workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტას, რაიოლასა და ჰოლანდის მამის შეხვედრა დასრულდა

ლაპორტას, რაიოლასა და ჰოლანდის მამის შეხვედრა დასრულდა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “დორტმუნდის” ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა და ფეხბურთელის მამა ალფ-ინგე ჰოლანდი ბარსელონაში იმყოფებიან.

Onda Cero-ს ჟურნალისტის, ალფრედო მარტინესის ინფორმაციით, მათ “ბარსას” პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან და მატეუ ალემანისთან შეხვედრა გამართეს, რომელიც დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ისინი ბარსელონაში თბილისის დროით 11 საათსა და 30 წუთზე ნიცადან ჩაფრინდნენ.

იმავე წყაროს ცნობით, შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა. მხარეები მიიჩნევენ, რომ ჰოლანდის ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ ეს მათი პირველი მოლაპარაკებები იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, “დორტმუნდი” 20 წლის ნორვეგიელის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა “ბლაუგრანა” მის შემცირებას ცდილობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 02 აპრ 2021, 19:58

    იმავე წყაროს ცნობით, შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა. მხარეები მიიჩნევენ, რომ ჰოლანდის ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ ეს მათი პირველი მოლაპარაკებები იყო.
    ანუ? რაო შესაძლებელია, მაგრამ ვერ ვყიდულობთო? მოკლედ ისეა რაც გინახავს ვეღარ ნახავ რო ქართული კინო. ქალი გეკუთვნით მაგრამა არ გეკუთვნითო!!!

  • Don_Andresito
    schedule 02 აპრ 2021, 01:41

    ციტატა: jack slater
    რატომღაც არ მჯერა ამ ბიჭის დიდი მომავლის 🤔


    გოლეადორია და წარმატებას მიაღწევს ფაქტია, უბრალოდ რამდენად მოვა ბარსაში არ ვიცი. იმედია აქ თუ არ მოვიდა, რეალშიც არ წავა თორე ამ სტილით რეალში დიდ შედეგებს დადებს. ეგეთი 9 ები რეალს უფრო უხდება.

  • me da barca
    schedule 01 აპრ 2021, 21:16

    ჰოლანდი კარგია, მაგრამ ბარსას გაკოტრების ხარჯზე არ მინდა. თუ გუნდს ბოლომდე დედა ეტირა ჰოლანდის დედაც ერთი. 180 ბორუსიას, 20 კაკ მინიმუმ იმ გასიებულ ღორს, მამიკო ცალკე ითხოვს წილს, მერე თვითონ ეს დააკმაყოფილე მაღალი ხელფასით და მერე წადით ბარსა დაალომბარდეთ სადმე. პადუმაეშ ბარსა თუ გაკოტრდა, სამაგიეროდ ჰოლანდი გვეყოლება 200 მილიონიანი ცხენი და დავტკბეთ მისი ყურებით.

  • BEQA BARCA
    schedule 01 აპრ 2021, 19:00

    მიდი ლაპორტ დადე ჰოლანდი❤💜

  • _OLD_
    schedule 01 აპრ 2021, 18:04

    ლაპორტა გიჟია დავაი ჯიგარსონ მიაწექი ააწყვე დამანგრეველი ბარსა❤️💙

  • El pistolero 9
    schedule 01 აპრ 2021, 17:44

    ტერ შტეგენი,დესტი,არაუხო,ალბა,დე იონგი,პედრი,მორიბა,მესი-ამათ გარდა ვინც უნდათ ის ჩართონ ამ ბიჭის ტრანსფერში

  • riva
    schedule 01 აპრ 2021, 17:40

    გრიზმანი და 60 მილიონი

  • CuleMan7
    schedule 01 აპრ 2021, 17:36

    ბოლოს მამა რო ჩაერთო საქმეში 222 მილიონი გადაიხადეს ამიტომაც მიხარია ეს საქმე 😃

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 01 აპრ 2021, 17:35

    მოლაპარაკებები გაგრძელდება წარმატებით დასრულდება და ჰოლანდი ბარსელონაში გადმოვა.

  • რივალდო-მესი
    schedule 01 აპრ 2021, 17:34

    ციტატა: Messi_Goat 10❤
    კოუტინიო დემბელე და 100მილიონი მივცეთ


    დემბელეს ნაცვლად გრიზმანი და ოკ

  • Diana
    schedule 01 აპრ 2021, 17:19

    ლაპორტა გიჟია 😂💙❤

  • ჯორჯ
    schedule 01 აპრ 2021, 17:14

    გუშინ იუთუბში ბარსელონას ვალები ჩავწერე და ერთმა შეიძლება ბარსა გაქრესო და ახლა ლაპორტან რაიოლა ჩამოიყვანა ბარსელონაში
    მაგარს მოხოდავს მალე გუნდს და აღარ ვიქნებით სასურველი მეტოქე

  • NEYBarca
    schedule 01 აპრ 2021, 16:23

    ციტატა: Griezzy7
    კარგი შანსი გვაქვს მაინც ყიდვის იმიტომ რომ სხვა ფეხბურთელები უფასოდ მოდიან.
    მთავარია ესენი გავყიდოთ…

    1.ფირპო – 15 მილიონი
    2.უმტიტი – 15 მილიონი
    3.ლენგლე – 30 მილიონი
    4.რობერტო – 40 მილიონი
    5.მატეუსი – ?
    6.კოუტინიო – 30-40 მილიონი
    7.პიანიჩი – 40-50 მილიონი
    8.ბრეიტვეიტი – 15-20 მილიონი

    თუ დეპაიც მოვა მაშინ დემბელეც უნდა გაყიდონ.


    პირპოში მაქსიმუმ 10 გადაიხადონ , უმტიტიში ფულს არავინ არ გადაიხდის, ლენგლეც 20-25 მაქსიმუმ, რობერტოში 20 , მატეუსი 5 , კოუ 20-30, პიანიჩიც 20-30 , ბრეიტვეიტი 10 მაქსიმუმ.