ჟოან ლაპორტას ინაუგურაციის შემდეგ, ყველა დავრწმუნდით, რომ პრეზიდენტი რონალდ კუმანს ენდობა და მას კიდევ მინიმუმ 1 სეზონით ვიხილავთ.
თუ “ბარსელონა” კოპა დელ რეისა და ლა ლიგის მოგებას მოახერხებს, ნიდერლანდელი სპეციალისტის პოზიციები კიდევ უფრო მეტად გამყარდება. “ბარსა” ესპანეთის თასისი ფინალშია გასული და იქ “ბილბაოსთან” გადაწყვეტს ჩემპიონის ბედს, ლა ლიგაში კი ლიდერ “ატლეტიკოსთან” ჩამორჩენა უკვე 4 ქულაა.
SER-ის ინფორმაციით, პოსტს “ბარსას” ტექნიკური მდივანიც, რამონ პლანესიც შეინარჩუნებს. პლანესი ამ თანამდებობაზე ერიკ აბიდალთან ერთად მუშაობდა. ახლა კი ეს ჟორდი კრუიფის გვერდით მოუწევს.

მოუყვანოს ის დეპაი მაინც უფასოა თუარ გაამართლებს ფული მაინც არ იქნება გადახდილი და მერე გაყიდიან, თან ბოლობოლო ბრაიტვეიტს ხომ მაინც აჯობებს ყველაფრით
მთავარი სიტყვა "თუ" რომლისაც მაგრად გვეშინია უკვე სამი-ოთხი სეზონია ზედიზედ.
ხოდა მაშინ მოუყვანეთ ვეინალდუმი ცენტრში ეგ სჭირდება ზუსტად
პლანესის დარჩენა არ მომხვდა თვალში კარგად.ბართომეუს ყოფილმა ხელქვეითებმა უნდა დატოვონ კლუბი
უნდა დატოვონ აუცილებლად, თან საკმაოდ რეალური შანსი გვაქვს რომ დუბლი მოვიგოთ
ერთი ტიტული, რომ მოვიგოთ ამისთვის ერთი თამაშის მოგებაა საჭირო. მეორე ტიტულის მოგებაც მიუწვდომელი არ არის, როგორც ეს ადრე ჩანდა. თუ ორივე მადრიდულ გუნდს მოვუგებთ და ყოველი ქულისთვის ვიომებთ, სრულიად შესაძლებელია ლა ლიგის მოგება.
იმსახურებს
ლა ლიგა და კოპა დადოს და დარჩეს! კლასიკოც უნდა მოვიგოთ და ატლესთანაც!