workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო გუნდთან ერთად ვარჯიშობს

რონალდ არაუხო გუნდთან ერთად ვარჯიშობს

“ბარსელონას” ურუგვაელმა მცველმა, რონალდ არაუხომ, დღევანდელი ვარჯიშში თანაგუნდელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო. ის თამაშის ნებართვის მიღებასთან ახლოსაა და Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “უესკასთან” 15 მარტს გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდება. 

არაუხო მიმდინარე სეზონში “ბარსასთვის” საიმედო ცენტრალურ მცველად და ჟერარ პიკეს ყველაზე კარგ მეწყვილედ ჩამოყალიბდა და შესაბამისად, “პარი სენ-ჟერმენთან” მნიშვნელოვან დაპირისპირებაში მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იყო. ამ შეხვედრის გარდა სამხრეთამერიკელმა თებერვლის მატჩების დიდი ნაწილი გამოტოვა. 

22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე “ბარსელონას” მაისურით 2020 წლის ზაფხულის შემდეგ 22 თამაში და 1 გოლია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    schedule 13 მარ 2021, 19:57

    უესკასთან ეს საერთოდ არ უნდა ათამაშოს, არცაა აუცილებელი. ვაი და უშნოდ დადგას ფეხი და ტრავმა აიკიდოს

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 19:30

    ახლა უნდა მოუფრთხილდეს ცოტა კუმანი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება აღარ მიიღონ ამის თამაშზე, იმედია მოსთვის უკანასკნელი ტრამვა იყო

  • Diana
    schedule 13 მარ 2021, 19:20

    ტრამვებმა ძალიან დაგვხია უკან , თან მაინცდამაინც კარგმა მოთამეეშებმა მიიღეს …

  • cezo45
    schedule 13 მარ 2021, 18:11

    მაგრად გვაკლია ეს ბიჭი დაცვაში.. პესეჟესთან რო გვყოლოდა პირველ შეხვედრაში 4 გოლს არ გაუშვებდა ბარსა

  • Always cule
    schedule 13 მარ 2021, 17:02

    კარგია, რთული თამაშები მოდის უესკას შემდეგ და გვჭირდება ძალიან

  • El pistolero 9
    schedule 13 მარ 2021, 16:39

    nika 54,
    უფრო სუარესის სტილია ეგ უამრავი აქვს გატანილი ეგრე.მე არსენალთან და ინტერთან გატანილები დამამახსოვრდა

  • M10 S9 D11
    schedule 13 მარ 2021, 16:28

    იმედია 20 წუთს ათამაშება უესკაათან კაკრაზ ეხლა გვჭირდება ეს მოხოდილი სოსიედადი რეალი ატკეტიკო ამათთან ლენგლეს იმედზე ჩემი მტერი იყოს

  • gecheche
    schedule 13 მარ 2021, 16:04

    ეს 17 წლამდე ფორვარდად თამაშობდა მერე გადავიდა მცველად მიტოა გოლის ალღო და დრიბლინგი შემტევის დონეზე აყვანილი

  • BEQA BARCA
    schedule 13 მარ 2021, 15:23

    იმედია დაბრუნდება უესკასთან არაა საჭირო კიდე არ დაიტრავმოს!

    ციტატა: nika 54
    და რა გოლი? გახსოვთ არა? გრიმანს და ბრეიტვეიტს რო არც დაესიზმრება, დემბელეზე არაფერს ვიტყვი. ასეთი გოლებს რონალდინიოს სტილი ჰქვია. ადგილზე დგომაში დარტყმით.


    მაგ გოლს რა დამავიწყებს❤💜 შესანიშნავი გოლი იყო💜❤

  • nika 54
    schedule 13 მარ 2021, 15:19

    და რა გოლი? გახსოვთ არა? გრიმანს და ბრეიტვეიტს რო არც დაესიზმრება, დემბელეზე არაფერს ვიტყვი. ასეთი გოლებს რონალდინიოს სტილი ჰქვია. ადგილზე დგომაში დარტყმით.