფემენიამ ორშაბათს “ბარსასთან” ხელშეკრულება გააფორმა. ახლა მას “ბარსასთან” სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს…
ხელის მოწერის პროცესს “ბარსელონას” მხრიდან პრზიდენტი სანდრო როსელი, სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, ვიცე–პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართოლომეუ და ფეხბურთის დირექტორი რაულ სანლეი ესწრებოდნენ, ხოლო კიკოს მხრიდან პროცესს თავად ფეხბურთელის მამა დაესწრო. 20 წლის ფეხბურთელმა ორშაბათს გუნდთან ერთად თავისი პირველი ვარჯიშიც გამართა.

