მოსალოდნელი და მოულოდნელი მოტივები – სუპერ ლიგის მოლოდინში

მოსალოდნელი და მოულოდნელი მოტივები – სუპერ ლიგის მოლოდინში

 ოფიციალურად დადასტურდა ევროპის სუპერ ლიგის შექმნა, რომლის მუდმივი წევრებიც ევროპული ფეხბურთის გრანდები იქნებიან, მათ შორის „ბარსელონაც“. ფორმატის შესახებ უკვე ცნობილია, ასევე, The New York Times-ის ინფორმაციით, გუნდები ტურნირზე რეგისტრაციის შემთხვევაში 350 მილიონ ევროს მიიღებენ, რაც ძალიან დიდი თანხაა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიისას ყველამ იზარალა.

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის თამაშები გაურკვეველი დროით გააუქმა, ეს უკვე ომის დასაწყისია. 

გულშემატკივრის რეაქცია მკვეთრად უარყოფითია, მაგრამ თუ კარგად გავაანალიზებთ შექმნილ მდგომარეობას, ყველაფერი გასაგები გახდება, ზედმეტი ემოციებისა და აჟიტირების გარეშე.

რატომ განუდგნენ გრანდები UEFA-ს?

UEFA აღარ არის ისეთი პრესტიჟული ორგანიზაცია როგორიც ერთ დროს იყო, არც FIFA გამოირჩევა დიდი სანდოობით, მაგრამ FIFA-ს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები, აი ევროპის სტრუქტურა ბოლომდე ინარჩუნებდა პრესტიჟს, მაგრამ 21-ე საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა, იმდენი კორუფციული სკანდალი მოხდა, თანაც ისე ღიად და გაცხადებულად, რომ კითხვები აღარ დარჩენილა, ამ ორგანიზაციების დრო დათვლილია.

რა თქმა უნდა, არავინ აპატიებდა FIFA-ს იმას, რომ რუსეთს და კატარს მუნდიალი მიჰყიდეს, საყვედურობენ ახლა ინგლისს, მათი ექვსი წარმომადგენელი იქნება ახალ ტურნირზე, მაგრამ ეს მაშინ უნდა გახსენებოდათ, როცა მუნდიალის მასპინძლობაზე  უარი უთხრეს, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ძალიან დიდი თანხა გადაიხადა და სხვა რესურსებიც გამოიყენა, ინგლისელები კი დარჩნენ მშრალზე.

თანაც სულ რამდენიმე ხანში ეს ყველაფერი დადასტურდა, პატივცემული ბლატერი ოფიციალურად დაადანაშაულეს, სულ პანღურით გამოაგდეს თათბირიდან და ისე წააბრძანეს დაკითხვაზე, ჩვენთვის ეს უცხო არ არის, „ბარსას“ ზუსტად ასეთი ხალხი მართავდა, ხოდა ამოუვიდათ ყელში იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან თანამედროვე ფეხბურთს.

არავის დავიწყებია მიშელ პლატინის გასვრაც, პლატინის და ბეკენბაუერს მხოლოდ იმან უშველათ, რომ ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვთ, თორემ გისოსებს მიღმა ამოჰყოფდნენ თავს, თუმცა, პლატინიმ რაღაც ხნით მაინც ამოყო. თავის დროზე ყველას გაუკვირდა, რომ ისეთი უმწიკვლო რეპუტაციის მქონე კაციც გაისვარა როგორიც კაიზერ ფრანცია, მაგრამ ეს ორგანიზაციები ისე გაიხრწნა, რომ სუფთა კაცი იქ აღარ დარჩა, ნდობაც დაკარგეს და პრესტიჟულობაც.

რა მოტივი აქვთ გრანდებს?

ფეხბურთი ვითარდება, სულ უფრო მეტი ქვეყანა თამაშობს და უყურებს, ფასები კოლოსალურად იზრდება, მაგრამ ეს გასაგები და ლოგიკურია, მარტივი მაგალითი, რომ მოვიყვანოთ, მარადონას თამაშს 10 კაცი უყურებდა(დაშვების დონეზე), ათი კაცი იხდიდა ფულს სატელევიზიო უფლებებში, ეს ათი კაცის გადახდილი თანხა კი ათ ნაწილად იყოფოდა, ახლა ფეხბურთს 100 კაცი უყურებს, მესის თამაშის საყურებლად ბევრად მეტი ადამიანი იხდის თანხას, აი, თქვენ, რომ მაგთის ან სილკის აბონენტი ხართ და სილკ TV ან Adjara სატელევიზიო პროდუქტს გთავაზობთ, იმ თანხის ნაწილი ბევრ ნაწილად იყოფა და სულ მცირე ნაწილი ფეხბურთელებამდეც მიდის, ოღონდ საქმე ის არის, რომ UEFA ძალიან ბევრს იღებს, მხოლოდ იმაში, რომ თამაშების ორგანიზება შეძლოს და გადასარევი ჰიმნი გააჟღეროს, კოსტუმიანი ხალხი გამოყაროს დარბაზში და წილისყრა ჩაატარებინოს, ჰოდა, მიხვდნენ გრანდების ხელმძღვანელები, რომ ძალიან დიდ თანხას კარგავენ, ორგანიზებას კი თავადაც შეძლებენ.

როგორც ზემოთ ვახსენე, მონაწილეობა 350 მილიონი ევროს შემოსავალს მოიტანს, ეს პირველადი მონაცემებია, ზუსტია თუ არა მალე გავიგებთ, მაგრამ ძალიან დიდ თანხებზე როა საუბარი ფაქტია.

მარტივად, რომ ვთქვათ, გრანდებს აღარ უნდათ, რომ მათი ფული გაურკვეველმა ხალხმა, გაურკვეველი მიზნებით შეჭამოს.

რა ბერკეტი აქვს UEFA-ს და FIFA-ს?

უკვე გაიგებდით, რომ ფეხბურთელების დისკვალიფიკაციას აპირებენ, ვინ უნდა დაბლოკონ მესი და რონალდუ? ყველა ის ვარსკვლავი, რომელთა გამოც ხალხი ფეხბურთს უყურებს? ამჟამად შეძლეს ლა ლიგის, სერია ა-სა და პრემიერლიგის მმართველი ორგანოების აყოლიება, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგება, UEFA-ს ეტყვიან, რომ თავის საქმეს მიხედონ, შიდა ჩემპიონატი კი მათი საქმე არ არის.

ნაკრებში თამაშს აუკრძალავენ? იგივე მოხდება, რაც კლუბების შემთხვევაში ხდება, თავად მოახერხებენ ორგანიზებას, სპონსორებს იმდენს იპოვიან, რომ თვლა არ იქნება, ორგანიზება კი ძალიან ბევრ ორგანიზაციას შეუძლია, იქნებ ახალი საფეხბურთო ორგანოც შეიქმნას? ყველაფერი ამისკენ მიდის.

უბრალოდ, მუნდიალის თასს აღარ ექნება ისეთი ფორმა, როგორიც ახლა აქვს, სხვა თასის შექმნა მოუწევთ, ძალიან მომწონს ახლანდელი თასი, მის პირვანდელ ნიკეს თასს ბევრად მირჩევნია, მაგრამ ეს უბრალო ფორმალობაა.

ეს არის ის ბერკეტები, რაც ღიად ჩანს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ იქნება უამრავი ბერკეტი და კომპრომატი, რომელიც ჯერ არ ჩანს, ამ წლების განმავლობაში, UEFA-ს ძალიან ბევრი ადამიანის წინააღმდეგ ექნება კომპრომატი, რომელთა გამოყენებასაც შეეცდება, ამიტომ, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მძიმე ამბები ამოიყრება.

რას კარგავს ფეხბურთი?

ახლა ამას ზუსტად ვერავინ იტყვის. 

პატარა გუნდები იზარალებენ? საწყის ეტაპზე ნაკლებად, თუ ალტერნატიულ ტურნირებს მოიფიქრებენ რაღაც გამოვა, მაგრამ დროთა განმავლობაში ზღვარი სულ უფრო მეტად გაიზრდება, ეს კიდე ვერ არის კარგი საქმე, ამით ფეხბურთის მთავარი პრინციპი იკარგება, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ეს პრინციპი უკვე უგულებელყოფილია და ზღარი გრანდებსა და საშუალო დონის გუნდებს შორის, უკვე ისედაც კოლოსალურია. 

ქართული კლუბები იზარალებენ? არა. ფლეიოფამდეც ვერ მივდიოდით, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე, ახლა კი სავარაუდოდ გაჩნდება ალტერნატიული ტურნირები, სადაც მონაწილეობის საშუალება ჩვენი დონის კლუბებსაც ექნებათ.

რა ბედი ელის ჩემპიონთა ლიგას? თუ არ გაუქმდა, ისეთივე მოსაწყენი გახდება, როგორც ევროპა ლიგაა ახლა, მეორე და მესამე ხარისხოვანი კლუბებით.

ჩემპიონთა ლიგამ თავი ამოწურა, ისევე როგორც ჩემპიონთა თასმა და ბაზრობათა თასმა, თავის დროზე.

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემპიონთა ლიგა 1992 წელს დაარსდა, არც ისე ბებერი ტურნირია, უბრალოდ ბებერი UEFA ატარებდა, რომელიც უკვე სულს ღაფავს.

რა მოტოვი აქვს „ბარსას?“

კლუბს, რომელსაც მილიარდიანი ვალი აქვს, მის მოტივებზე საუბარი რთული არ უნდა იყოს. ეს გადაწყვეტილება „ბარსასთვის“ გადარჩენის ბილეთია, ახლა ამაზე უკან დახევა არ შეიძლება.

ჯერჯერობით უარს ამბობს „ბაიერნი“, მაგრამ სხვა გზა არ ექნებათ, თუ ამ ტურნირს არ შეუერთდებიან, დროთა განმავლობაში ისინიც მეორეხარისხოვან კლუბად იქცევიან, ამიტომ მოუწევთ.

რატომ ამბობს უარს პსჟ? აი ეს ყველაზე საინტერესო და ჩვენთვის ყველაზე სასეირო ამბავია, პსჟ-ს პრეზიდენტი UEFA-ს კომიტეტში შეძვრა და გვარიანი გავლენაც მოიპოვა, როგორ და რა გზებით, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, თანაც კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი კომპანია უზრუნველყოფს ტელეტრანსლაციებს კატარში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, ძალიანაც უნდა ახალი ტურნირი, მაგრამ UEFA-ს გადაგდება არ გამოდის, რადგან მათთან კონტრაქტი აკავშირებს. აი, ასე გაიჭედნენ პსჟ-ს პატიოსანი მმართველები.

სიახლეს ყველა რთულად იღებს

ჩემპიონთა ლიგა ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო, ამ ტურნირის ჰიმნის გაგონებაზე ერთიანად მბურძგლავდა, ყოველი დღე დღესასწაული იყო, როცა ლიგის მატჩი მელოდა წინ, განსაკუთრებით „ბარსას“ მონაწილეობით, მაგრამ ყველაფერს რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც.

რაც არ უნდა მოხდეს, სიახლისთვის მზად უნდა ვიყოთ. 

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (15)

  • me da barca
    19 აპრ 2021, 19:24

    ერთი ორგანიზაცია ჩალპა, მაგრამ ვის აქვს გარანტია, რომ უმწიკვლო წეწკვი მოდის, რომელსაც პერესი უხელმძღვანელებს და უარეს კორუბციაში არ გაეხვევა?! უბრალოდ ფიფა და უეფას ეუბნებიან, თქვენ შუამავალი რგოლი ხართ, ჩაგხსნით, როგორც ვაგონს და აწი ჩვენ მივხედავთ მაგ ფულებს, როგორც გაგვიხარდებაო. მე ერთი რამის მეშინია, ბევრი თაროზე შემოდებული საქმე არ ჩამოიღოს უეფამ და ფიფამ ამ ვაშკაცების ნამოქმედარი. შეიძლება თვითონაც იზარალონ, მაგრამ გაბრაზებულ გულზე მოსულა.
    ისეთი თემაა, როგორც საქართველოში. თუ მართველ ძალასთან ხარ, კორუბცია და გადაცდომები ნებადართულია, მანამ სანამ მათთან ხარ. თუ მიქარავ, ეგრევე ჩამოიღებენ თაროდან მასალას და პროკურატურაში გიბარებენ, უი შენ რეები გიკეთებია თურმე ეხლა ვნახეთო.

  • nika 54
    19 აპრ 2021, 16:25

    ვიღაცამ დაწერა, ფიფა და უეფა გაღორებული არიან და ჩემპიონატების ჩატარებისთვის მასპინძლებისგან ფულს იღებდნენო. სწორია, ვინ იყიდა? რუსეთმა, ყატარმა? აბა ამერიკა და ესპანეთი რო არ იყიდიან ყველამ ვიცით. ის რომ ქრთამი გაჩნდა ამ ორგანიზაციებში ეს თვით ამ ინსტიტუტების ბრალი კი არ არის არამედ მათი ხელმძღვანელების(კორუფცია პიროვნებებისაა) ხოდა ამიტომაც მოხსნეს და გაყარეს თვით ამ ორგანიზაციებმა უჯიშო ხელმძღვანელები. ბლატერი და პლატინი. ანუ მოხდა თვითწმენდა.
    ახლა მეორე საკითხი შეიქმნება "ახალი" უეფა და მას ვინ უხელმძღვანელებს? ყველაზე პატიოსანი? არა პერესი. ახლა პერესის პატიოსნებაზე თუ ვინმე თავს დადებს კი ბატონო, მაგრამ ის რომ ჯერ არ ჩამოყალიბებულ ახალ ლიგას პერესი უკვე ჩაუდგა სათავეში არავის გაღელვებთ? ბურთულების "გაცხელება" და მსაჯების "უნებლიე" შეცდომები ახლა ნახეთ, კონზე 100 მილიარდი დევს და გგონიათ პერესს ერთი სული აქვს ბარსას როდის ჩაურიცხავს ამ ფულს? და ბოლოს ყველაზე მარტივი რატომ უკლავენ პატარა კლუბებს ოცნებას, რომ როდისმე ისინიც მოახერხებენ მწვერვალზე ასვლას, ამის მაგალითები კი არსებობს. ისე ჩვენც ვართ ამ სიაში რაგბში არ გვიშვებენ, ახლა ფეხბურთზე ოცნებასაც უნდა შევეშვათ.
    კიდევ მაინტერესებს ეს ლიგაც ისე დაეხმარება მესამე ქვეყნის გუნდებს მატერიალურად განვითარებისათვის როგორც ამას ფიფა- უეფა აკეთებენ?

    ციტატა: davidus2020
    კარგს არაფერს მოიტანს ჩემი აზრით სუპერლიგა. უეფა და ფიფა რომ კორუფციაში ჩაფლული ყველამ ვიცით, და ბევრი რამე შესაცვლელია.
    მაგრამ მითხარით გრანდები არ არის ჩაფლული კორუფციაში? გავიხსენოთ მარსელი მილანი იუვენტუსი პსჟ ჩელსი რეალი ჩვენი ბარსა და კიდევ მრავალი! გრანდები უბრალოდ გაღორდენ,ტრანსფერების ფასები უაზროდ გაზარდეს ფული რომ გაათეთრონ,მაინც არ ყოფნით.
    უეფა და ფიფა შემოსული გულიდან, გუნდების გარდა ფედერაციების ეხმარება, რაც საშუალო და ღარიბი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
    და კიდევ ნებისმიერი ჩაკეტილი ტურნირი საერთო დონის რეგრესი იწვევს,თუნდაც ექვსი ერი ავიღოთ.
    ჩემი აზრით მოსაფიქრებელია სცემა რომელიც ყველა მხარეს აწყობს.სხვა შემთხვევაში გამოვა ერთი მაფიოზების ან მართვა გადავა მეფეების ხელში.

    ციტატა: nika 54

    მთავარი, ამ ლიგის დაარსებით რომელშიც თურმე ასობით მილიარდი დოლარი იტრიალებს სადმე თუ იქნება პუნქტი ფეირ პლეიზე? ანუ შეიხები, მილიარდელები, იყიდიან მილიონებათ ფეხბურთელებს, მაგალითად მბაპე, ჰოლანდი, მესი, ნეიმარი, რონალდუ საერთოდ ყველას და ეთამაშეთ ესეთ გუნდს თუნდაც დანარჩენი 19. მოკლედ მაგარი გაუგებრობა იხატება, პერესების და მაგარი საფეხბურთო აგენტების პერიოდი დგება.

  • BEQA BARCA
    19 აპრ 2021, 14:42

    არადა ჩემპიონთალი ლიგა მეც მაგრად მევასება..☹☹

  • davidus2020
    19 აპრ 2021, 12:13

    კარგს არაფერს მოიტანს ჩემი აზრით სუპერლიგა. უეფა და ფიფა რომ კორუფციაში ჩაფლული ყველამ ვიცით, და ბევრი რამე შესაცვლელია.
    მაგრამ მითხარით გრანდები არ არის ჩაფლული კორუფციაში? გავიხსენოთ მარსელი მილანი იუვენტუსი პსჟ ჩელსი რეალი ჩვენი ბარსა და კიდევ მრავალი! გრანდები უბრალოდ გაღორდენ,ტრანსფერების ფასები უაზროდ გაზარდეს ფული რომ გაათეთრონ,მაინც არ ყოფნით.
    უეფა და ფიფა შემოსული გულიდან, გუნდების გარდა ფედერაციების ეხმარება, რაც საშუალო და ღარიბი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
    და კიდევ ნებისმიერი ჩაკეტილი ტურნირი საერთო დონის რეგრესი იწვევს,თუნდაც ექვსი ერი ავიღოთ.
    ჩემი აზრით მოსაფიქრებელია სცემა რომელიც ყველა მხარეს აწყობს.სხვა შემთხვევაში გამოვა ერთი მაფიოზების ან მართვა გადავა მეფეების ხელში.

  • Erekle
    19 აპრ 2021, 11:29

    საღოლ ავტორს

  • davidus2020
    19 აპრ 2021, 11:21

    საერთოდ ნებისმიერი ამბავს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე! უეფა და ფიფა კორუფციაში რომ არიან გასვრილი ამაზე არავინ დავობს, მითხარით იტალიური ესპანური ინგლისური გრანდები არიან კორუფციაში გასვრილი? გავიხსენოთ მილანი იუვენტუსი მარსელი და თუნდაც ჩვენი ბარსა და რეალი? აქ უბრალოდ მიდის ბიზნესის

  • M10 S9 D11
    19 აპრ 2021, 10:39

    ციტატა: F C BARCELONA
    ხალხნო მოდით ერთ რამეს შევხედოთ ხალხი რატომ უყურებს ფეხბურთს გრანადას გამო იქნებ ასტონვილას ან სასუოლოს გამო ? თუ საერთოდ ვიტესის გამო ? არ ვგულისხმობ ქონკრეტულ ქვენებს ქვეყანათა უმრავლესობა ფეხბურთს მხოლოდ ამ 15 გრანდის გამო უყურებენ ვინ უყურებს პრემიერლიგას სიტის არსენალის იუნაიტედის და ჩელსის გარეშე
    ვინ უყყრებს პრიმერას ბარსას ატლეტიკოს და რეიალის გარეშე ? ან სხვა ჩემპიონატებს ? უეფას მხოლოდ 1 გაფართხალებაღა რჩება სკანქცია ვის რა ცემ ფეხებად უნდა FIFA ს კორუმპირებული მუნდიალი ? თუკი ალტერნატიული სუფთა კომპანია შექმნის ახალ მუნდიალს ? ფეხბურთი კვდებაო რომ წერთ რა კვდება ფ FIFA ს ბოსების ჯიბის შეთხელება მოკლავს ფეხბურთს იქნებ ის გვისწორდება ბარსა კრასნოდარს რომ ხვდება ან ლევერგუზენს რომ ხვდება და 7 – 1 ს უგებს თავიდანვე კონკურენცია თავიდანვე ჟინი და ჟილკა თითოეული თამაში გადამწყვეტი გამოვა ეს არის ფეხბურთი ეს არის სპირტი რაც მიყვარს მე პირადად ყელში ამომივიდა 15 წელია ვუყურებ ერთი და იგივე სიბინძურე ტურნირს სადაც რეალი 10 ლიგას იგებს სამსაჯო შტაბის დირიჟორობით რუსეთის კუანა ნაკრები მუნდიალის ნახევარფინალამდე აღწევს პუტინის გაზით და მაყუთებით და ბოლოს აღშფოთებული მაყუთა ხალხი იმაზე საუბრით თუ როგორ ჩაიარა კორუფციამ მე პირადად ის უფრო მაინტერესებს ვინ იყიდა წელს ლიგა იმის გაგებას თუ ვინ მოიგებს რათქმაუნდა პარიზი არც ის გამიკვირდება 3 ვეს რომ დისკვალიფიკაცია აქვე გამოატანონ და პირდაპირ დასვან თასით ხელში ტრიბუნაზე მაქინიოსი ეს მოგვწონ მე პირადად არა ყოველ წელს ერთი და იგივე გუნდები გამუდმებით საშუალო გუნდები 2 თუ გავა ახალი მეორე წელს კი ისევ წინა წლის 2 გუნდი გავა და ასე შემდეგ ჩემი სიმპათია ამ ტურნირს და მოლოდინი ! ნურავინ გამოიგლეჯს შონაგან ორგანოებს და დაიყავს უეფას ეს ჩემი აზრია და ჩემი გემოვნებაა გემოვნებაზე კი არავინ დაობს ვის შავი და ვის თეთრი მოსწონს !

    თქვენ თუ იმის ჯინით რომ UEFA და FIFA გაღარიბდება ისევ ლიგას უყურებთ და აინტრახტი ლევანტეს ფინალური ჯახის სანახავად 60 ლარს გადაიხდით რომ სილკმა აბონიმენტი მოგცეთ რავიცი ჩემთვის პირადად სასაცილა

    ფეოლა ყოჩაღ კიდევ ერთი გადასარევი მოვლენათა ანალიზი და განხილვა ნამდვილად კარგი სტატია

    და რა შენ ეს ნაკლებად კორუმპირებული იქნება გგონია? ეს ტურნირი ფეხბურთს როგორც სპორტს მოკლავს დაბალი ეშელონის გუნდებს განვითარების საშუალებას მოუსპობს თორე ჰა ჩაატარონ ეს ტურნირი დაბალი ეშელონის გუმდებს თავისი მაყურებელი მაინც ეყოლებათ ქვეყნის შიგნით ეს ტურნირი ყველაზე მეტად ნაკრებებს დააზარალებს

  • Barca1980
    19 აპრ 2021, 09:47

    დაჯდა პერესი და იტალიელი პატარა პერესი , რომელსაც უკვე ყველა უგებს ვისაც არ ეზარება და მოიფიქრეს ისევ როგორ დაბრუნდნენ მწვერვალზე !!! ის რასაც ეს ცვლილება მოიტანს , პირველ რიგში იქნება იმ შანსის წართმევა მოერე ეშელონის გუნდებისათვის , რომლებიც რეალურად აუცილებელია ფეხბურთის განვითარებისათვის , რატომ ? ზემოთ ჩამოთვლილი გრანდებიდან , ბარსელონას გამოკლებით , კლუბების უმეტესობა იმიტომ არის გრანდი , რომ ბიუჯეტი აქვთ დიდი , სპონსორები და კონტრაქტები , თუმცა მათი აღზრდილი ვარსკვლავები , თითზე ჩამოსათვლელია . რეალურად ამ კლუბებს ტრანსფერებს თუ აუკრძალავენ და მხოლოდ საკუთარი კლუბის რესურსებს დაუტოვებენ , იქნება ჩვეულებრივი მაჩანჩალების ტურნირი . გამოდის , რომ ფეხბურთი თავიდან ბოლომდე კარგად გაყიდვადი ბიზნესპროდუქტია და არა სპორტული სახეობა , რომლის ყურებაც ხალხს აბედნიერებს . ეხლა პერესს ეყოლება პირადი ვარიც , მსაჯიც და ტურნირის ორგანიზატორიც ის იქნება , გაანაწილებს ვინ როდის უნდა მოიგოს !!! თუმცა , ისიც მართალია , რომ ფიფაც და უეფაც იმდენად გახრწნილია , ფეხბურთის განვითარებას პირიქით აფერხებს . სტრუქტუულად ახალი ორგანიზაციის შექმნაა საჭირო , ოღონდ არა ისეთის რასაც პერესი და მისი ჩმორები აპირებენ .

  • I.S.
    19 აპრ 2021, 09:28

    ვერაფერს პოზიტიურს და გადასარევს ვხედავ, ბინძური ბრძოლაა ფულისა და გავლენისათვის. გაუმაძღარი UEFA და FIFA ჩანაცვლდებიან კიდევ უფრო გაუმაძღარი პერესების და ანიელების მიერ შექმნილი ალტერნატიული ორგანიზაციებით. ფეხბურთი კლასიკური გაგებით აღარავის ინტერესებშია, რიგითი მაყურებლის გარდა: სანახაობა თაროზე, ფული ჯიბეში – ესაა თანამედროვე ფეხბურთის და ზოგადად სპორტის რეალური მდგომარეობა. სამწუხაროა, რომ გლობალიზაციამ და ბინძურმა ფოლიტიკამ ცხოვრების ყველა კუნჭულში შეაღწია…

  • Diana
    19 აპრ 2021, 09:21

    რავი ჩემი აზრით ამ გუნდის ფეხბურთელებს , მესის და რონალდუს და კიდევ ბევრს , რომელთა თამაშის ხილვაა სასურველი დისკვალიფიკაციას ვერ გაუბედავენ , ჩემპიონთა ლიგის გაუქმება მაყურებელში დიდ აჟიოტაჟს გამოწვევს , თუ შესაბამის ტურნირებს მოიფიქრებენ ჩვენ ნამდვილი ფეხბურთი გვანახონ და ის თანხა ღმერთმა შეარგონ

  • M.MN10
    19 აპრ 2021, 09:15

    აზრი პერესის შექმნილ ტურსნირს ისევ რეალი მოიგებს და იხეირებს. დიდი გავლენები აქ პერსეს ფეხბურთში ფაქტია და რას ვიზავთ 😂🤝

  • LM10TheLegend
    19 აპრ 2021, 08:58

    პოზიტიურად შეხედეთ!! ახალი ტურნირი, ახალი დასაწყისი, არანაირი 13 ჩემპიონთა ლიგა რეალს! ყველაფერი ნულიდან იწყება. ახლა ვნახოთ რითი იტრაბახებენ მადრიდელები. იოლი გუნდებით ვეღარ გამოძვრებიან!

  • Alien messi
    19 აპრ 2021, 08:41

    მობეზრდა პერესს ამდენი ლიგა და დაარსა ახალი ტურნირი😂😂 რა სუპერ ლიგა ჩემპიონთა ლიგის მუღამი სუ სხვაა და მას ვერაფერი ჩაანაცვლებს.

  • F C BARCELONA
    19 აპრ 2021, 06:30

    ხალხნო მოდით ერთ რამეს შევხედოთ ხალხი რატომ უყურებს ფეხბურთს გრანადას გამო იქნებ ასტონვილას ან სასუოლოს გამო ? თუ საერთოდ ვიტესის გამო ? არ ვგულისხმობ ქონკრეტულ ქვენებს ქვეყანათა უმრავლესობა ფეხბურთს მხოლოდ ამ 15 გრანდის გამო უყურებენ ვინ უყურებს პრემიერლიგას სიტის არსენალის იუნაიტედის და ჩელსის გარეშე
    ვინ უყყრებს პრიმერას ბარსას ატლეტიკოს და რეიალის გარეშე ? ან სხვა ჩემპიონატებს ? უეფას მხოლოდ 1 გაფართხალებაღა რჩება სკანქცია ვის რა ცემ ფეხებად უნდა FIFA ს კორუმპირებული მუნდიალი ? თუკი ალტერნატიული სუფთა კომპანია შექმნის ახალ მუნდიალს ? ფეხბურთი კვდებაო რომ წერთ რა კვდება ფ FIFA ს ბოსების ჯიბის შეთხელება მოკლავს ფეხბურთს იქნებ ის გვისწორდება ბარსა კრასნოდარს რომ ხვდება ან ლევერგუზენს რომ ხვდება და 7 – 1 ს უგებს თავიდანვე კონკურენცია თავიდანვე ჟინი და ჟილკა თითოეული თამაში გადამწყვეტი გამოვა ეს არის ფეხბურთი ეს არის სპირტი რაც მიყვარს მე პირადად ყელში ამომივიდა 15 წელია ვუყურებ ერთი და იგივე სიბინძურე ტურნირს სადაც რეალი 10 ლიგას იგებს სამსაჯო შტაბის დირიჟორობით რუსეთის კუანა ნაკრები მუნდიალის ნახევარფინალამდე აღწევს პუტინის გაზით და მაყუთებით და ბოლოს აღშფოთებული მაყუთა ხალხი იმაზე საუბრით თუ როგორ ჩაიარა კორუფციამ მე პირადად ის უფრო მაინტერესებს ვინ იყიდა წელს ლიგა იმის გაგებას თუ ვინ მოიგებს რათქმაუნდა პარიზი არც ის გამიკვირდება 3 ვეს რომ დისკვალიფიკაცია აქვე გამოატანონ და პირდაპირ დასვან თასით ხელში ტრიბუნაზე მაქინიოსი ეს მოგვწონ მე პირადად არა ყოველ წელს ერთი და იგივე გუნდები გამუდმებით საშუალო გუნდები 2 თუ გავა ახალი მეორე წელს კი ისევ წინა წლის 2 გუნდი გავა და ასე შემდეგ ჩემი სიმპათია ამ ტურნირს და მოლოდინი ! ნურავინ გამოიგლეჯს შონაგან ორგანოებს და დაიყავს უეფას ეს ჩემი აზრია და ჩემი გემოვნებაა გემოვნებაზე კი არავინ დაობს ვის შავი და ვის თეთრი მოსწონს !

    თქვენ თუ იმის ჯინით რომ UEFA და FIFA გაღარიბდება ისევ ლიგას უყურებთ და აინტრახტი ლევანტეს ფინალური ჯახის სანახავად 60 ლარს გადაიხდით რომ სილკმა აბონიმენტი მოგცეთ რავიცი ჩემთვის პირადად სასაცილა

    ფეოლა ყოჩაღ კიდევ ერთი გადასარევი მოვლენათა ანალიზი და განხილვა ნამდვილად კარგი სტატია

  • Prometheus
    19 აპრ 2021, 05:22

    როგორც ყოველთვის შესანიშნავი სტატიაა <3 ზედმეტად გაადრამატულეს ყველაფერი , ფეხბურთი კვდება და ა.შ . უბრალოდ ერთ მონოპოლისტებს და ფულის მჭამელებს , სხვები ჩაანაცვლებენ , ალტერნატიული ტურნირებიც მოიხოდება მალე საშულაო გუნდებისთვის და ეგ იქნება , უეფა კიდე დიდი ხანია მოსასმელია თავის ადგილზე . შიდა ჩემპიონატებიც ჩვეულებრივ გაგრძელდება , არ მგონია კიდე დიდხანს დაუჭირონ მხარი უეფას , თორე ამ გუნდების გარეშე საერთოდ გასაზიზღრდება ყველა ჩემპიონატი , შემოსავალსაც დაკარგავენ , რაც არავის აწყობს . ჩვეულებრივი ბიზნესია ფეხბურთი და თუ ვინმეს ჰგონია რო სუპერ ლიგა არ გაამართლებს , მაყურებელი არ ეყოლება და რაც მთავარია შემოსავალს არ მოიტანს , ძალიან ცდება