მადრიდის ”რეალის” საპატიო პრეზიდენტმა, ალფრედო დი სტეფანომ საქებარი სიტყვებით ისაუბრა ”ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერის, ლიონელ მესის შესახებ, გადმოგვცემს sport.es.
მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდის აზრით, რომელიც ახლახანს 85 წლის გახდა ლეო მესი არ არის დამნაშავე იმაში, რომ არგენტინა სათანადოდ ვერ გამოიყურება კოპა ამერიკაზე.
”მესი ფანტასტიური ფეხბურთელია. ის მთელი გუნდის თამაშზე პასუხისმგებელი არ არის. ამისთვის გუნდში კიდევ 10 ფეხბურთელი იმყოფება” – განაცხადა დონ ალფრედო დი სტეფანომ.
