workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანხელ დი მარია: იღბლიანი ვარ, რომ ნაკრებში მესის გვერდით ვთამაშობ

ანხელ დი მარია: იღბლიანი ვარ, რომ ნაკრებში მესის გვერდით ვთამაშობ

“პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელმა ვარსკვლავმა, ანხელ დი მარიამ, beIN Sports-თან ინტერვიუში ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

ფანტასტიკური იქნება, თუ ის სათამაშოდ აქ გადმოვა. ნამდვილად იღბლიანი ვარ, რომ ნაკრებში მის გვერდით თამაშის საშუალება მეძლევა. 7, 8 ან თუნდაც 9 დღის ერთად გატარება ძალიან კარგია, მაგრამ ბევრად უკეთესი იქნებოდა, საკლუბო დონეზეც რომ ერთად ვიყოთ. 
რა თქმა უნდა, მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტი აკავშირებს. როცა მას ვესაუბრები, ყოველთვის ვეუბნები, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომლითაც თავის ოჯახთან ერთად ბედნიერი იქნება. 

დი მარიამ კომენტარი თავისი თანამემამულისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარებაზეც გააკეთა. 36 წლის პორტუგალიელი ანხელის ყოფილი თანაგუნდელია. 

ყოველთვის რთულია, თქვა, ვინაა საუკეთესო. ორივესთან ახლო და კარგი ურთიერთობა მაქვს, მესი ნამდვილი მეგობარია, ახლა კი ნეიმარსაც კარგად ვიცნობ. 
ყველაფრის მიუხედავად, ლეო ყოველთვის ლეოა. ის საოცრებებს ბუნებრივად სჩადის, სპორტდარბაზში სიარული არ სჭირდება. მესი ყველა ფეხბურთელისგან განსხვავდება, რომელთანაც მითამაშია. ალბათ შემიძლია ვთქვა, რომ ის უცხოპლანეტელია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 10 აპრ 2021, 01:52

    დაივიწყე ეგ ნატვრა.ლეო.მანდ არ გადმოვა და ე
    შენ აქ არავის ჭირდები

  • nika 54
    schedule 09 აპრ 2021, 20:40

    იცნობს ლეოსაც და კრისტინასაც,, კრისტინას უნდა მოემსახურო, ლეო კი გუნდს ეხმარება, ამაზე ბევრი იწერება ამ ბოლო დროს იტალიურ პრესაში.