workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მემფის დეპაის შეძენა “პარი სენ-ჟერმენსაც” სურს

მემფის დეპაის შეძენა “პარი სენ-ჟერმენსაც” სურს

“ლიონის” თავდამსხმელს, მემფის დეპაის კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი შემტევის შესაძენად ფრანგული “პარი სენ-ჟერმენიც” იბრძოლებს. პარიზელთა არგენტინელი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო დეპაის თამაშით ძალიან მოხიბლულია.

27 წლის შემტევის გაფორმების მთავარი კანდიდატი “ბარსელონაა”. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარ მწვრთნელსა და დეპაის თანამემამულეს, რონალდ კუმანს მისი გადმობირება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში სურდა.

როგორც უკვე ცნობილია, მემფის დეპაის სეზონის ბოლოს “ლიონთან” კონტრაქტის ვადა ეწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • ბასქუ10
    schedule 21 მარ 2021, 11:35

    რავი ბარსელონა თუ მოინდომებს დეპია კუმანს აირჩევს უეჭველი, და ეს პსჟ კიდე ვინაა საერთოდ, ყველა ფეხბურთელი მაგათ როგორ უნდათ😡

  • lesane C
    schedule 21 მარ 2021, 09:42

    ციტატა: Diana
    პსჟ ორგანულად მეზიზღება უკვე , ბაიერნი იმედია დააქვესკნელებს


    ბაიერნი გადაუვლის ყველა ვარიანტში,ისეთ ფორმაში არიან რო რავიცი…ალბათ წელსაც ეგენი მოიგებენ უჩლ ს

  • me da barca
    schedule 20 მარ 2021, 21:42

    მთვარეზე გასეირნებაც ხომ არ უნდა პოჩეტინოს.

  • Always cule
    schedule 20 მარ 2021, 18:42

    ბარსა რო ვინმეთი დაინტერესდა და პსჟ არ გამოეკვეხა როდის იყო ბოლოს

  • El pistolero 9
    schedule 20 მარ 2021, 18:40

    არამგონია ლიონმა დეპაი უშუალო კონკურენტს დაუთმოს.ჩვენ ყველაზე კარგი შანსი გვაქვს

  • nika 54
    schedule 20 მარ 2021, 18:12

    და რა? მოდის თუ არა? ალბათ უფასოდ კი მოიყვანენ, მაგრამ ეხლა ხელფასის ფული არ ექნებათ.

  • Diana
    schedule 20 მარ 2021, 17:52

    პსჟ ორგანულად მეზიზღება უკვე , ბაიერნი იმედია დააქვესკნელებს