აშკარაა, რომ რონალდ კუმანის გავლენა “ბარსელონას” დაცვას დაეტყო. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” გუნდის დაცვამ ამ სეზონში ყველა ტურნირში 17 გოლის გატანა მოახერხა და ბოლო ათწლეულის რეკორდის ზღვარზეა – კატალონიელებმა ასეთი შედეგი ბოლოს 2014/15 წლებში დააფიქსირეს.
“ბლაუგრანას” ყველა მცველმა, გარდა სამუელ უმტიტისა, მეტოქის კარში გოლის გატანა შეძლო:
- ჟორდი ალბა – 5 გოლი;
- სერჟინიო დესტი – 3 გოლი;
- ოსკარ მინგესა – 2 გოლი;
- ჟერარ პიკე – 2 გოლი;
- რონალდ არაუხო – 2 გოლი;
- კლემან ლანგლე – 1 გოლი;
- ჟუნიორ ფირპო – 1 გოლი;
- სერჟი რობერტო – 1 გოლი.
სეზონის ბოლომდე 7 შეხვედრაა დარჩენილი, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ კატალონიურმა კლუბმა თავისი ბოლო ათწლეულის რეკორდი მოხსნას.




"აშკარაა, რომ რონალდ კუმანის გავლენა "ბარსელონას" დაცვას დაეტყო. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გუნდის დაცვამ ამ სეზონში ყველა ტურნირში 17 გოლის გატანა მოახერხა"
ახლა ისიც დაგვეთვალა ამ დაცვამ საკუთარ კარში რამდენი გაიტანა, რამდენი საგოლე მომენტი აჩუქა მოწინააღმდეგეებს და იქნება ზუსტი ბალანსი გამოგვეყვანა დადებითია თუ უარყოფითი ეგ ბალანსი. ერთი ფაქტია მანდ ლენგლე უდავო რეკორდსმენი და ბომბარდირი იქნება.
უმტო სათადარიგო სკამიდან თუ გაიტანს, მაგარი საკვირველი იქნება.
დესტი გაიტანს
ლენგლემაც ტენა გოლიდა უმტომ როგორ ვერ უნდა გაიტანოს ერთი… იმედია გაიტანს.
ალბამ უნდა ტენოს