“დორტმუნდის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ გერმანული გუნდის ვარსკვლავის, “ბარსელონას” მთავარი სატრანსფერო სამიზნის, ერლინგ ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანა” ჰოლანდის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. რამდენიმე დღის წინ ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა და მამა ალფ-ინგე ჰოლანდი ბარსელონაში იმყოფებოდნენ და კატალონიური კლუბის პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას შეხვდნენ.
ჰოლანდთან, მამამისთან და მის აგენტთან ვისაუბრებთ. გვინდა, რომ ერლინგი ბედნიერი იყოს, ჩვენთან დარჩეს და გოლები გაიტანოს. ალტერნატიული გეგმა არ არსებობს.
– ციტირებს ვატცკეს სიტყვებს DAZN.




ისე დღეს გამოჩნდება კარგად, რას წარმოადგენს ეს, თუ პეპის აწყობილ გუნდში ამან ხვრელები იპოვა მართლა მაგარი იქნება, თუ მოსვეს უბურთოდ მაშინ გასაგები გახდება ყველაფერი.
ვნახოთ ჰოლანდი პეპის საათივით აწყობილი გუნდის წინააღმდეგ რას იზამს.თან დაცვა ძაან გააუმჯობესა სიტიმ.დიაში და სტოუნზი არ იქნებიან მარტივად დასაჩაგრი
გინდა კარგია უნდა გერგებოდეს
ხვალ რას იზამს მაგრად მაინტერესებს
თუ ჩვენ წელს ვერ ვიყიდით ჯობია დარჩეს და მომავალში ფული რომ გვექნება მოვიდეს. საქმე ისაა რომ თუ ვერ ვიყიდეთ წელს მაქ დარჩენა ჯობს ჩვენთვის! თორე სულ დამრჩენელი რომ არაა ეგ ვიცით უბრალოდ იმხელა თანხას ითხოვთ რომ ამ კრიზისში ძნელია ნებისმიერი კლუბისთვის შეძენა!!