ორშაბათს, “ვალიადოლიდთან” ჟორდი ალბა ლა ლიგაში, “ბარსას” მაისურით საიუბილეო, 250-ე მატჩს ჩაატარებს.
ამ შედეგით ჟორდი კატალონიელთა რიგებში 23-ე ადგილზეა. ჟორდის ლა ლიგაში დებიუტი 2012 წლის აგვისტოში ჰქონდა.
ის “ბარსამ” “ვალენსიადან” 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.
2021 წელს ალბა თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ჯამში მას ყველა ტურნირზე ერთად 5 გოლი და 12 ასისტი აქვს.
“ბარსელონა” “ვალიადოლიდთან” შეხვედრას ორშაბათს, “კამპ ნოუზე” გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.



სულ რამდენი მატჩია ქვს ჩატარებული?
აბა შენ იცი პატარავ, ლეოს საგოლეები ჭირდება, პიჩიჩი უნდა წელს აუცილებლად.
მარტო ბარსას თამაში ჩატარდება ორშაბათს, აზრს ვერ ჩავწვდი, მე კი დღეებს ვითვლი ამის დედაც ჯეკ.
დაბერდა თუ არ დაბერდა ერთ ერთი საუკეთესოა გუნდში,ესეც პიკეც და ბუსკეციც ძირითადში უნდა იყვნენ კარიერის დასრულებამდე აუცილებლად და არა სათადარიგოთა სკამზე.
ერთ ერთი საუკეთესოა დღეს ბარსაში!
Iniesta_8,
აბა🤣🤣😥მაგრამ მაშინ სხვა ფასები იყო ბაზარზე.ახლა რო ვყიდულობდეთ 50 მილიონს მაინც დააფასებდნენ
არა, ნუ მე ყოველ შემთხვევაში ეგრე მიმაჩნია❤️🙌
წელს ძაან მაგარ სეზონს ატარებს, 3-5-2 ტაქტიკამ ფაქტირად ფრთები გააშლევინა ბოლომდე🙌
ისე ამაზე მაგარი მარცხენა მცველი ყოლია ბარსას?
ჰოდა მოგებითაც აღნიშნავს
ალბა 10 მილიონად ვიყიდეთ და ფირპო 20-ად.
დრო გადის… დაგვიბერდა ჟორდი… შემცვლელი გვჭირდება….🤔🤔