workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ ბარსელონას 1.5 მილიონს გადაუხდის

პსჟ ბარსელონას 1.5 მილიონს გადაუხდის

ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენს” “ბარსელონასთვის” 1.5 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება აქვს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

კატალონიური წყაროს ცნობით, საქმე “ბარსადან” “პარი სენ-ჟერმენში” რაფინია ალკანტარას გასულ წელს განხორციელებულ ტრანსფერს ეხება. ბრაზილიელი ნახევარმცველისს ტრანსფერის დროს კლუბებს შორის შეთანხმებული ერთ-ერთი ცვლადის მიხედვით, თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდოდა, მას კატალონიური კლუბისთვის 1.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა.

პარიზელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი “ბლაუგრანას” ხსენებულ თანხას გადაუხდიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • El pistolero 9
    schedule 05 მაი 2021, 16:02
    #4

    ისე ბართომეუს დროს რა ჩმორი ხელმძღვანელობა გვყავდა.ინტერმა ეს იჯარით აიყვანა გამოსყიდვის ვალდებულებით იხმარეს და მოგვიგდეს მერე.არც კი მოგვითხოვია ხელშეკრულების ამ პუნქტის შესრულება.ეგ რო ჩვენ გვექნა გვიჩივლებდნენ და კომპენსაციას მოგვთხოვდნენ ორ იმდენს

  • Don_Andresito
    schedule 05 მაი 2021, 12:54
    #3

    ციტატა: Albicelecte
    არსაიდან ჩამოვარდნილი მილიონნახევარი smiley


    ვიდალის ჩემპიონობით მილიონი მივიღეთ. სუარესიც თუ გაჩემპიონდა ცოტას ატლეტიკოც მოგვცემს და მესის ბუცების შესაკერად ფული გვეყოფა

  • Albicelecte
    schedule 04 მაი 2021, 15:51
    #2

    არსაიდან ჩამოვარდნილი მილიონნახევარი smiley

  • nika 54
    schedule 04 მაი 2021, 15:11
    #1

    ნეტა ლიგა რო მოიგონ, რამდენს მოგვცემენ. და ამის მეტი არაფერი მიგვიღია მაგათგან?