“უესკასთან” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი “ბარსელონას” 18 წლის ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა გააკეთა.
ლიონელ მესის გვერდით თამაში უდიდესი სიამოვნებაა. ამის საშუალება მატჩების გარდა ვარჯიშების დროსაც მაქვს. მოედანზე ყოველთვის მას ვეძებ, რადგან თუ ბურთს მისცემ, დარწმუნებული ხარ, რომ რაღაც საოცარს გააკეთებს. ის მუდმივად ამტკიცებს, რომ საუკეთესოა.
მიხარია, რომ ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში თამაშის შანსი მომცა. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. მუშაობა არ უნდა შევწყვიტოთ და ბევრს მივაღწევთ.
მიხარია, რომ ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში თამაშის შანსი მომცა. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. მუშაობა არ უნდა შევწყვიტოთ და ბევრს მივაღწევთ.
– განაცხადა პედრიმ.




ნუ მესის რო ეძებს, ვერც გაამტყუნებ აბა ვის მისცეს დემბელეს თუ გრიზმანს.
პედრი უდაოდ მაგარი ფეხბურთელიხარ, წარმატებები, აი ეს არის ტრანსფერის გამართლება და მისგან სარგებლის მიღება და არა ის 100 და 150 მილიონს რო გადაიხდი და ვერაფერს აკეთებენ
ძალიან დიდი მომავალი აქვს პედრის
ამათი მეგობრობა მაგრად მეიმედება. უნიჭიერესი ბიჭია პედრი რასაც მესი ყველაზე უკეთ ხედავს
პუჩს უნდა დააწყებინოს ძირითადიდან რომელიმე მატჩი თორე ცოდოა ეს ბიჭი გადაიწვება.გუშინ ასისტი გააკეთა პედრიტომ გრიზმანზე
ამან ცოტა თუ არ დაისვენა დაერხევა აგერ ნაკრებშიც გამოიძახეს
აი დემბელემ რით დაიმსახურა ამდენი სათამაშო დრო ? 🤔
პედრი ძალიან მაგარია მარა მართლა უნდა დაასვენოს 1 მთლიანი თამაში დაჟე განაცხადს მიღმა უნდა დატოვოს და ეს თამაში კაი ვარიანტი იყო მაგისთვის!
ტრინკაო კიდე მეცოდება უკვე მორჩენილ და მოგებულ თამაშში შემოყავს და ცოდოა.დემბელე არის სუფთა დებილი,მე ტრინკაოს დავაყენებდი ძირითადში თან გადავიდა გუნდი რამდენი ხანია უკვე 4-3-3 ზე რაც აძლევს საშუალებას ტრინკაოს დადგეს მარჯვნივ:)
ბოლო შესაძლო 39 ქულიდან 37 აგვიღია ლა ლიგაში. შემდეგ თამაშებში ცოტა გაგვიჭირდება მაგრამ საკმაოდ რეალურია უკვე ლა ლიგის მოგება
პედრი ყველანაირად კარგი ხარ 💙❤
სურათს, რომ შევხედე, უცებ მეგონა ორი 10 ნომერი იყო მოედანზე.
უკომენტაროდ….
მართალია ეს ბავშვი დემბელემ თუ მოისმინა ნეტა შენი კომენტარი..
ასეთი მოძრაობები და მარტივად თამაში ამ ასაკში არ ვიცი, სიტყვები ზედმეტია ამ ბიჭზე. ძაან დონეა ❤
კუმანს უთხარი პადუშ თავიანს ცოტა დაგასვენოს ხოლმე, ცალკე ნაკრებში გამოგიძახეს ცოდო ხარ შე ჩემისა