ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოლო ინფორმაცია ენრიკესა და კეირისონზე

ბოლო ინფორმაცია ენრიკესა და კეირისონზე

 კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა აქტიურად მართავს მოლაპარაკებებს ძმებ მალაკიასებთან, ენრიკესა და კეირისონის პირად აგენტებთან, რათა რაც შეიძლება მალე გაირკვეს მათი მომავალი საფეხბურთო “მოღვაწეობა”.

 

 კლუბის წარმომადგენლების უმთავრესი მიზანია, რაც შეიძლება მალე გაირკვეს ამ ორი ფეხბურთელის ბედი, რადგან შემდეგ უკვე სრული კონცენტრირება მოხდეს დაგეგმილ ტრანსფერებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ამჟამად “ბარსა” აქტიურად ცდილობს სესკ ფაბრეგასისა და ალექსის სანჩესის გადმობირებას.

 

 მარკო მალაკიასმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კეირისონით დაინტერესებულია შვეიცარიული კლუბი, “ნეუჩატელი”. დებატებს მხოლოდ ფინანსური მხარე იწვევს. გაიჟღერა სავარაუდო თანხამაც, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ 1,5 მილიონ ევროს შეადგენს.

 

რაც შეეხება ენრიკეს, აქ საქმე შედარებით რთულადაა. თუ აქამდე მისით დაინტერესებული კლუბი მხოლოდ “პალმერიასი” იყო და 4 მილიონსაც იხდიდა, ახლა უკვე “სევილიასაც” გაუჩნდა სიმპათიები ამ ფეხბურთელისადმი, რაც, რა თქმა უნდა, საქმეს ართულებს. ამჯერად ენრიკეს პირად აგენტს აჩქარება არ სურს და იგი მზადაა ყველა წინადადება დეტალურად განიხილოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში