workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
3 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer
მარადონა: მესის ვერავის შევადარებ

მარადონა: მესის ვერავის შევადარებ

არგენტინის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა დიეგო მარადონამ ქება არ დაიშურა მისი შეგირდის, ლეო მესის მისამართით, გვატყობინებს არგენტინული გაზეთი Ole.

მარადონამ განაცხადა, რომ ის უფრო და უფრო აღტაცებულია რჩება მესის თამაშით.

“ყოველდღე მისით უფრო და უფრო აღფრთოვანებული ვხდები. მას არაამქვეყნიური ტექნიკა აქვს, შეხედეთ როგორ აჩერებს ის ბურთს. მე ჩემს ფეხბურთელებს ვარჯიშზეც ვუთხარი, რომ მესი ბურთით სასწაულებს აკეთებს. მას ვერავის შევადარებ”, – განაცხადა მარადონამ.

“ალბისელესტეს” მთავარმა მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გუნდის ლიდერი სწორედ ლეო იქნება. სწორედ ამიტომ გუნდის სამწვრთნელო შტაბი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მესის ფსიქოლოგიურ მომზადებას.

მარადონამ დაამატა, რომ სურს მესი თამაშის დროს რაც შეიძლება მეტჯერ ეხებოდეს ბურთს.

წყარო: Barca.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward