workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტას “ბარსელონაში” “სევილიას” ფორვარდის მოყვანა სურს

ჟოან ლაპორტას “ბარსელონაში” “სევილიას” ფორვარდის მოყვანა სურს

“ბარსელონას” პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, “სევილიას” ვინგერის, ბრაიან ხილის თამაში ხიბლავს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით Cuatro ავრცელებს. 

20 წლის ფეხბურთელი ანდალუსიური კლუბის აღზრდილია, მიმდინარე სეზონს კი “ეიბარში” ატარებს. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხილს “ბარსას” უკავშირებენ – ახალგაზრდა ვინგერის “ბლაუგრანაში” გადასვლაზე საუბარი ერთი თვის წინაც მიდიოდა, თუმცა მაშინ კლუბს მხოლოდ დროებითი ხელმძღვანელი ჰყავდა, ამჯერად კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ლაპორტაზეა დამოკიდებული. 

ბრაიან ხილის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში “ეიბართან” ერთად 12 მატჩი და 2 გოლია. ის “სევილიას” პირველი გუნდის წევრი 2019 წლიდანაა, 2020-ის პირველ ნახევარში კი “ლეგანესში” იყო განათხოვრებული. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 13 მარ 2021, 16:27

    ერთი თვის წინ რა ლაპარაკი მიდიოდა, სატრანფერო ფანჯარა იყო გახსნილი თუ ისე ერთობოდნენ ჭორაობით.

  • me da barca
    schedule 13 მარ 2021, 13:36

    წარმომიდგენია რამდენი ჭორი იწერება. ვიღაცასთვის ეს არის რეკლამა, რომ არსებობს ესეთი ფეხბურთელი სადღაც.

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 10:36

    როგრც ჩანს მართლა კარგი ახალგაზრდაა თორე ამდენ კლუბებს არ დაუკავშირებდნენ

  • El pistolero 9
    schedule 13 მარ 2021, 09:35

    უნდა ვუყურო ეიბარის რამდენიმე თამაშს.ისე სათამაშო დრო კი ეძლევა ხოშიანად და ვნახავ ერთი რა ბიჭია.ზოგადად ასეთი ტრანსფერების მოყვანის აუცილებლობას ვერ ვხედავ როცა შეიძლება ბარსა ბ-დან იგივე პროდუქტი მიიღო მაგრამ უფასოდ

  • Diana
    schedule 12 მარ 2021, 23:50

    ჯერ ვინცაა გასაყიდი გაყიდეთ და დაცვა გააძლიერეთ

  • Bobi
    schedule 12 მარ 2021, 23:31

    მაგრად მაინტერესებს ვინაა ეს ხილი ამდენი რო იწერება

  • სპარტაკი
    schedule 12 მარ 2021, 22:34

    მოკლედ ეხლა ხილიც მოუნდათ… ამ ეტაპზე ჯერ ზეიკიძის კალბასები გაგეყიდა ჯობია .. და რამე ასორტზე გეფიქრა ..

  • GiorgiGabe99
    schedule 12 მარ 2021, 22:33

    წავიდა ჭორები ზაფხულამდე რა მოითმენს. რამდენ სისულელეს წავიკითხავ ეხლა კაცმა არიცის

  • M10 S9 D11
    schedule 12 მარ 2021, 21:42

    რა ბრაიან ხილი კაცი ჰალნდებს და აგუეროებს დასდევს რა ბრაიან ხილი

  • Maradona
    schedule 12 მარ 2021, 21:29

    აუ ზაფხულამდე რამდენი დროა რა აიტანს ამდენ სისულელეებს

  • Always cule
    schedule 12 მარ 2021, 21:29

    არ გვჭირდება ეს არაფრად

  • NEYBarca
    schedule 12 მარ 2021, 21:25

    #ლაპორტააუთ :დ

  • Truxilio
    schedule 12 მარ 2021, 21:20

    ისეთი კი სტატისიკა აქ ….