“ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, დღეს ინდივიდუალურ რეჟიმში ივარჯიშა. ინფორმაციას ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს.
32 წლის ფეხბურთელმა დაზიანება გუშინ “ატლეტიკოსთან” მატჩის მიმდინარეობისას მიიღო, როცა სტეფან სავიჩს შეეჯახა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ბუსკეტსი გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს, მაგრამ მცირე დატვირთვის მიღება მაინც შეუძლია, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ტრავმა საგანგაშო არაა.
“ბარსას” მიმდინარე სეზონში 3 შეხვედრა აქვს დარჩენილი. პირველ მათგანს რონალდ კუმანის გუნდი სამშაბათს, “ლევანტეს” წინააღმდეგ ჩაატარებს, შემდეგ კი “სელტასთან” და “ეიბართან” ითამაშებს.




ეხლა აღარ აქვს ამის ყოლას დიდი მნიშვნელობა ასე რომ უმკურნალონ წესიერად
აწი თუ გინდა სამივე თამაში გამოტოვოს
ერთი იმედი ისღაა, დარჩენილები აუცილებლად მოიგოს, რო ხელის ჩაქნევა არ შეეტყოს გუნდს. იმიტომ რო სულ მთლიანად რეალ-ატლეტიკოზე ვართ დამოკიდებულები.