ცნობილ პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს, რომელიც მომდევნო სეზონის დასაწყისიდან იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი გახდება, “ბარსელონას” შემტევის, ფრანსიშკუ ტრინკაუს გადაბირება სურს. ინფორმაციას Calcio Mercato ავრცელებს.
თუ “რომა” ფინანსურად მიმზიდველ შეთავაზებას მოამზადებს, კატალონიელები ტრანსფერზე უარს არ იტყვიან.
ტრინკაუ “ბარსას” პირველ გუნდს მშობლიური “ბრაგადან” ზაფხულში შეუერთდა. კონკურენციის გამო ის ძირითადი შემადგენლობის რეგულარული წევრი ვერ გახდა და თავის გამოჩენის შანსი არც ისე ხშირად ეძლევა. 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 40 მატჩია, თუმცა მან მოედანზე 90 წუთი მხოლოდ 2-ჯერ გაატარა და თამაშში ძირითადად შეხვედრების ბოლო წუთებზე ერთვებოდა.




50-60 მლნ და წაიყვანეთ
ვაა ამას იტალიაში საზღვარზე უშვებენ ?
იმ განცხადების შემდეგ რაც თქვა მგონი სამი გუნდი ჩამოთვალა მაშინ იუვენტუსი, მილანი და ინტერი (თუ მეტი ზუსტად აღარ მახსოვს) იტალიის სერია " ა "-ში ისეთი დონეა ყოველ წელიწადს (აი მაგ ჩამოთვლილ გუნდებს) გამოვიცვლი და ყოველ წელს იტალიის ჩემპიონი ვიქნებიო
აღშფოთდნენ ბებრები ტრაპატონის მეთაურობით !
მარჩელო ლიპიმ დაწერა : " ჟოზე სადაც ჭამენ იქ არ ჯვ@@@ნო " (რაღაც მაგდაგვარი ტექსტი იყო)

გვარდიოლასაც მწვრთნელი ქვია და მოურინიოსაც.
ამის შემდეგი გაჩერება იქნება სენტ ეტიენი, ან რაღაცა მაგ დონის.
პირველი კითხვა: რამდენს იხდიან?!?!?!?!?
გაუშვან,დრო მაინც არ ეძლევა,როცა მიეცა ვერაფერი ვერ ქნა და ჯობია კარგ ფასად წავიდეს 😉
nika 54,
კაი პორტო და ინტერით ჩემპიონთა ლიგის მოგება არაფერს ნიშნავს ხო?
ეს მოურინიო, თავი რო მსოფლიოში საუკეთესო გონია, ვერსად ვერ მოერგო და ციგანივით დადის აღმა დაღმა, და კაი ფულსაც შოულობს. როგორც წავიკითხე მარტო კომპენსაციებით, გუნდებიდან გაგდების გამო თითქმის 100 მილიონი აქვს ნაშოვნი. და რით ვერ ისწავლა ამ ხალხმა რო ეს კაცი არ არის მწვრთნელი, ერთი უბრალო თარჯიმანია, რომელიც ბობი რობსონმა ბარსაში მოსვლის დროს სწორედ თარჯიმნად მოიყვანა, თუმცა ნელ ნელა აითვისა და მწვრთნელობაც დაიბრალა. ინგლისში ამას სასკოლო ავტობუსის მძღოლს ეძახიან, სასკოლო იმიტომ რო ძალიან ფრთხილობს ბურთი არ გაუშვას და ფეხბურთის სილამაზე და სილაღე სულ ფეხებზე კიდია. მაგის დროინდელი რეალი იყო უსაზიზღრესი გუნდი, სადაც არბელოა(ეხლახან, რო აღნიშნა მე მესის ფეხბურთით სიამოვნებას ვერ ვიღებ და ერთი სული მაქვს ფეხბურთიდან როდის წავაო)ხოდა ეს არბელოა მესისთან მივიდოდა ხოლმე და ვითომ მეგობრულად სახეზე მოუსვამდა ხელს და როგოორც კი მსაჯი შებრუნდებოდა ძლიერად ურტყავდა სახეში. ეხლა პეპე და რამოსი რეებსაც კადრულობდნენ ის ყველას ახსოვს.
გაატანეთ არაფერში არ ვარგა