“ბარსელონას” ტალანტი, პედრი გონსალესი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მალევე შეამჩნია, რის შემდეგაც მას დიდი სათამაშო დრო გამოუყო და კლუბის ერთ-ერთ შეუცვლელ ფიგურად აქცია.
მსგავსი სიტუაციაა ესპანეთის ნაკრებშიც – ლუის ენრიკემ კანარელი მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ ორივე მატჩში ათამაშა, საქართველოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კი იგი ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილეთ (მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო).
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, კლუბისა და ნაკრების რიგებში, შესაძლო 45 დაპირისპირებიდან, მონაწილეობა 44 მატჩში მიიღო – 28 ლა ლიგაში, 7 ჩემპიონთა ლიგაზე, 5 კოპა დელ რეიზე, 2 ესპანეთის სუპერ თასზე, 2 კი – “ფურია როხას” მაისურით.
ერთადერთი ჯახი, რომელის დროსაც ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედანზე არ გასულა, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ჯგუფურ სტადიაზე, “ფერენცვაროშთან” გასვლაზე ჩატარებული მატჩია, რომელიც “ბლაუგრანამ”, ანგარიშით, 3-0 მოიგო.
ჯამში, “ბარსას” მე-16 ნომერმა, 4110-დან, 2905 წუთი ითამაშა (71%) – ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი 4 მატჩიდან 3-ში მონაწილეობს.
გარდა ამისა, ზემოხსენებული 44 შეხვედრიდან, პედრი სასტარტოში 32-ჯერ მოხვდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ 32 დაპირისპირებიდან, გონსალესმა სრულად მხოლოდ 5 მატჩი ჩააატარა, – 4 პრიმერა დივიზიონში, 1 კი ჩემპიონთა ლიგაზე, “იუვენტუსის” წინააღმდეგ (ტურინში), – რაც ბუნებრივია, ვინაიდან, რონალდ კუმანს არ სურს, სადებიუტო სეზონში ახალგაზრდა შუახაზელი გადატვირთოს.
საინტერესოა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ბანაკში გატარებული პირველი სეზონი, პოტენციურად, ყოფილი “ლას პალმასელისთვის” ძალიან ინტენსიური გამოვა – “ბარსელონას” ჯერ კიდევ 11 შეხვედრა (10 ლა ლიგაში, 1 კოპა დელ რეიზე) აქვს დარჩენილი. ამ ყველაფერს, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატიც დაემატოს (რომელიც სტარტს მიმდინარე წლის ივნისში აიღებს და ივლისში დასრულდება), რასაც ტოკიოს ოლიმპიადა მოჰყვება – ივლისიდან 8 აგვისტომდე.
საქართველოსთან მართლა მაგრად გადარჩა, ასე უნდა ვინერვიულოთ ყველა მძიმე თამაშზე.
Odnav siswrafe ro qondes 100 jer magari iqneboda mara rac aris mainc dzalian dzalian magaria❤️
ამდენს 18 წლის ბავშვი ვერ გაუძლებს და ერთხელაც წაიქცევა და ძვირად დაგვიჯდება. ლა ლიგა, ნაკრები, ევროპა, ოლიმპიადაო კიდევ და ამდენს რობოტი ვერ გაქაჩავს, არა თუ ადამიანი.
საქართველოსთან მაგრად გადარჩა, შენგელიამ ისე უხეშად ითამაშა მეგონა ვსიო დაამთავრებინა კარიერათქო😁
ცოტა დრო პუჩსაც უნდა მიეცეს.ესეც ცოდოა არ დაიმტვრეს
რამდენი თამაში აქვს ნათამაშები და ტრავმას არ იღებს, მაგრამ საშიშია მაინც და უნდა დაასვენონ ხოლმე ხანდახან.
დაასვენეთ ცოტა ეს ბიჭი, ცოდოა, ამდენი თამაში კი კარგია ზოგადად მაგრამ ჯერ ძალიან პატარაა ამხელა დატვირთვისთვის
❤❤❤