workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მნიშვნელოვანი ცვლილებები ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე

მნიშვნელოვანი ცვლილებები ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე

UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომელიც ქალთა ჩემპიონთა ლიგას ეხება. მომდევნო სეზონიდან ამ ტურნირზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება როგორც ფორმატში, ასევე ფინანსურ მიმართულებაში.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის წლიური ბიუჯეტი 24 მილიონი ევრო იქნება, რაც ამჟამინდელზე დაახლოებით 4-ჯერ მეტია. ამ თანხის 23% შეხვდებათ იმ გუნდებს, რომლებიც ტურნირზე არ მონაწილეობენ, მაგრამ ტურნირის მონაწილე გუნდების შიდა ჩემპიონატებში თამაშობენ.

ტურნირის ფორმატს ემატება 16-გუნდიანი ჯგუფური ეტაპი, რომლის თითო მონაწილე 400 ათას ევროს მიიღებს. ეს თანხა მიმდინარე სეზონის 1/8-ფინალის თანხას 5-ჯერ აღემატება. ჩემპიონი გუნდი მაქსიმუმ 1.4 მილიონი ევროს გამომუშავებას შეძლებს.

ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ემატება ვიდეორეფერი. თუ აქამდე VAR მხოლოდ ფინალურ მატჩზე იყო, მომდევნო სეზონიდან ფლეი ოფის ყველა თამაშზე იქნება.

ამოქმედდება ქალ ფეხბურთელთა დაცვის მექანიზმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ორსულობისა და მშობიარობის მიზეზით განაცხადში ცვლილების გაკეთება ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.

იმედია, ახალ ფორმატს “ბარსელონა” მოქმედი ჩემპიონის სტატუსით შეხვდება. კატალონიელთა ქალების გუნდი 1/2-ფინალშია და პსჟ-სთან პირველი თამაში სტუმრად 1-1 დაასრულა. განმეორებითი თამაში 2 მაისს გაიმართება.

გარდა ამისა, ახალი სეზონიდან ქალთა ჩემპიონთა ლიგას თავისი ჰიმნი ექნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2021, 18:40

    აუწყვიათ ქალებს თავიანთი საქმე. ეტყობა უეფა დაპანიკდა ესენიც არ გაიქცნენ ახალი ლიგის შესაქმნელადო.

  • QINQO
    schedule 27 აპრ 2021, 20:10

    ადრე ბარსას იუთუბ არხი აჩვენებდა ხოლმე ქალთა მატჩებს. ეხლა საერთოდ ვერსად ვნახულობ… იქნებ ვინმემ იცოდეთ სად ან როგორ შეიძლება ტრანსლაციის ნახვა

  • Clever liar
    schedule 27 აპრ 2021, 19:49

    საღოლ, პერესი, ლაპორტა, ანიელის შედეგია ეს და არა უეფასი..

  • me da barca
    schedule 27 აპრ 2021, 19:43

    ფაქტიურად ენთუზიაზმზე თამაშობდნენ და ახლა გზის ფულს გადაუხდიან, მეტრო ავტობუსი გადახდილია. ფუ სამარცხვინოები.