კარლეს ალენია “ბარსელონას” აღზრდილია, ის “ლა მასიის” პროდუქტს წარმოადგენს. კარლესი კატალონიურ გუნდში ყოფნის პერიოდში უკვე ორჯერ იყო განათხოვრებული.
პირველად 2019/20 სეზონის მეორე ნახევრის დროს “ბეტისში”, წელს კი – “ხეტაფეში”.
სწორედ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა ისაუბრა ალენიაზე და ის ძალიან დადებით კონტექსტში მოიხსენია:
“ალენია გასაოცარი ფეხურთელია. ჩვენ ის, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი და როგორც უბრალოდ პიროვნება ძალიან მოგვწონს. მიუხედავად იმისა, რომ ის აქ იჯარით იმყოფება, მუდმივად თავგანწირვით თამაშობს და ამიტომ, მასში ეჭვი არასდროს შემპარვია.”
ბორდალასი “ხეტაფეს” ამ სეზონის ბოლოს დატოვებს, ალენიას იჯარაც 30 მაისს ამოიწურება. დიდი ალბათობით, ის “ბარსაში” არ გაჩერდება და ამჯერად კლუბს უკვე სრულფასოვანი ტრანსფერის სახით დატოვებს.




გამოისყიდოს ხეტაფენ ზუსტად მაგ გუნდის დონისაა.მაქსიმუმ სევილია გაქაჩოს
აბა ბარსაში რა ჭირს, ყველას აქ როგორ ავიწყდება თამაში. ლა მასიელს თუ "მოწვეულ ვარსკვლავებს"
რა გაიყიდება დარჩეს უნდა დარჩეს დროსაც საკაიფოდ მიიღებს პუჩი და პიანიჩი მიდიანო, თან თუ ვეინალდუმიც არ მოდის მითუმეტესს ჯერ როტაციაში და შეცვლებზე ითამაშებს მერე ძირითადსაც გაუშინაურდება და ჩაჯდება