“ბარსელონა” გუნდის 32 წლის საყრდენი ნაცევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ბარსა” სატრანსფერო ბაზარს თვალს ყურადღებით ადევნებს და უკვე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ის ფეხბურთელები, რომლებსაც კატალონიელები აკვირდებიან, მანუელ ლოკატელი, ედუარდო კამავინგა და მიკელ მერინო არიან.
ლოკატელი “სასუოლოში” თამაშობს. 23 წლის შუახაზელს, რომელსაც “ბარსა” უკვე 2 წელია აკვირდება, მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება. მისით ასევე დაინტერესებულები “მანჩესტერ სიტი”, “იუვენტუსი”, “ინტერი” და “მილანი” არიან. იტალიელი ფეხბურთელის ფასი 35 მილიონ ევროს შეადგენს.
კამავინგა “რენის” საკუთრებაში იმყოფება. 18 წლის მოთამაშის კანდიდატურა “ბლაუგრანასთვის” ძალიან საინტერესოა. ედუარდოს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წელს ეწურება და იგი ჯერჯერობით გახანგრძლივებას არ გეგმავს. ფრანგი ფეხბურთელის შეძენის სურვილს “რეალიც” გამოთქვამს. მისი სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა.
მერინო “სოსიედადში” ირიცხება. 24 წლის ესპანელს “ბარსელონა” დიდი ხანია აკვირდება. მის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2025 წელს გასდის. მისი ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.
ბარსელონა ბ ასეთ დროს რატომ არავის ახსენდება ან თუ ახსენდება რამდენიმეს რომ ტრანსფერებში ფულის ყრას ბარსა ბ ფეხბურთელებს მისცენ შანსი და რიკი პუჩს რომელიც დალპა ლამის სკამზე.
კამავინგა საუკეთესო ვარიანტია, თან ამაზე კარგ დროს ვერ ნახავენ მოსაყვანად, კონტრაქტი ეწურება 1 წელში, უბრალოდ რამდენად შეძლებს ბარსა ფორვარდის და ნახევარმცველის ერთად ყიდვას ეგაა პრობლემა.
ისე მე კიმიხზეც ვიფიქრებდი, დაეკონტაქტონ, 2023 წლამდე აქ კონტრაქტი ბაიერნთან და მემრის ნორმალურ ფასად შეიძლება კიმიხის ყიდვაც
კამავინგა ბიჭო ერთმნიშვნელოვნად, თუ მაინდამინც უნდა იყიდონ ეგ ჯობია ყველას. თუ არადა დე იონგი გადაწიონ რეალურად ეგაა მისი ადგილი და აუარი მოიყვანონ. ბევრად უფრო ჭკვიანური იქნება.
აქედან ყველას ისევ მერინო მირჩევნია ესპანელია ადაპტაციიის პრობლემაც არ ექნება კამავინგა ისედაც მადრიდისტაა
ნემო დღეს ბარსაში ჩაფრინდაო და სიმართლეა?
არადა ნიკო გონსალესი მშვენიერი ვარიანტია. მისი მოგვარეც ათამაშონ ხანდახან, ორიოლ ბუსკეცი.
ბუსიკას შემცვლელი ლოკატელიო ჰაჰაჰაჰაჰაჰა ამის შემცვლელი ჯერ არ დაბედუებულა და არც დაიბადე ალბათ კაი ხანიი…მორბენალი ცხენები ადგილზე ვერაფერს აკეთებენ მაგიტომა ბუსკეთსი მამაა
კი მაგ ფასებში დაგიხატავენ, ტრანსფერმარკეტის ფასებია ეს და არა რეალური. კამავინგა რეალის ფანია როგორც ვიცი და იქ წავა. მერინოსს სოსიედადი არ მოგვცმს. მარტივი მიზეზი აქვს, სოსიედადი ბარსაში ფეხბურთელებს არასდროს უშვებს, რეალში კი ბატონო, ილარა, ოდრიოზოლა, ბარსას კიდე ყოველთვის ათმაგ ფასს უხევს. ვილიან ხოსე ბარსას 75 დაუფასეს, ნახევარი წლის მერე კიდე იჯარით გაუშვეს ვულვზში, მერინო ცუდი ბიჭი არაა მომწონს მაგისი სტილი, ფიზიკურად ძლიერია და პასიც არაუშავს მარა ფაბიან რუისი ბევრად ჯობს. რაც შეეხება ლოკატელის, მაინც იტალიელია რა, ვერ წამომიდგენია იტალიელი საყრდენი ბარსაში. ართმევაზე კარგია, სასუოლოც ბარსას სტილს თამაშობს მეტ ნაკლებად, დე ძერბი კრუიფის მიმდვარია მარა იმას არ ნიშნავს რო მილანის და სასუოლოს იგროკი ბარსაში ბუსის შეცვლას გაქაჩავს. კამავინგა ყველაზე კარგი ვარიანტია თუ რეალს დავახევთ, თან ძალიან პატარაა ასაკით და მოძრავია, ითამაშებს დიდ ფეხბურთს. თუ არა და 40-50 მილიონების ყრას პუჩი მორიბა პედრი ნიკო გონსალესი და ხანდრო ორეალიანა გვყავს, ფრენკი ასევე რა თქმა უნდა. ამ 6 მოთამაშიდან დავიჯერო ერთი კარგი ტრიო არ შეიკვრება? პუჩზე გავიგე რო კუმანი აცრილია, მარა იმ ორ ბიჭს მისცეს შანსი ჯერ და მერე იფიქრონ ტრანსფერზე. ეხლა კამავინგას ყიდვა მაგ ბიჭების წასვლას ნიშნავს. და მერე სანანებელი გაგვიხდება როგორც ყოველთვის
თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო, ასეთი ქაღთული ნათქვამი არის
გყავს ფრენკი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ამ პოზიციაზე, მისი პირველი პოზიციაცაა სინამდვილეში
და ჟანდრო ორელანა ბარსა ბ-ში, რომელიც უნიჭიერესი ბიჭია და წესით უნდა დააწინაურონ
Ამ მცველის მოყვანაზე რატო არ ფიქრობენ
Მცველის ყიდვის გარდა ყველაფრიᲗ ინტერესდებიან
აბა ის ვეინალდუმი რო უნდოდათ, რა პოზიციაზე თამაშობს ნეტავ?
რა ლოკატელი რა კამავინგა რა მერინო ვინებს დასდევთ ბიჭო დე იონგი გყავდეს გუნდში და ლოკატელი მოგყავდეს მე არ ვიცი არცერთი არაა ბარსას დონის
ისე ბრავო აბრამოვიჩს მართლა ჩელსი ვითომ სუსტი გუნდი და ცოტა გრანდებთან წამოწერილი ეგეთი სურათი იყო სულ არადა აბრამოვიჩის დანიშვნის მერე რამდენი ტიტული მოიგეს და თან ეს ყველაფერი იმის ხარჯზე რო ფული დიდად არ დაუხარჯავთ. დახარჯეს მაგრამ ბალანსი ძალიან მაგარი აქვთ გაყიფული ფეხბურთელების სახით. იმას ვგულისხმობ რო არ გავს პსჯ მანჩესტერ სიტის რომლებმაც თავი მხოლოდ ფულის ფრიალით დაგვამახსოვრეს და ასევე აბრამოვიჩს ბრავო ტუხელის აღმოჩენისთვის ძალიან მაგრად ჩაიბარა თასზე სიტი გააგდო ლიგაზე მოგების ძაან დიდი შანსი აქვს და რავიცი 3 თვისწინ ჩელსის ესეთი მდგომარეობა რო წარმოგედგინა ალბათ ვერც წარმოიდგენდი ისეთი არარეალური იყო
თუ იმენა საყრდენზე და ბუსის შეცველზე მიდის საუბრები , მე დეკლან რისი გამისწორდებოდა.
ისეთი ფასებია მემგონი ისევე ბუსკეცის გარემონტება ჯობია ამ მომენტში😂. თუ მოიყვანენ კამავინგა მოიყვანონ.