წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 მარტს მოხდა.
თამაშები
11 მარტს “ბარსელონას” 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1990 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სელტა” 6-0 გაანადგურა. გოლები რობერტომ (3), ამორმა, ლაუდრუპმა და სალინასმა გაიტანეს.
1998 წელი
“დორტმუნდთან” სტუმრად 1-1 თამაშის წყალობით “ბარსელონა” ევროპის სუპერ თასს დაეუფლა. პირველი შეხვედრა კატალონიელებს 2-0 ჰქონდათ მოგებული. გერმანიაში სტუმართაგან თავი ჯოვანიმ გამოიჩინა.
2012 წელი
“რასინგთან” 2-0 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ ლა ლიგაში 30-ე დუბლი გაიფორმა და მანამდე “ბარსელონას” რეკორდსმენს, სესარს გადაასწრო.
მართლა მაგარი რუბრიკაა ეს, მე ძალიან მომწონს
ნეტა წუხელაც მოგვეგო
გუშინდელი დარჩა 10 მარტს
კარგი დღე ყოფილა
გუშინ მოგება დაამშვენებდა მომავალში ამ რუბრიკას❤️
ისე გუშინ იმ მატჩის მოგება მაინც შეიძლებოდა.ურთიერთშეხვედრებში გავიდოდით უფრო წინ პარიზელებთან
1998 წელმა ივარგა, ევროპის სუპერთასი კარგად ჟღერს, როცა ტიტულებზეა ლაპარაკი.