workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სულ რაღაც ოთხ ქულაში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სულ რაღაც ოთხ ქულაში

სულ რაღაც 4 ქულაა სხვაობა, “ატლეტიკოს” ისე მივუახლოვდით, რომ ცხრილის სათავეში ხელსაც წამოვარტყამთ, როგორც წესი, ის უფრო ნერვიულობს, ვისაც მისდევენ და შეცდომებსაც უფრო მეტს უშვებს, ჩვენ კი ფეხის დაცდენის უფლება არ გვაქვს, ჯერ “კლასიკოს” თამაში მოგვიწევს, მერე კი “ატლეტიკოსთან” გვექნება საფინალო მატჩი და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ლუის სუარესს ოდნავ მაინც გადაუარა ბრაზმა, ან თუ არ გადაუარა, გოლს ნუ გვაკადრებს, ჯობია ლანგლე დაკბინოს. 

იქამდე მარათონია, ჩვენ “ატლეტიკოს” მივსდევთ, “რეალი” ჩვენ მოგვსდევს, ეს უფრო ძაბავს სიტუაციას, ალბათ აჯობებს მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგაზე “ატალანტას” ბარიერი დაძლიონ, ჩვენი არ იყოს, სათადარიგოთა სკამზე მათაც პრობლემები აქვთ, ამიტომ, ორ ფრონზე ბრძოლა უნდა გაუჭირდეთ. 

ამასობაში, კარგი განწყობაა, ქულებს ვაგროვებთ, ხარისხს ვუმატებთ და “ბარსას” ყურება სასიამოვნო სანახავია. ვაქცინაციის პირობებში ალბათ სტადიონების კარებებიც მალე გაიხსნება, ჰოდა, სადღაც ბოლოსკენ, “ატლეტიკოსთან”, ხალხი თუ დაგვიჭრს მხარს, ამაზე მაგარი დასასრული ამ უცნაურ ჩემპიონატს ნამდვილად არ ექნება. 

დამაჯერებელი გამარჯვება

ისევ იგივე ტაქტიკა, ისევ დე იონგით დაცვის ცენტრში, უკვე სეზონის ბოლო ეტაპი იწყება და უნდა ითქვას, რომ ფრენკის კარგი სეზონი აქვს, იმაზე ბევრად მაგარი, ვიდრე წინა ჰქონდა, მთელი ჩემპიონატის მანძილზე, ხან ექვსიანზე ითამაშა, ხან რვიანზე, ხანაც დაცვის ცენტრში და საწყის ეტაპს თუ გავიხსენებთ, კუმანს ცრუ ცხრიანზეც აუწევია, ყველგან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მეტ-ნაკლებად, ყველაზე მეტად რვიანზე მოგვაწონა თავი, რადგან, გუნდის შეტევის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, მისი შერბენებიც მეტწილად მისი სათამაშო აღქმის დამსახურებაა და არა კუმანის ტაქტიკური გათვლა, აგერ გუშინ, დაცვის ცენტრში იდგა და მაინც იპოვა მომენტი, რომ საჯარიმოში ტრადიციულად შეერბინა, პასიც კარგი იყო და რომ არა ხარიხა მორიგ გოლს გაიტანდა. ლამაზი ეპიზოდი გამოვიდა. 

სულ უფრო თავდაჯერებული ხდება სერჟინიო დესტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადაპტაციის პერიოდმა ჩაიარა, ახლა სულ წინ და წინ ივლის, განვითარებისკენ, სამმცველიანი ტაქტიკაც მაგრად წაადგა, მუდმივად ჰყავს დამზღვევი მინგესას სახით, ამიტომ დაცვაში გული არ უსკდება კაცი მომატყუებს, ან ჩასვლას ვერ მოვასწრებო. 

მინგესა კი ნამდვილი აღმოჩენაა! არაუხოზე გვქონდა ინფორმაცია და ვიღაცებს მაგრადაც ეიმედებოდათ, დესტი “აიაქსიდან” მოვიდა და თავისთავად დიდი იმედებით შევხვდით, სხვა ტრანსფერებზე აღარც ვლაპარაკობ, აი მინგესა ასე უეცრად გამოჩნდა და გუნდის სრულფასოვან წევრად იქცა, ადვილი წარმოსადგენია ვარჯიშებზე რა დღეშია, თანაც, უნივერსალად ყალიბდება, ცენტრალურ მცველს, მარჯვნივაც შეუძლია თამაში, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს თანამედროვე ფეხბურთში. 

ჰოდა, მისი ჯერიც მოვიდა, მორიბას შემდეგ, მინგესამ შეაგდო, ახალგაზრდებს ვეღარ აჩერებენ. 

ერიკ გარსიას ადგილისთვის სერიოზული ბრძოლა მოუწევს, საერთოდ, თუ გარსია და ალაბა მოვიყვანეთ, დაცვაში ძალიან ბევრი რამ დალაგდება, თითქმის ყველაფერი, ვნახოთ ლაპორტა რას იზამს. 

მესი

ახალგაზრდებს ვეღარ აჩერებენ-მეთქი აღვნიშნე და.. მესი ისეთი ენერგიით თამაშობს სულ ახალბედა გგონია, გუშინაც შექმნა პატარა შედევრი, მისი სტანდარტებისთვის პატარა, თორემ გრიზმანის მომდევნო გასროლა ძალიან განსაკუთრებულ მოვლენად მომეჩვენა, აი მესის შემოტარებულ დარტყმას ისე მივეჩვიე, რომ ძალიან მიჭირს რამე გამიკვირდეს, უბრალოდ მიხარია, რომ ეს ზღაპარი გრძელდება. 

ცუდი მატჩი ჰქონდა დემბელეს, რაც გასაკვირი არ არის, იმ გუნდს ვეთამაშეთ ვინც ყველაზე უკნიდან თამაშობდა ვისთანაც აქამდე გვითამაშია, დემბელეს გასაქცევი სივრცე საერთოდ არ ჰქონია, უბრალოდ ყურადღებას იქცევდა და მის წინ სივრცეს ათავისუფლებდა, რითიც გრიზმანმა ისარგებლა კიდეც, აი მესის მაინც ფეხზე აჯდა მცველი, მაგრამ უკვე წლებია ეს არაფერს ცვლის. 

ბოლოსკენაც გაისროლა, ისევ ჩვეულად დაატრიალა, სუარესი კარგად ჩამოიტოვა და ახლა “ატლეტიკოს” მისდევს, ზვიგენივით არის, სისხლს რომ იგრძნობს მისი გაჩერება აღარ იქნება. 

ერთობ სასაცილო და სატირალი მომენტი

მეტოქემ კარგი კონტრშეტევა განახორციელა, კარგი პასიც გაკეთდა, მაგრამ თავდამსხმელმა ვერ მიუსწრო, ბურთი შტეგენსაც აცდა, სადღაც გვერდზე გაგორდა, უკვე ახალ შეტევას ვიწყებდით, როცა “უესკას” თავდამსხმელი შტეგენის შუა თითს წამოედო, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა. რაფა მირსაც კი გაუკვირდა, მაგრამ დიდი უნამუსო ბიჭი აღმოჩნდა, დაავლო ბურთს ხელი და ულაპარაკოდ გაგვიტანა. ასეა ძმაო, ფეხბურთი ცხოვრებას ჰგავს, ხანდახან უსამართლოა, მომავალში იქნებ ვიდეორეფერი ან რამე მსგავსი გამოიგონონო – მოგვაძახა და წაიღო ბურთი ცენტრისკენ. 

ასეთ დროს სულ პიკეზე მეფიქრება, ალბათ ძალიან უნდა, რომ “დატვიტოს”, წერს-შლის, წერს-შლის, “ტვიტავს” მსაჯებზე, ალბათ პერესზე, მთელ ლა ლიგაზე “ტვიტავს”! როგორც სჩვევია ხოლმე, აგრესიასაც გაურევს – სეზონის ბოლოს მაინც ყველას “დაგტვიტავთ!” სასაცილოა იმიტომ, რომ “უესკა” იყო ჩვენი მეტოქე, აბა “ატლეტიკოსთან”, ან “კლასიკოში”, რომ ასეთი რამ დაგვმართონ, სატირლად გვექნება საქმე. 

მესი ჩავის გაუთანაბრდა

ჩატარებული თამაშების რაოდენობით ჩავის გაუთანაბრდა და უკვე ძალიან რთულია მესისთვის რაიმე მოტივაცია იპოვოს, უმაღლეს მწვერვალზეა ასული და ყველას იქიდან გადმოჰყურებს, თუმცა, მაინც ახერხებს ხოლმე მოტივირებას, სხვები ცდილობენ, რომ ჩამოაგდონ და არაფრის დიდებით არ ჩამოდის. 

შემდეგი მატჩი “სოსიედადთან” გვაქვს გასვლაზე, იქ თამაში კიდე მაგრად გვიჭირს. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა დასვენების საშუალებას მოგვცემს, ამასობაში სანაკრებო პაუზაც მოახლოვდება, ევროპელები ითამაშებენ, სამხრეთ ამერიკელები – არა, მესი და სუარესი ალბათ ერთად დაისვენებენ და სამომავლო დაპირისპირებაზეც ჩამოაგდებენ სიტყვას. 

ყველაფერი კარგად მიდის, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ჩემპიონობა რეალურია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (19)

  • მსლ
    schedule 16 მარ 2021, 19:42
    #19

    ციტატა: nika 54
    როგორც ყოველთვის კარგი მიმოხილვაა, მაგრამ მე მაინც უარყოფით მომენტებზე მინდა ლაპარაკი, კუმანი ვერ გაიგებს მაგრამ, გულს კი მოვიფხანთ.
    ოთხი გოლი გავიტანეთ, მაგრამ მეტოქე მაგრად გვძაბავდა, დაცვა მაგრად გაოფლიანდა და ეს ვისთან? გუნდთან რომელიც ლა ლიგიდან გავარდნის ასიანი კანდიდატია და სად? კამპ ნოუზე. მეორე ტაიმში ნახევარი ალბათ ეგ გვიტევდა და დაცვაც მაქსიმუმზე ირჯებოდა. გიფიქრიათ რა იქნება რეალთან ან ატლეტიკოსთან? ოთხი გოლი გავიტანეთ და არცერთი არ გავდა ბარსას კლასიკურ გოლებს, დახლართულ კომბინაციებს მეტოქე რო აზრზე არ არის რა მოხდება შემდეგ მომენტში. შეიძლება ეს იმის ბრალიც იყო რომ დე იონგი დაცვაში ირჯებოდა და შეტევას ვერ ეხმარებოდა როგორც ყოველთვის. ორი გოლი შორიდან დარტყმული, ერთი ფაქტიურად სტანდარტი, და ბოლოც კონტრაზე გატანილი. რავიცი ღმერთმა ქნას ლიდერებთან გაგვივიდეს ასეთი დარტყმები და მოვიგოთ კიდეც, მაგრამ ჩემი აზრით გუნდს კიდევ ბევრი აკლია იდეალურამდე.


    გუნდს ბევრი აკლია იდეალურამდე მაგრამ ამ შეხვედრაში ბარსა რომ მთელი ძალით არ თამაშობდა მაგას თქმაც არ უნდა, 352 ტაქტიქით უესკას და ლედერებსაც დედას დაუჯონჯოლებს😂😂😂

  • MARADONA1968
    schedule 16 მარ 2021, 17:38
    #18

    ეე, ასე არ ჯობიაა? დაარტყი შორიდან და გოლია, სუპერ ვარსკვლავ-სნაიპერები არ გვყავს, თუ რა!
    აქამდე ლელოს თამაშობდნენ? ბურთი კარამდე რომ მიეტანათ?

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 16 მარ 2021, 15:45
    #17

    პიკეს გამოხმაურებას და წაკბენას ველოდები დიდი მოუთმენლობით გუშინ გამოგონილ პენალტზე.ლაპორტას მერე ეს კაცი პრეზიდენტად და აი მერე ნახეთ წაკბენები და მარტო წაკბენით არ დაკმაყოფილდება.

  • ბასქუ10
    schedule 16 მარ 2021, 15:02
    #16

    აქამდე რაც აკლდა ბარსელონას შორიდან დარტყმები იყო, მიდიოდნენ საჯარიმოსთან და არ ურტყავდნენ კარში გუშინ კი გამოჩნდა რომ ასეთი დარტყმებითაც შეიძლება თურმე თამაშის მოკვლა და მოგება

  • nika 54
    schedule 16 მარ 2021, 13:51
    #15

    როგორც ყოველთვის კარგი მიმოხილვაა, მაგრამ მე მაინც უარყოფით მომენტებზე მინდა ლაპარაკი, კუმანი ვერ გაიგებს მაგრამ, გულს კი მოვიფხანთ.
    ოთხი გოლი გავიტანეთ, მაგრამ მეტოქე მაგრად გვძაბავდა, დაცვა მაგრად გაოფლიანდა და ეს ვისთან? გუნდთან რომელიც ლა ლიგიდან გავარდნის ასიანი კანდიდატია და სად? კამპ ნოუზე. მეორე ტაიმში ნახევარი ალბათ ეგ გვიტევდა და დაცვაც მაქსიმუმზე ირჯებოდა. გიფიქრიათ რა იქნება რეალთან ან ატლეტიკოსთან? ოთხი გოლი გავიტანეთ და არცერთი არ გავდა ბარსას კლასიკურ გოლებს, დახლართულ კომბინაციებს მეტოქე რო აზრზე არ არის რა მოხდება შემდეგ მომენტში. შეიძლება ეს იმის ბრალიც იყო რომ დე იონგი დაცვაში ირჯებოდა და შეტევას ვერ ეხმარებოდა როგორც ყოველთვის. ორი გოლი შორიდან დარტყმული, ერთი ფაქტიურად სტანდარტი, და ბოლოც კონტრაზე გატანილი. რავიცი ღმერთმა ქნას ლიდერებთან გაგვივიდეს ასეთი დარტყმები და მოვიგოთ კიდეც, მაგრამ ჩემი აზრით გუნდს კიდევ ბევრი აკლია იდეალურამდე.

  • M10 S9 D11
    schedule 16 მარ 2021, 13:16
    #14

    ატლეტიკო კიდე დაკარგავს ქულებს მთავარია ჩვენ ჩვენი მოსაგები თამაშები მოვიგოთ

  • me da barca
    schedule 16 მარ 2021, 13:02
    #13

    რაფა მირია თუ ვინცაა, მუქთი პენალტი კი შეიტყაპუნა, მაგრამ სამაგიეროდ ისეთ გამაზა, სადაც არ გატანა უფრო ძნელი იყო, ვიდრე გატანა და ამით გააბათილა.

  • Iniesta_8
    schedule 16 მარ 2021, 11:43
    #12

    ძალიან ბევრი დასანანი ქულები დავკარგეთ და მაგრამ ატლეტიკომაც და რეალმაც იგივე გააკეთეს თორემ შანსი არ იქნებოდა ჩემპიონობის.

  • Always cule
    schedule 16 მარ 2021, 11:29
    #11

    სუარესმა ლენგლე დაკბინოს მომეწონა.
    ახლა თითოეული ქულა ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა დავკარგოთ.

  • C.PC5
    schedule 16 მარ 2021, 11:15
    #10

    ფეოლა ტრადიციულად ფორმაშია, ისევე როგორც ჩვენი მეფე. გუშინ ლეომ იფრინა, ზოგადად ბოლო პერიოდში და აშკარად ისევ უნდა რომ რაღაც რაღაცებს მიაღწიოს ამ გუნდთან ერთად. ისევ მართლდება ის ფრაზა თუ მესი ხასიათზეა მაშინ გუნდიც შემართულია, ოღონდ სამწუხაროდ ისევ მესიზე არის დამოკიდებული გუნდი და კვლავ არ ჩანს ის მეორე კაცი უღელს ლეოსთან ერთად რომ გაწევს, თუმცა იმედია ჩავაცმევთ იმ კაცს ზაფხულშივე ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს!!! სხვებს რაც შეეხება გუშინ მინგესამ ისევ აჩვენა რომ იმსახურებს გუნდში საკუთარ ადგილს, პიკე რა დროც იქნება წავა და მისი მსგავსი სტილის კაცი საჭიროა ყოველთვის! ასეთია მინგესა, ჯერ სიტყვა არ ეთქმის და მითითებებს ვერ მისცემს თანაგუნდელებს მაგრამ თუ ბარსა შეუწყობს ხელს მისცემს დროს და განვითარების საჭუალებას აუცილებლად ჩამოყალიბდება ეგ ბიჭი ისეთივე მნიშვნელოვან ფიგურად როგორიც პიკეა. ფრანგების გაპანღურების შემდეგ ჩვენი დაცვა საგრძნობლად გაძლიერდება! გარსია+არაუხო+მინგესა+პიკე, საუკეთესო ვარიანტში ალაბაც, მაგრამ ცენტრში ისეთი ამბავი იქნება არამგონია ყოველთვის მანდ მოუწიოს ალაბას თამაში🤗.

  • kendricklamar
    schedule 16 მარ 2021, 11:12
    #9

    ბრავო კუმანს როგორც არ უნდა დასრულდეს ეს სეზონი.. ბრავო იმიტო რო სწორი მიმართულებით წაიყვანა გუნდი როცა ახალგაზრდების ადაპტაცია დაიწყო შემადგენლობაში მაგიტო ცოტა დაგვიანებული კია ადრეც უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი თუმცა საშინელი მწვრთნელები ყავდა ბარსას ლუის ენრიკეს მერე.. მაგრამ გუნდის ესე გაახალგაზრდავებას დრო სჭირდება შედეგი ერთ წელში ვერ იქნება და ვერც ორში ალბათ მაგრამ მთავარი სწორი მიმართულებაა და თუ კუმანი გაუშვეს დიდი უსამართლობა იქნება.. ერთ ის კია ლენგლეს როცა ვხედავ ძირითადში ვფიქრობ ხოლმე რო იქნებ მე არ მესმის ფეხბურთი და იმიტი ვერ ვხდები ეს რატო თამაშობს ბარსაში თქო.. ალბათ მწვრთნელებმა რაღაცა იციან რავიცი

  • davidus2020
    schedule 16 მარ 2021, 10:37
    #8

    კალენდარს თვალი გადავავლე,ნამდვილად იოლი არ არის,მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ატლეტიკოს და რეალის კალენდარს ,ჩემი აზრით იმათ უფრო რთული აქვთ,თან თუ გავითვალისწინებთ ბარსა ძალიან კარგ ფორმაშია, დიდი შანსია თავისუფლად ამოქაჩოს ოთხი ქულა.!!!

  • Don_Andresito
    schedule 16 მარ 2021, 10:33
    #7

    ციტატა: Diana
    ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩებისთვის უნდა შევინახოთ თავი , რეალს და ატლეტიკოს უნდა მოვუგოთ 💙❤


    ჩემი აზრით ეგ თამაშები ჩემპიონობაზე მეტად კუმანის ბედს გადაწყვეტს. ლაპორტა ცოტა ფიცხია და შეიძლება ცხელ გულზე გაუშვას. თუ ვერ მოიგო ვერც ერთი მაგ ორიდან. პლიუს თასის ფინალი. რთული გასვლები გვაქ და ჩემპიონობის შანსები ძალიან დაბალია. 5 ურთულესი თამაში დაგვჩა რაც ბევრად მეტია რეალის რთულ თამაშებზე. სოსიედადთანვე შეიძლება სხვაობა გაიზარდოს ისევ ატლეს სასარგებლოდ და ფსიქოლოგიურად ისეთ მუხტს მიიღებს სიმეონე რო მერე დევნა გაჭირდება. ეს ვალენსია ბარსასთან წლებია უკვე ქულებს იღებს შინ თუ სტუმრად. ძაღლი გუნდია, ატლეტიკოს ბულკი. ვილიარეალიც კერკეტია მაინც. მოკლედ ჩემპიონობის შანსი 10-15 % ია მაინც. ისევ ატლეტიკომ აგროვოს ქულები თორე ესეთმა მაწაკმა დაცვითმა იღბალა და ამაზრზენმა რეალმა ზედიზედ 2 ლა ლიგა რო დადოს საიდანაც ერთი აჩუქეს, ესპანური ფეხბურთის დამარხვა იქნება

  • forca barcA
    schedule 16 მარ 2021, 10:06
    #6

    ისე ეს მსაჯები თამაშის მერე რომ ნახულობენ თავიანთ სასწაულებს,ნეტავ რა გრძნობა ეუფლებათ?

  • duggu
    schedule 16 მარ 2021, 09:56
    #5

    სუარესმა ლენგლე დაკბინოს 😂😂 ფეოლა 😂😂😂

  • Diana
    schedule 16 მარ 2021, 09:53
    #4

    ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩებისთვის უნდა შევინახოთ თავი , რეალს და ატლეტიკოს უნდა მოვუგოთ 💙❤

  • El pistolero 9
    schedule 16 მარ 2021, 09:43
    #3

    სუარესმა ლენგლე დაკბინოს რაიქნება

  • Nika92
    schedule 16 მარ 2021, 09:35
    #2

    როარა ლენგლეს ქაჯობა და ის ბოლო წუთებზე აკიდებული პენალი ეხლა სხვაობა სულ რაღაც ერთი ქულა იქნებოდა იმ ქულას კიდე ისე მარტივად დაუქაჩავდით რო

  • Magician
    schedule 16 მარ 2021, 09:29
    #1

    ოთხ ქულაში შესვლა კარგია, ძალიან კარგი, მაგრამ…რთული კალენდარი გვაქვს და იმედია, ბიჭები ყველა მათგანს მოიგებენ.