ხუთშაბათს ესპანურ კლუბებს შორის შეხვედრა გაიმართება

ხუთშაბათს ესპანურ კლუბებს შორის შეხვედრა გაიმართება

ხუთშაბათს, ესპანურ კლუბებს შორის შეხვედრა გაიმართება, იტყობინება ფაბრიციო რომანო.

იტალიელის თქმით, შეხვედრაზე, მონაწილე კლუბები “ბარსელონას”, “რეალისა” და “ატლეტიკოს” ევროპის სუპერ ლიგაში გაწევრების გადაწყვეტილებას განიხილავენ. თავად “სამეული” აღნიშნულ შეხვედრას არ დაესწრება.

დღეს, 12-მა ევროპულმა კლუბმა, მომდევნო სეზონიდან ახალი საფეხბურთო ტურნირის დაარსება დაანონსა. გარდა ლა ლიგის გრანდებისა, სუპერ ლიგის დამფუძნებელი კლუბები არიან “ტოტენჰემი”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი”, “ლივერპული”, “არსენალი”, “იუვენტუსი”, “მილანი” და “ინტერი”.

ასეთივე შეხვედრა დღეს სერია A-ს გუნდებს შორის გაიმართება.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (7)

  • MARI=BARCA-fan
    19 აპრ 2021, 20:47

    ციტატა: AF10
    პერესი რო არა გაასწორებდა


    …ანუ სუპერ ლიგას წინასწარ ჰყავს უკვე მუდმივი გამარჯვებული რეალის სახით,..
    "პერო" სადაც წავა რეალსაც იქ წაიყვანს. მომავალ წელს მგონი არჩევნებია რეალში და სავარაუდოდ მაგას მიაპინტრიშებენ, ამიტომ გამონახა უკვე თავისთვის ფულის მოსახვეტად უკეთესი სამსახური..

  • nika 54
    19 აპრ 2021, 18:43

    ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქედან ჩვენ ვიხეიროთ, დღესაც კი ჭირს ყველა თამაშის ყურება და როცა სპონსორი მილიარდებს ჩადებს ამ ტურნირისთვის, როგორ გგონიათ სატელევიზიო რეპორტაჟები უფასო დარჩება? დღესაც კი ესპანეთში უფასოდ მხოლოდ ერთ კლასიკოს აჩვენებენ სეზონში. ასევე თითო თამაშს ლიგის პლეი ოფების დროს. თქვენ გგონიათ მილიარდების დამბანდებელი ამ საქმეში, ამერიკული ბანკი სილკ უნივერსალს უფასოდ მისცემს თამაშების ჩვენების უფლებას?

  • DE PE FA
    19 აპრ 2021, 16:51

    პერესი ვეღარ იქნება ხო რეალის პრეზიდენტი?

  • Diana
    19 აპრ 2021, 16:37

    აუ რას ერჩიან ფეხბურთს 😫😫😫😫😫

  • Konrad de la Fuente
    19 აპრ 2021, 16:02

    ციტატა: BEQA BARCA
    კიდევ ერთი სისულელე ამას ის აქვს რომ მონაწილე ფეხბურთელები ფიფას და უეფას ტურნირებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას ესეიგი მესი ეროვნული ტიტულის გარეშე დაგვრჩა☹☹


    სრული იდიოტიზმია, ეს ფეხბურთის დასასრულია.

  • BEQA BARCA
    19 აპრ 2021, 16:00

    კიდევ ერთი სისულელე ამას ის აქვს რომ მონაწილე ფეხბურთელები ფიფას და უეფას ტურნირებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას ესეიგი მესი ეროვნული ტიტულის გარეშე დაგვრჩა☹☹

  • AF10
    19 აპრ 2021, 15:56

    პერესი რო არა გაასწორებდა