გავლენიანი კატალონიური გამოცემა Sport იუწყება, რომ სათამაშო დროის არქონის გამო “ბარსელონას” სარეზერვო მეკარე ნეტუ, სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას აპირებს.
როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, “ბარსელონა” ტერ შტეგენის შემცვლელის შეძენას არ აპირებს. დიდი ალბათობით, კლუბის ხელმძღვანელობა ფსონს “ლა მასიის” ახალგაზრდა მეკარეებზე, ინიაკი პენიაზე ან არნაუ ტენასზე დადებს.
ინიაკი პენია 22 წლისაა და ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ხვდებოდა როგორც “ბარსა ბ”-ს, ისე “ბარსელონას” განაცხადში. ამ პერიოდის განმავლობაში მან 7-ჯერ ითამაშა, 3 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა და 5 გოლი გაუშვა.
რაც შეეხება არაუ ტენასს, იგი 19 წლის ესპანელი მეკარეა, რომელიც ახლახანს დააწინაურეს “ბარსა ბ”-ში. ამ სეზონში მან 6-ჯერ ითამაშა, 2 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა და 7 გოლი გაუშვა.




ნეტუ კარგი მეკარეა მაგრამ ლამასიელების წინსვლა გმიხარდება თან თანხაც გვჭირდება.
ნეტუსთვისაც უკეთესი იქნება, წავიდეს და კარიერას მიხედოს, აქ ტყუილად სკამზე დალპება, არამგონია ტერშტეგენს კონკურენცია გაუწიოს
აიაქსში რო გვყავს ის შავი გაგზავნილი, აკი ვაბრუნებთო, ამბოდნენ.
პენია პენალტების სერიის დიდოსტატია❤❤
Rais 30 m dzmaa, amashi 15 saswauli fuli ineba, metad ver gayidian, egec saecgvoa daje
ძაან კაი ცოდოა ნეტო ზამენაზე თავიაუფლად გაიდაიხდის ნებისმიერი საშუალო ან ოდნავ ძლიერი გუნდი ამაში 30 მილიოს
ძაან კარგი ნეტუ არ გვჭირება დ და პენიას შანსი უნდა მიეცეს განვითარების
კარგია, ნიჭიერი მეკარეები არიან და უნდა მიეცეთ დრო
ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება , ჩემი ნეტუსადმი პატივისცემის მიუხედავად კარგი.იქნება რომ გუნდმა მისი მეკარეც აღზარდოს.