workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ გარსია “ბარსელონას” შეთავაზებას დასთანხმდა

ერიკ გარსია “ბარსელონას” შეთავაზებას დასთანხმდა

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანელმა მცველმა, ერიკ გარსიამ, რომელიც სეზონის ბოლოს “მანჩესტერ სიტის” ტოვებს და თავისუფალი აგენტი ხდება, “ბარსელონასთან” შეთანხმებას მიაღწია. 

ეს “ბარსას” პირველი შეთავაზება არ იყო – “ლა მასიას” აღზრდილი ფეხბურთელის პირველ გუნდში დაბრუნება კატალონიური კლუბის წინა ხელმძღვანელობასაც სურდა. ახალი შეთავაზების პირობები ფინანსურად ნაკლებად მიმზიდველია, თუმცა გარსია ტრანსფერზე მაინც თანახმაა. 

ერიკ გარსია “სიტის” “ბარსელონადან” 2017 წელს შეუერთდა, პრემიერ ლიგაში დებიუტი კი 2019 წელს ჰქონდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • რამოსი
    schedule 03 მაი 2021, 13:02

    Ansu Fati 22,
    ანუ ეგ რომ კარგი ყოფილიყო ბარსაში გამოუშვებდა და სტოუნსი დიაზს ათამაშებდა? პაუ ტორესის როგორიც ფლოპია ეგეთია ეგეც , მაგიტომ დაერხევა ესპანეთის ნაკრებს მეფე რომ წავა გუნდიდან

  • nika 54
    schedule 02 მაი 2021, 16:07

    საინტერესოა, ამის მოყვანამდე ვის გაუშვებენ, ანუ რა ნომერი შეხვდება 15 თუ 24.

  • Clever liar
    schedule 01 მაი 2021, 14:03

    როგორც იქნა გამოჩნდა მესია დაცვაში 🙂
    "ერიკ გარსია მხსნელა" გადაარჩენს ბარსელონას, შემოხაზეთ ნომერი 50 !

  • El pistolero 9
    schedule 01 მაი 2021, 13:50

    ლენგლე/უმტიტის ააცმევინონ გუნდიდან

  • Albicelecte
    schedule 01 მაი 2021, 12:34

    როგორ გინდა, რომ არ დაიბრუნო? რას გავს უკან ხაზი…