workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” მიზანი რამდენიმე ფეხბურთელის 100 მლნ. ევროდ დამატებაა

“ბარსელონას” მიზანი რამდენიმე ფეხბურთელის 100 მლნ. ევროდ დამატებაა

“ბარსელონას” ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კლუბის მიზანი ამ ზაფხულს, რაც შეიძლება მეტი თავისუფალი აგენტის დამატება იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ძალიან მძიმე პერიოდი უდგას, ჟოან ლაპორტას მიზანია მომდევნო სეზონისთვის კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნას.

ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილია, რომ ერიკ გარსია ზაფხულში “ბარსელონას” უფასოდ შეუერთდება, თუმცა დაცვის ხაზში კატალონიელებისთვის ეს საკმარისი არ არის.

“ბლაუგრანას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მიუნხენის “ბაიერნის” მცველი, დავიდ ალაბაა, რომელიც სეზონის ბოლოს ასევე თავისუფალი აგენტი ხდება. კატალონიელებს ავსტრიელისთვის ბრძოლაში მადრიდის “რეალის” დამარცხება მოუწევთ.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის უფასოდ დამატების შესახებ, ესენია: სერხიო აგუერო, მემფის დეპაი და ჯორჯინიო ვეინალდუმი. სამივე ფეხბურთელს, სეზონის ბოლოს, კონტრაქტი ეწურება. აქედან ყველაზე რთული არგენტინელი თავდამსხმელის დამატება იქნება, რადგან “სიტის” ათიანს არც თუ ისე პატარა სახელფასო მოთხოვნები აქვს.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერშიც “ბარსელონა” ფულს გაიმეტებს არის ერლინგ ჰოლანდი. სეზონის ბოლოს 20 წლის ნორვეგიელის გამოსასყიდი თანხა 75 მლნ. ევრო იქნება, ამასთან ერთად აგენტების საკომპენსაციო, ჯამში მაქსიმუმ 100 მილიონი ევრო.

ამასთან ერთად, ჯერ კიდე უცნობია გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს ლეო მესი. თუ კაპიტანი “ბარსელონას” დატოვებას გადაწყვეტს, კატალონიელებს კიდევ ერთი თავდამსხმელის შეძენაც მოუწევთ.

გარდა ამისა, მომავალ სეზონამდე გუნდი საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს, წამსვლელთა რიგებში არიან: სამუელ უმტიტი, სერხი რობერტო, მირალემ პიანიჩი, ფილიპე კოუტინიო, მარტინ ბრეითვეითი, ანტუან გრიზმანი და, შესაძლოა, უსმან დემბელეც.

აქედან გამომდინარე, “ბლაუგრანამ” ტრანსფერებისთვის საჭირო თანხა მარტივად უნდა შეაგროვოს, ასევე საკმაოდ გამოთავისუფლდება სახელფასო ჭერიც.

“ელ მუნდო დეპორტივოს” პოსტერი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • nika 54
    schedule 12 მარ 2021, 13:28
    #21

    რაც ეხლა "სიახლეები" დაწერეთ კონტრაქტებზე დიდი ხანია ვიცით, ანუ სატრანსფერო კი არა საჭორაო სეზონი იხსნება მე მგონი უკვე.