workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როტაციის დრო აღარაა | 3 შესაძლო სქემა ვალენსიასთან

როტაციის დრო აღარაა | 3 შესაძლო სქემა ვალენსიასთან

“გრანადასთან” დაშვებული შეცდომებისა და გადახალისებული შემადგენლობის შემდეგ რონალდ კუმანი “ვალენსიასთან” ნაკლები ექსპერიმენტის ჩატარებას შეეცდება და უფრო ნაცად თერთმეტეულზე გააკეთებს აქცენტს. 

ქვემოთ 3 სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას განვიხილავთ, რომელიც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, შესაძლოა, ღამურებთან გამოიყენოს.

ვარიანტი N1

იქიდან გამომდინარე, რომ “ბარსას” დარჩენილ ხუთივე თამაშში გამარჯვება ესაჭიროება, რონალდ კუმანისათვის უმჯობესი იქნება, თუ სწორედ იმ თერთმეტეულზე შეაჩერებს არჩევანს, რომელსაც ბოლო 2 თვის განმავლობაში სტაბილურად იყენებდა.

ვარიანტი N2

მას შემდეგ რაც მინგესას რონალდ კუმანთან უთანხმოება მოუვიდა, “გრანადასთან” შეხვედრაშიც პირველი გოლი სწორედ მის შეცდომას მოჰყვა. ასე რომ, არ იქნება გასაკვირი, თუ მის ნაცვლად რონალდ არაუხოს ვიხილავთ. 

შემტევ ზონაში უსმან დემბელეს დაბრუნებაც არ უნდა გამოვრიცხოთ, ნახევარდაცვაში კი – სერჟი რობერტო და მორიბა საწყის თერთმეტეულში კიდევ ერთხელ მოხვდებიან.

ვარიანტი N3

წინა მატჩში 3-5-2 ტაქტიკის დროს “ბარსელონას” საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა. ამიტომ, შესაძლოა, “ვალენსიასთან” 3-4-3 ფორმაცია ვიხილოთ. ამ შემთხვევაში პედრი კვლავ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება, შეტევაში უსმან დემბელეს ჩართვის შემთხვევაში კი მას გრიზმანის ჩანაცვლება აღარ მოუწევს.

ლა ლიგის 34-ე ტურის შეხვედრა “მესტალიაზე” ხვალ, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • El pistolero 9
    schedule 02 მაი 2021, 17:51

    მესამე ვარიანტი მხიბლავს და ვფიქრობ გაამართლებს ეგ ტაქტიკა

  • nikusha
    schedule 02 მაი 2021, 14:27

    ტერ შტეგენი
    პიკე-არაუხო-ლენგლე
    დესტი-დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი-ალბა
    მესი-გრიზმანი

    პედრი-მორიბა
    გრიზმანი-დემბელე
    ბუსკეტსი-პიანიჩი
    დესტი-რობერტო
    პიკე-მინგესა

  • nika 54
    schedule 02 მაი 2021, 12:30

    არცერთი არ ვარგა, დააყენოს 4-3-3 აქ უფრო მეტი საშუალებაა შეტევის, თორემ აგერ 80 წუთი ბურთი გვიჭირავს და მეტოქის საჯარიმოს გარეთ ვაგორავებთ კარგად თავდაცულ გუნდებთან. როგორც ეს გრანადასთან მოხდა.

    ციტატა: gio-rakitich
    რა მაინტერესებს ვინმეს გონია რო ეს რეალი ყველა დარჩენილ თამაშს მოიგებს?


    კი დარწმუნებული ვარ, ასეთ შანსს რეალი არ გაფლანგავს. მფლანგველები ჩვენ ვართ კუმანის თამადობით. აი ვალვერდეს კი ჩემპიონატზე გუნდი ამ დონეზე არ დაყავდა.

  • Beso Dvali
    schedule 02 მაი 2021, 09:53

    ციტატა: gio-rakitich
    რა მაინტერესებს ვინმეს გონია რო ეს რეალი ყველა დარჩენილ თამაშს მოიგებს?


    Ravi dzmao egre ambobdit sharshanac magram ki gavxdit chempionebi❤

  • cruyff9
    schedule 02 მაი 2021, 03:03

    ციტატა: gio-rakitich
    რა მაინტერესებს ვინმეს გონია რო ეს რეალი ყველა დარჩენილ თამაშს მოიგებს?


    ვერა ორს მაინც გატეხავს!

  • gio-rakitich
    schedule 02 მაი 2021, 02:21

    რა მაინტერესებს ვინმეს გონია რო ეს რეალი ყველა დარჩენილ თამაშს მოიგებს?

  • MARI=BARCA-fan
    schedule 02 მაი 2021, 01:09

    ქრისტე აღსდგა!
    მრავალ აღდგომას დაესწარით ყველა თქვენი ოჯახებით ჯანმრთელები და
    ბედნიერები!
    გფარავდეთ ძე ღვთისა!
    💞💞💞💞💞

  • გოგიბერიძე
    schedule 02 მაი 2021, 00:55

    ამ სეზონში ბარსას არ გაჩემპიონებაზე მეტად რეალის გაჩემპიონება მეწყინება

  • Clever liar
    schedule 02 მაი 2021, 00:50

    შე ბჯ რა მაიმუნი გუნდი ყოფილა რეალი, კიარ გატეხა თამაში 😐

  • Iniesta_8
    schedule 01 მაი 2021, 23:50

    რა აზრი აქვს ახლა რას იზამენ, ატლეტიკოს მაინც ვერ მოუგებენ და რომც მოუგონ რეალი წაიღებს თასს. გრანადასთან ჩასვრის მერე მორჩა ბარსელონას საჩემპიონო ამბიცია. თუ მაინც ჩვენ მივიგეთ გავარტყი ეგეთ ტიტულს, კუმანს ზაფხულში პანღური უნდა ამოარტყა და გააყოლო ნახევარი გუნდი, მარა 2 ტიტული თუ დადო არ გაუშვებენ სამწუხაროდ.

  • Diana
    schedule 01 მაი 2021, 23:28

    ლენგლე 2 მატჩი არ იყავი და როგორ აირია გუნდი 😏

  • M10 S9 D11
    schedule 01 მაი 2021, 23:24

    პირველი ვარიანტი ულაპარაკოდ ოღონდ არაუხო მინგესას მაგივრად

  • ousmane dembele 11
    schedule 01 მაი 2021, 23:22

    3 იდეალურია უბრალოდ მინგესას ნაცვლად არაუხო

  • ჯორჯ
    schedule 01 მაი 2021, 23:21

    რეალმა ახლაც 0-0 რომ ითამაშოს და ვალენსიას ვერ მოვუგოთ თავისი ფეხით წავა იმედია