workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

ბარსელონას ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

“ბარსელონას” ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტის” ქალთა გუნდს ორი მატჩის ჯამში 4-2 სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა გუნდისთვის ბოლო ხუთ წელიწადში ეს მე-4 ნახევარფინალია, მათ ამ ტურნირში ჯერ არ გაუმარჯვიათ. ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მათი ყველაზე დიდი მიღწევა 2019 წელს ფინალში გასვლაა, სადაც კატალონიელები “ლიონთან “დამარცხდნენ.

ნახევარფინალში ქალთა გუნდის მეტოქე “ლიონსა” და პსჟ-ს შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია, რომ “ლიონი” ამ ტურნირზე ყველაზე წარმატებულია. ფრანგულ კლუბს ქალთა ჩემპიონთა ლიგის თასი 7-ჯერ აქვს მოგებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 01 აპრ 2021, 12:32

    ამათ მაინც აიღონ ლიგა. სათქმელი გვექნება ბარსა ლიგის გამარჯვებულიაო.

  • Johan cruyff13
    schedule 01 აპრ 2021, 12:04

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    მინგესას და რომელ გუნდშია – ძირითადში თუ ბარსა ბ-ში?


    ბარსა ბ-ში

  • El pistolero 9
    schedule 01 აპრ 2021, 10:13

    ლიონს უნდა მოვუგოთ და თასი ჯიბეში გვიდევს

  • cruyff9
    schedule 01 აპრ 2021, 01:17

    წელს მგონი მოიგებენ❤️

  • MARI=BARCA-fan
    schedule 31 მარ 2021, 23:52

    მინგესას და რომელ გუნდშია – ძირითადში თუ ბარსა ბ-ში?

  • ბასქუ10
    schedule 31 მარ 2021, 23:34

    აბა მანდილოსნებო თქვენ მაინც მოიგეთ ჩემპიონთა ლიგა

  • Diana
    schedule 31 მარ 2021, 23:04

    ამათი აღარ მიკვირს არაფერი

  • me da barca
    schedule 31 მარ 2021, 22:38

    დიდი ალბათობით ლიონი მოუგებს პსჟ-ს და სწორედ ამ ორი გუნდიდან ვინც გავა ფინალში ის მოიგებს ამ თასს.

  • Always cule
    schedule 31 მარ 2021, 22:37

    ლიონს თუ გავცდით დიდი ალბათობით მოვიგებთ კიდეც

  • BEQA BARCA
    schedule 31 მარ 2021, 22:18

    ამათმა მაინც უნდა მოიგონ ლიგა.. ლიონი უნდა გავანადგუროთ💜❤