workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ ნეიმართან კონტრაქტს ახანგრძლივებს და მესის გადაბირების იმედი აქვს

პსჟ ნეიმართან კონტრაქტს ახანგრძლივებს და მესის გადაბირების იმედი აქვს

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ჟურნალისტი, მარსელო ბეშლერი, “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენთან” დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც ბეშლერი წერს, ნეიმარმა, რომლის “ბარსაში” დაბრუნება ბოლო დროს ისევ აქტუალური გახდა, პსჟ-სთან კონტრაქტი 2026 წლამდე უკვე გაახანგრძლივა, რაც ოფიციალურად დღეს დადასტურდება. იგივეს წერს კიდევ ერთი გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანოც. 

ბრაზილიელის ახალი ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელოვანი ფაქტორიც “ბარსელონას” უკავშირდება – პარიზული კლუბის ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ მომდევნო სეზონში ლიონელ მესისთვის “ბარსაზე” ბევრად უფრო მიმზიდველი შეთავაზება აქვთ და სჯერათ, რომ არგენტინელის გადაბირება შეუძლიათ. 

თავად მესის ამ ეტაპზე სხვა კლუბების შეთავაზებების მოსმენა არ სურს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 09 მაი 2021, 11:09

    თუ სიტი არ წაიყვანს, სხვა გზა აღარ რჩება, ბარსა არაფრის მომგები არ არის ლეოს კი ტიტულები სწყურია და რა ქნას? ალვესს ამაზე მეტი ტიტული რატო უნდა ქონდეს? მისცენ 50 მილიონი და წავა ალბათ პსჟ-ში და ნუ დაიწყებთ ლაპარაკს მესის დაუნახაობაზე. აიძულეს ეს კაცი. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გუნდი ვერ შემოუკრიბეს რო რამე გააკეთოს და მარტომ არ ათრიოს გუნდი. განსაკუთრებით ბართომეუა დასახვრეტი რაც მაგან ლეო ატყუა, როგორ მოითმინა ამ საცოდავმა, დაჟე ტროლები იყიდა ლეოს საგინებლად იმ ღორმა.

  • getsby
    schedule 08 მაი 2021, 17:10

    მესი არსად არ გადავა ტრაკის თამაშს ჯობს შეესვან)) თუ გადავა კიდე პესეჟეში არ წავა

  • me da barca
    schedule 08 მაი 2021, 16:27

    ხალიფ, მესი კი არა ნაგავიც არ მემეტება შენთვის.

  • Anssumane
    schedule 08 მაი 2021, 15:28

    ოცნებას არავინ მოუკლავს
    ნეტარ არიან მორწმუნენი

  • Albicelecte
    schedule 08 მაი 2021, 14:52

    ერთხელ და საბოლოოდ დაიხუროს ეს თემა, ეს უაზრო სამკუთხედი, ბარსა-ნეიმარი-პსჟ
    და დამატებით მესი აღარ უნდა ვახსენოთ მათთან

  • M10 S9 D11
    schedule 08 მაი 2021, 14:41

    ტყუილად ოცნებობენ მესიზე

  • რივალდო-მესი
    schedule 08 მაი 2021, 14:24

    ტიპმა თქვის ხელით დაიმარხა კარიერა. დღეისთვის 2 ოქროს ბურთი მაინც ექნებოდა. მალადეც რა ამას მოხერხება უნდოდა. ნეტა ნანობს მაინც თუ ჯურნალისტების მონაჩმახია ეგეც. ლეოც თუ წავა წავიდეს. თავის კარიერას გააფერმკთალებს ამით. ნუ ჩვენი გუნდის ბიოგრაფიაშიც მორიგი შავი ლაქა ჩაიწერება მარადონას და კიჭა რონალდოს შემდეგ. მაგრამ მაგის ხელფასით ჰოლანდი მოვა და შესაძლებელი იქნება ვაბშე ახალი გუნდის შეკვრა. ამის საფუძველი და სუპერ თაობა არის. თუ არ წავა და უკეთესი ჩვენთვისაც და ლეოსთვისაც. ახლა მთავარია ლაპორტა მოგვარდეს უეფასთან და თან ციტა ფულიც იშოვოს გუნდმა. რავი გაყიდონ სტადიონის დასახელება 20 წლით. ერთი 200-250 მილიონიანეგ სულ მცირე. გუნდის გაბანკროტებას და დაშლას ისევ ეს ჯობია მგონი. ახლა უაზრო სენტიმენტების დრო აღარ არის. მადლობა ბართლომეოს და კატალონიელ სირბანო კულეებს.

  • GiorgiGabe99
    schedule 08 მაი 2021, 14:23

    პროსტა რატო არიან ესეთი თავდაჯერებულები მესის ტრასნფერში გეგონება პრეზიდენტი ისევ ბართომეუ იყოს :დდ

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 08 მაი 2021, 14:22

    არადა ნეიმარი ძაან მინდოდა😟😐

  • GUGU MSN
    schedule 08 მაი 2021, 14:18

    ლაპორტაა პრეზიდენტი და ლეო არსად არ წავა

  • LM10RG10
    schedule 08 მაი 2021, 14:17

    ყველას ფულით ყიდვა არაა შესაძლებელი😌ლეო არსად წავა,მითუმეტეს მაგ სა*ლევეთ გუნდში❤