ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეირისონი არენდიდან ბრუნდება

კეირისონი არენდიდან ბრუნდება

ლიბერტადორესის თასის ამჟამინდელმა გამარჯვებულმა, ”სანტოსმა” მიიღო გადაწყვეტილება და კეირისონს აღარ დაიტოვებს, გადმოგვცემს Goal.com.

ბრაზილიელი თავდამსხმელი ”სანტოსში” შარშან ზაფხულში ”ბარსელონადან” არენდით გადავიდა. კლუბში გატარებული დროის მანძილზე მან ვერ მოახერხა ხელმძღვანელებზე თავის მოწონება. კეირისონმა ბრაზილიული კლუბის შემადგენლობაში 32 მატჩი გამართა და 10 გოლი გაიტანა. ”სანტოსმა” ფეხბურთელის ”ბარსელონაში” დაბრუნება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ კეირისონი ”ბარსელონაში” 2009 წელს გადავიდა, სადაც ვერ ათამაშდა. ამის შემდეგ არენდის წესით ის განათხოვრებული იყო ”ბენფიკაში” და ”ფიორენტინაში”. ამ კლუბებშიც მისი საქმე კარგად ვერ აეწყო. ახლა კი სამშობლოში ცუდად ასპარეზობის შემდეგ ფეხბურთელი ”ბარსელონაში” ბრუნდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში