“ბარსელონას” 18 წლის ტალანტის თამაშით ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, დიდი ხანია მოხიბლულია.
ლუჩომ პედრის ეროვნულ ნაკრებში გამოძახების სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა და როგორც ჩანს, ოფიციალურად მას ორშაბათს გამოიძახებს.
“ბარსელონას” მხრიდან ნაკრებში ანსუ ფატის, სერხიო ბუსკეტსა და სერჟი რობერტოს ვხედავდით ხოლმე, ახლა კი მათ რიგებს პედრიც შეურთდება.
აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრები გაიმართება და შესაძლოა, პედრი 28 მარტს “დინამო არენაზეც” ვიხილოთ.




საწყენია ამ პანდემიის გამო, რამდენი საინტერესო რამე გამოვტოვეთ, ცხოველებად გვაქციეს რა.
პანდემია რო არიყოს ხო ვნახავდით ჩვენი თავლით ამ პატარა ვარსკვლავს
რა გამძლეობა ქონია პედრიტოს სააღოლ მაგრამ დასვენება ჭირდებააა. იმედია ენრიკე არ გადაღლის. და არც მგონია გადაღალოს იცის ენრიკემ ბავშვებთან ურთიერთობა❤💜
პანდემიას რა ვუთხარი თორე ბუსკეცს და პედრიტოს თამაშს ხო ვუყურებდი პირდაპირ
M10 S9 D11,
ხო ვიცი ეგეც საინტერესო იქნებოდა,მაგრამ ბედი არ გვქონია.პირველად შეგვეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და კვარას კორონა ქონდა ჩაკვეტაძეს ტრამვა,აქით მაყურებელი არ დაუშვეს და კი ნახე რაც მოხდა,როდემდე ვიქნებით ასე არ ვიცი
წიტაიშვილი როგორ დალეწეს ფეხი მოტეხეს ისე რო ძვლის დასაფიქსირებლად ხრახნებში ჩასვეს არადა ნაკრებში უნდა გამოეძახათ
ვნახოთ ჩვენს ნაკრებს რისი თავი აქ და სანიოლს რაც მთავარია.ახალგაზრდებია საჭირო მიქაუტაძის ნაკრებში გამოძახებას მივესალმები,კვარა კიდე რავი მაგარი ფეხბურთელია და დღესდღეობით დიდი ტალანტი საქართველოში.ვნახოთ იმედია ევროპაშიც წავა კარგ გუნდში,პოტენციალი აქ და მთავარია სიზარმაცემ არ სძლიოს და თავში არ აუვარდეს,მაგრამ ეგეთი არ ჩანს.
კარგია კარგია იმსახურებს ნაკრებში თამაშს იმედია ამ ტრამვის მერე ფატიც შეძლებს ნაკრებში თამაშს და საერთოდ რაც მეტი ბარსელონელი იქნება ესპანეთის ნაკრებში მით უკეთესი
ახლა ნაკრების დამატებაღა აკლდა ამას, ისედაც გადამწვარ ბავშვს.
კარგია, იმსახურებს ნამდვილად
ნამდვილად იმსახურებს ❤ საოცარი მოედნის ხედვა , ინტელექტი 💙