workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ რამდენი ითამაშა მიმდინარე სეზონში?

ვინ რამდენი ითამაშა მიმდინარე სეზონში?

კიდევ ერთი სეზონი მიუახლოვდა დასასრულს. “ბარსელონას” წინ 6 ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელის, რომელთა წარმატებით ჩატარების შემთხვევაშიც “ბლაუგრანა” ესპანეთის საუკეთესო გუნდის წოდებას მოიპოვებს. გადამწყვეტი გარბენის დროს კი ფეხბურთელების ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოლო ორ თამაშში გამოჩნდა, რომ პედრი გადაღლილია და მოსალოდნელია, რომ ის ხვალ “გრანადასთან” დაისვენებს. ამ სტატიაში კი გიჩვენებთ, თუ რომელმა ფეხბურთელმა ითამაშა მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი.

  1. ფრენკი დე იონგი — 46 თამაში, 4,058 წუთი
  2. ლიონელ მესი — 42 თამაში, 3,742 წუთი
  3. ჟორდი ალბა — 43 თამაში, 3,702 წუთი
  4. მარკ-ანდრე ტერ შგეგენი — 37 თამაში, 3,450 წუთი
  5. ანტუან გრიზმანი — 45 თამაში, 3,392 წუთი
  6. კლემან ლანგლე — 44 თამაში, 3,345 წუთი
  7. პედრი — 47 თამაში, 3,239 წუთი
  8. სერხიო ბუსკეტსი — 44 თამაში, 3,045 წუთი
  9. ოსკარ მინგესა — 35 თამაში, 2,618 წუთი
  10. სერჟინიო დესტი — 36 თამაში, 2,471 წუთი
  11. უსმან დემბელე — 39 თამაში, 2,424 წუთი
  12. რონალდ არაუხო — 28 თამაში, 1,872 წუთი
  13. მარტინ ბრეითუეიტი — 39 თამაში, 1,643 წუთი
  14. ჟერარ პიკე — 19 თამაში, 1,499 წუთი
  15. მირალემ პიანიჩი — 28 თამაში, 1,275 წუთი
  16. ფრანსიშკუ ტრინკაუ — 39 თამაში, 1,235 წუთი
  17. სერჟი რობერტო — 16 თამაში, 1,039 წუთი
  18. ნეტუ — 11 თამაში, 1,020 წუთი
  19. ჟუნიორ ფირპო — 17 თამაში, 819 წუთი
  20. ფილიპე კოუტინიო — 14 თამაში, 792 წუთი
  21. სამუელ უმტიტი — 14 თამაში, 693 წუთი
  22. ანსუ ფატი — 10 თამაში, 596 წუთი
  23. რიკი პუჩი — 21 თამაში, 497 წუთი
  24. ილაიშ მორიბა — 13 თამაში, 386 წუთი
  25. კარლეს ალენია — 5 თამაში, 170 წუთი
  26. კონრად დე ლა ფუენტე — 3 თამაში, 36 წუთი
  27. მატეუს ფერნანდესი — 1 თამაში, 17 წუთი

როგოც ხედავთ, იმის მიუხედავად, რომ პედრიმ მონაწილეობა ყველაზე მეტ თამაშში მიიღო და მან მხოლოდ ერთხელ დაისვენა, ჩატარებული წუთების მიხედვით ის მხოლოდ მე-7 ადგილზეა. პირველზე კი დე იონგია, რომელსაც მეორე ადგილზე მყოფ მესისთან 316 წუთი, ანუ 3.5 თამაში აშორებს.

საინტერესოა ოსკარ მინგესას შემთხვევა. მას დებიუტი ნოემბერში ჰქონდა, მაგრამ ჩატარებული წუთების მიხედვით მაინც მე-9 ადგილზეა. უფრო მცირე დროში მან 3-ჯერ მეტი თამაშის ჩატარება მოასწრო, ვიდრე მაგალითად ჟუნიორ ფირპომ, ან 2-ჯერ მეტის, ვიდრე მირალემ პიანიჩმა.

ყველაზე ნაკლები კი მატეუს ფერნანდესმა ითამაშა – ერთი მატჩში 17 წუთი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • El pistolero 9
    schedule 28 აპრ 2021, 22:37

    პედრი პუჩის როტაცია ორივესთვის კარგი იქნებოდა.ტრინკაუც უფრო ხშირად უნდა ათამაშოს

  • antonio
    schedule 28 აპრ 2021, 14:55

    ვეტერანებს ალბას მესის და გრიზმანს მეტი აქვთ ნათამაშევი და პედრი რამ გადაღალა 18 წლისაა ალბა მითუმეტეს ცხენივით დარბის მთელ ფლანგზე ხან 40-50 მეტრიანი აჩქარებებით

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2021, 14:38

    კონრად დე ლა ფუენტე და მატეუს ფერნანდესი მაგარი გადაღლილები ყოფილან დავასვენოთ პატარა. მესის სეზონის დასაწყისში ტრავმა ქონდა და იმიტომ აქვს ნაკლები, და იმიტომ მივხოხიალობდით სეზონის დასაწყისში ცხრილის შუაგულში, როცა ატლეტიკოს უკვე ულოცავდნენ ჩემპიონობას.

  • C.PC5
    schedule 28 აპრ 2021, 12:27

    პედრი მარტო ჩონჩხი დარჩა სული აღარ უდგას საწყალს. გრანადასთან აუცილებლად დასასვენებელია, პიანიჩმა ტრავმა თუ მაიშუშა ითამაშოს მემგონი დიდად არაფერს გააფუჭებს.

  • Diana
    schedule 28 აპრ 2021, 12:24

    დე იონგს ყოჩაღ უბრალოდ , ცალკე ნაკრებშიც ძირითადში იყო , რაც მთავარია ხარისხს არ აგდებს , ნუ ვილიარეალთან კი გაფლანგა მომენტები , მაგრამ მთლიანობაში უკვე შეიძლება ითქვას , რომ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა