რონალდ არაუხო მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 2020 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც კლემან ლანგლემ “ნაპოლის” გაუტანა, ეს იყო პირველი გოლი “კამპ ნოუზე” ჩატარებულ მატჩებში, როდესაც “ბარსამ” კუთხურიდან შეძლო მეტოქე გუნდის კარის აღება.
ურუგვაელი ცენტრალური მცველის გოლით “ბარსამ” ბოლო წუთებზე ნერვიულობაც აირიდან თავიდან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რონალდმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა:
“პენალტი? მსგავს სათამაშო ეპიზოდებში უფრო კონცენტრირებული უნდა ვიყო.”
“პენალტი უბრალოდ უიღბლობა იყო, მაგრამ საბედნიეროდ, შეცდომა მაინც გამოვასწორე. გოლები ხშირად ვერ გამაქვს, მაგრამ მესი ყოველთვის მეუბნება თუ რა ადგილას უნდა ვიყო საჯარიმოში ჩაწოდებისას.”
“ევროპის სუპერ ლიგა? კლუბმა ამასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გამოაქვეყნა. ეს თემა ჩემი განსახილველი არაა.”
“მეორე ნახევარში ოდნავ გაგვიჭირდა, მაგრამ ზოგადად, ყველა თამაში თავისებურად რთულია.”
ეს გოლი არაუხოსათვის მიმდინარე სეზონში უკვე მეორეა.




ესეც და ის პირველი გოლიც ზღაპარი იყო თუ გახსოვთ.
ძაან უაზროდ იქნევს ფეხებს
ბენზემას გოლის დროსაც სისულელე გააკეთა
გოლი კარგი იყო პირველ რიგში ფსიქოლოგიურად მაგ მომენტში (პენალტის შემდეგ) და მერე იმედია იმ ფორმას აღიდგენს რაც ტრავმამდე ჰქონდა
რაც მთავარია დაშვებული შეცდომა გამოასწორა
Joakim Brodén,
კი ტატო კარგია მართლა მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად ცდებიან თემას და დამღლელია ეგეთი კომენატატორების მოსმენა
მთელი თამაში ჭორაობას ვუსმენდი ისედაც :დდ , ტელევიზორში რამე სხვა უცხოური არხი რო მქონდეს სადაც იქნება თამაშები, ამათ ნაღდად არ ვუყურებდი, ისეც არ ვუყურებ ხოლმე ხშირად კომპიუტერში ვუყურებ მაგრამ ხანდახან დიდი ეკრანის მუღამი მაქ :დდ
არადა ტატოს დონის კომენტატორი ბოლო წლებში არ გვყოლია, ტიპი საფეხბურთო ენციკლოპედიაა
Anano_Ch,
სამწუხაროდ , არც სილკს და არც აჭარას არ ყავს წესიერი კომენტატორები , თამაშის მიმდინარეობას ფაქტობრივად იკიდებენ და ჭორაობას იწყებენ )))) მიკერძოებულობა ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი
Araujo she cxovelooo ❤❤❤
მეგობრებო კომენტატორები მთელი მეორე ტაიმი თქვენთანაც ჭადრაკზე საუბრობდნენ? 🥲🥲