workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოსკარ მინგესა: პუიოლთან შედარება ჩემთვის დიდი პატივია

ოსკარ მინგესა: პუიოლთან შედარება ჩემთვის დიდი პატივია

CAT Radio-სთან ინტერვიუში “ბარსას” ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ოსკარ მინგესამ, მის წლევანდელ სეზონზე ისაუბრა. ესპანელმა ფეხბურთელმა “უესკასთან” მატჩში სადებიუტო გოლიც გაიტანა.

“ჩემი ამბავი ასეთია. ვთამაშობდი ბ გუნდში და მოვიაზრებდი, რომ სათამაშო დროის მისაღებად იჯარით “მალაგაში” წასვლა უმჯობესი იქნებოდა.”

“როდესაც ახალგაზრდა ხარ, უპირველასად სწორედ სათამაშო დროს ითხოვ. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ჩემი ისტორიის სხვა ფეხბურთელებთან შედარება ნამდვილად არ მომწონდა.”

“მიუხედავად ამისა, როდესაც პუიოლის მსგავს ადამიანს გადარებენ, უდიდესი პატივია. იმის გათვალისწინებით, თუ რა გააკეთა მან კლუბისათვის, როგორი ადამიანი და კაპიტანი იყო. მის შესახებ მე ყველა დიდი სიამაყით მიყვებოდა.”

ოსკარ მინგესას კონტრაქტს ვადა 31 მაისს ეწურება, თუმცა გადაწყვეტილია, რომ “ბარსელონა” 2 წლით გახანგრძლივებას აპირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    schedule 20 მარ 2021, 19:37

    იმედია პუიოლის გზას გაივლი, რაც მთავარია ავტორიტეტების არ ეშინია.

  • ბასქუ10
    schedule 20 მარ 2021, 10:37

    მოკლედ კარგი მცველია,კიდევ უფრო განვითარდება და ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ღირსეული ადგილი დაიკავოს ბარსელონას სასტარტოში

  • gruz-in
    schedule 20 მარ 2021, 10:25

    შანსი გამოიყენა,რაც ფსიქოლოგიურ სიძლიერეზე მიუთითებს(მცველოსთვის მისწრებაა..)
    ისიც ფაქტია რომ პროგრესი აშკარაა
    დანარჩენი მასზეა დამოკიდებული
    ესე თუ გააგრძელა პუი არვიცი მაგრამ
    საჭირო კაცი იქნება

  • M10 S9 D11
    schedule 20 მარ 2021, 01:00

    ნეტა პუიოლის ნახევარი მაინც დადო კარიერის ბოლოს

  • riva
    schedule 20 მარ 2021, 00:16

    ციტატა: Clever liar
    ჯერჯერობით დიდ ვერაფერ იმედებს იძლევა, მარა ამის ასაკში თვითონ პუიოლიც რომ არაფრით იყო ამაზე უკეთესი, ეგ უკვე იმედია :))

    უკეთესი კი არა რაც პუის ვაგინებდი ხოლმე…

  • El pistolero 9
    schedule 19 მარ 2021, 23:48

    me da barca,
    ხო მარა ესეც კარგად განვითარდა ამ დროში.ძირითადის უცვლელი წევრია 3-4-3 ტაქტიკაში

  • me da barca
    schedule 19 მარ 2021, 23:05

    ისე ბედი თუ ვინმეს ქონია, ამას ქონია. მცველების ტრავმებმა ამის წისქვილზე დაასხა წყალი და დაეცა ჯოკერი.

  • ბასქუ10
    schedule 19 მარ 2021, 22:45

    ძალიან დიდი მომავალი აქვს ამასაც და იმედია ჩვენ იმედებს გაამართლებს, ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ძირითადის უცვლელი წევრი იყოს

  • Always cule
    schedule 19 მარ 2021, 22:42

    ისე ამას მაგრად გაუმართლა, ბარსა ბ-ში მესამე მცველი იყო და ახლა პირველ გუნდში აწინაურებენ

  • BEQA BARCA
    schedule 19 მარ 2021, 22:28

    ამას უფრო რამოსივით თვისებები უყალიბდება. ვნახოთ რა იქნება იმედია პუიოლის ნახევარს მაინც ითამაშებს 💜❤

  • Iniesta_8
    schedule 19 მარ 2021, 22:25

    ჯერ რა დროს პუიოლია, პუი ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა და უკონკურენტო კაპიტანი იყო. მაგის ნახევარიც რომ დადოს კარგი შედეგი იქნება.

  • Anano_Ch
    schedule 19 მარ 2021, 22:19

    პუიოლი იყო და არის ლეგენდა. პუიოლის 20% მაინც რო დადოს მოედანზე მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ეგეც კი დიდ ფეხბურთელად აქცევს))

  • datio
    schedule 19 მარ 2021, 22:18

    გავა წლები და… ეს სეზონი ერთ-ერთ მთავარ სეზონად გაგვახსენდება. ამდენი ახალგაზრდა ბოლოს როდის დაწინაურდა ლა მასიადან? კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი კლუბი ნელ-ნელა აზრზე მოდის

  • Clever liar
    schedule 19 მარ 2021, 22:14

    ჯერჯერობით დიდ ვერაფერ იმედებს იძლევა, მარა ამის ასაკში თვითონ პუიოლიც რომ არაფრით იყო ამაზე უკეთესი, ეგ უკვე იმედია :))

  • Diana
    schedule 19 მარ 2021, 22:11

    აქვს პოტენციალი ნამდვილად

  • levanoza
    schedule 19 მარ 2021, 22:07

    მთავარია დრენტედ არ გადასხვაფერდეს. კარგი ახალგაზრდაა დღესდღეობით!