workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკო ვერატი: დაცვიდან თამაში ჩვენი გეგმა არ ყოფილა

მარკო ვერატი: დაცვიდან თამაში ჩვენი გეგმა არ ყოფილა

“პარკ დე პრენსზე” ვერგამარჯვების მიუხედავად, “ბარსელონას” სათამაშო უპირატესობა თვალშისაცემი მაინც იყო. რეალურად, იმ მატჩის კატალონიელთა სასარგებლოდ დასრულება უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა, ვიდრე დაფიქსირებული ფრე 1-1.

პსჟ-ს იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ აღნიშნული დაპირისპირება შეაფასა და კატალონიელთა ეფექტურ თამაშს გაუსვა ხაზი.

“ერთადერთი, რასაც “ბარსასთან” შეხვედრიდან ვნანობ არის ის, რომ ბურთთან ერთად უკეთ ვერ ვითამაშეთ. თამაშის მსვლელობისას დაცვიდან თამაში ჩვენი გეგმა არ ყოფილა, ეს “ბარსას” სიძლიერის დამსახურება იყო. მათ უბრალოდ გაგვანეიტრალეს.”

მარკო პარიზელთა მხრიდან ძალიან აქტიური იყო და ორმატჩიან დუელში მბაპეს შემდეგ ალბათ საუკეთესოც. პენალტის ეპიზოდში მისი ქმედება კითხვის ნიშნებს ნამდვილად ტოვებდა, თუმცა მსაჯს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 13 მარ 2021, 16:13

    მოკლედ კარგად გადავრჩით გაპაზორებას, ერთი ეგაა ლეოს იმიჯი შეილახა.

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 10:43

    არადა რეალური ჩანდა ისევ ქამბექინმაგრამ კიდევ ერტხელ არ გაგვიმართლა, ბარსელონამ თუ ყველა ძლიერ გუნდთან ასე ითამაშა არამგონია ვინმემ ცვენი დამარცხება შეძლოს

  • El pistolero 9
    schedule 13 მარ 2021, 09:51

    M10 S9 D11,
    ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ დატრიალდა.უამრავი გამოუყენებელი მომენტი,ჩვენს კარში დანიშნული პენალტი,მცველების ტრავმები და მესის პენალტმა მოკლა იმედი

  • nikusha
    schedule 13 მარ 2021, 00:30

    მოკლედ გასაწმენდია გუნდი.
    გასაშვებია: გრიზმანი, პიანიჩი, ბრაითვაიტი, დემბელე, პუჩი, ნეტუ, კოუტინიო, ლენგლე, მატეუსი, უმტიტი, ფირპო, მირანდა, ჩუმი, ვაგე.
    მოსასვლელია: ალაბა (უფასო), ემერსონი (უფასო), ალენია, მონჩუ, ო.ბუსკეტსი (დავიბრუნოთ), გარსია (უფასო), აგუერო (უფასო), დეპაი (უფასო), ვეინალდუმი (უფასო), ჰალანდი.
    დასაწინაურებელია: პენია, კოლიადო, ლა დე ფუენტე, მორიბა, მინგესა.

    ძირითადი:

    ტერ შტეგენი
    დესტი-პიკე-არაუხო-ალაბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი
    მესი-ჰალანდი-დეპაი

    ზამენა:

    პენია
    ემესონი/რობერტო-გარსია-მინგესა-ალბა
    მორიბა-ვეინალდუმი-ალენია
    კოლიადო-აგუერო-ანსუ ფატი

    + მონჩუ, ო.ბუსკეტსი, ლა დე ფუენტე

    მწვრთნელი: კუმანი

    ამ სასტავით გავიწევთ ტრეპლზე. ახალგაზრდული და გამოცდილი გუნდის სინთეზია. ნარევია გამოცდილებების და ახალბედების

  • M10 S9 D11
    schedule 13 მარ 2021, 00:09

    თავისუფლად შეგვეძლო ამათი დამარცხება თავისუფლად მარა იღბალმა ზურგი გვაქცია

  • Diana
    schedule 12 მარ 2021, 23:53

    ნეტა ეგრე ვყოფილიყავით პირველ თამაშში 😪

  • Bobi
    schedule 12 მარ 2021, 23:13

    მართლა მაგრად ითამაშეს, ბრავო კუმანს
    პირველ თამაშში შეცდა და ყველამ მაშინ დაუშვა შეცდომები
    მეორე თამაშში კარგად იმოქმედა და მაშინაც დაუშვეს შეცდომები 😁
    უხ, დემბელე დემბელე

  • Always cule
    schedule 12 მარ 2021, 23:03

    მართლა კარგად ვეთამაშეთ პსჟ-ს და გაუჭირდათ აშკარად, მომენტები რომ გამოგვეყენებინა ვინ იცის რა იქნებოდა, მაგრამ ახლა ვეღარ შევცვლით ვერაფერს

  • BEQA BARCA
    schedule 12 მარ 2021, 22:44

    ამდენიც რო ითამაშეს მადლობა ვუთხრათ ბიჭებს უბრალოდ შანსები ვერ გამოიყენეს თორე პირველი ტაიმი ითამაშეს უმაგრეს დონეზე!❤💜

  • სპარტაკი
    schedule 12 მარ 2021, 22:43

    შეხედე ამას ხანდახან სიმართლის თქმაც ცოდნია..