workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Déjà Vu კატალონიურად

Déjà Vu კატალონიურად

“პარკ დე პრენსზე” გადატანილი ძალიან მძიმე მარცხის (0:4) შემდეგ, ზუსტად 4 წლის წინ, 2017 წლის 8 მარტს, “კამპ ნოუზე” გასამართი შეხვედრის პრევიუს ვწერდი.

4 წლის წინ “ბარსელონა” ფაქტობრივად გადაუჭრელი ამოცანის წინაშე იდგა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიას არ ახსოვდა ფაქტი, რომელიმე გუნდს 0:4 შემოეტრიალებინოს. ყველაფრის მიუხედავად, გუნდში უდიდესი რწმენა იყო და შეუძლებელია ასე არ ყოფილიყო მაშინ, როცა “ბლაუგრანას” სათავეში ქარიზმატული ლუის ენრიკე ედგა.

“თუ მათ შეძლეს და გაგვიტანეს 4 გოლი, მაშინ ჩვენც შეგვიძლია გავუტანოთ 6.

ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, მოსაგები კი – ძალიან ბევრი.

მიუხედავად პირველი მატჩის შედეგისა, ჯერ მხოლოდ დაპირისპირების ნახევარი ვითამაშეთ. 95 წუთში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის მიმდინარეობისას, რაღაც მომენტში მაინც, ძალიან ახლოს ვიქნებით შემდეგი ეტაპის საგზურთან. და როცა მიზანთან ახლოს ხარ, თავდაჯერებულობა პიკს აღწევს, ამან კი, შესაძლოა, მეტოქის დაშლა გამოიწვიოს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამას შევძლებთ. თუ არსებობს გუნდი, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, ეს პირველ რიგში “ბარსელონაა”, თავისი ფილოსოფიით და თამაშის კონტროლით.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მატჩი 95 წუთს გაგრძელდება, ვნახოთ.” – აცხადებდა ლუის ენრიკე იმ დიდი მატჩის წინ.

გუნდის თავდაჯერებულობა გულშემატკივრებზეც იდეალურად იყო ასახული. მაშინ, როდესაც იმ მატჩის პრევიუს დროს ბარსამანიას მომხმარებლებს დავუსვი კითხვა, შედეგი ასეთი იყო:

გაგიკვირდებათ და, “ბარსელონამ” იმ დღეს სასწაული შეძლო, ჩვენი გამოკითხული მომხმარებლების 87%-ის ვარაუდი (ან რწმენა) კი მართალი აღმოჩნდა.

მართალია, რომ დღეს “ბლაუგრანაში” რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, თუმცა გუნდმა გენერალური რეპეტიცია “სევილიასთან” წარმატებით გაიარა, ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის მქონე გუნდიც კი, რომელსაც ბრწყინვალე მშრალი სერია ჰქონდა, უძლური აღმოჩნდა კატალონიელთა ქამბექის სურვილის წინაშე.

“ბარსელონა” ახლაც ურთულესი ამოცანის წინაშეა, გუნდს აუცილებლად 4 გოლი აქვს გასატანი, ისე რომ მხოლოდ ერთის გაშვების უფლება აქვს, ვნახოთ როგორ განაწყობს რონალდ კუმანი თავის ფეხბურთელებს “პარკ დე პრენსზე” გასამართ მატჩამდე.

“ყველაზე საშიში ის გუნდია, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი აქვს.” – ანდრეს ინიესტა.
“1% შანსი, 99% რწმენა.” – ნეიმარი.

და აქვე ტრადიციული კითხვაც …

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (40)

  • Always cule
    schedule 10 მარ 2021, 09:12

    იმდენი იბლატავეს თუ ფეხბურთელებმა და თუ ფანებმა კარგი პასუხი იქნებოდა ქამბექი

  • Diana
    schedule 09 მარ 2021, 20:38

    ღმერთო ხვალ დავაქამბექოთ და რამდენ გაჭირვებულსაც ჩავუვლი იმდენ 1 ლარიანს მივცემ 🤝🏽🙏🏽🙏🏽💙❤💙❤

  • Xoshko
    schedule 09 მარ 2021, 12:23

    მეტოქე არასდროს არ უნდა აიგდო, ბევრი განცხადება მახსოვს ამბიციური და დამცინავი, მაგრამ ბარსა მუდამ ანადგურებდა მეტოქეს. მჯერა რო პარიზელებს თავიანთი აგდებული დამოკიდებულება ძვირად დაუჯდებათ. იმისაც ვხედავ რო წელს ქამბექები ნამეტანი კარგად გამოგვდის.

  • Messi, Iniesta
    schedule 09 მარ 2021, 00:20

    მთავარია მოედანზე გავიდეს ბარსელონა, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, მეტი ვიდრე კლუბი და ფეხბურთელები რომლებიც მოტივირებულნი იქნებიან! თუ პირველ ტაიმში 2 გოლს გავიტანთ, ფსიქოლოგიურად გატყდება პსჟ! მთავარია ცენტრში დომინირება და დანარჩენი თავისით წარიმართება… მჯერა და მწამს ქამბექის!
    იმ შემთხვევაში თუ ვერ გავალთ შემდეგ ეტაპზე, მთავარია ღირსეულად ვითამაშოთ და ჩვენი ხასიათი ვაჩვენოთ მოედანზე!
    ვისკა ბარსაა…. ვამოს ბარსა… ვისკა კატალონია…❤️💙

  • Diana
    schedule 08 მარ 2021, 21:35

    ვფიქრობ არის შანსი , მთავარია ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლონ 💙❤

  • Pedro González López
    schedule 08 მარ 2021, 20:13

    ისე საინტერესო იქნება 4 წლის წინ რამდენი იყო პესიმისტურად განწყობილი და რამდენი ამბობდა რო შანსი არაა ქამბექისო.. შანსი ახლა იმაზე ნაკლებია ვიდრე მაშინ იყო, მაგრამ გვჯერა და გვინდა რო მებრძოლი გუნდი დავინახოთ

  • Bakero
    schedule 08 მარ 2021, 20:10

    მაშინ ნეიმარი და სუარესი გვყავდა ეხლა გრიზმანი და დემბელე laughing laughing laughing ….მე დიდ მადლობას გადავუხდი კუმანს თუ კოპას ფინალს მოვიგებთ და რეალი ჩვენს უკან იქნება ცხრილში (მხოლოდ მაგ შემთხვევაში დავტოვებდი კუმანს) ამ სეზონზე მეტს არაფერს ველი

  • El Guaje
    schedule 08 მარ 2021, 19:47

    ვისკა ბარსა ! ლაპორტსს რომ დაინახავენ უფო
    როდიდი მოტივაცია ექნებათ !

  • gruz-in
    schedule 08 მარ 2021, 19:47

    კაცის გაგდებაზე უნდა იჩალიჩონ…
    მაგრამ ნეი დაგვიმთავრებს ეგ ოხერი

  • მსლ
    schedule 08 მარ 2021, 18:42

    ფორუმზე მეც ეგ მიწერია

  • Iniesta. And messi
    schedule 08 მარ 2021, 17:58

    ინიესტას ეს განცხადება არ ვიცოდი პირველად ვნახე საღოლ დონს საღოლ ლიჩოსაც და ნეის კარგი განცხადებები იყო👍👍👍

  • riva
    schedule 08 მარ 2021, 17:51

    შანსი არ გვაქ სამწუხაროდ. ოცნება და სურვილი კი იცოცხლე. ღმერთო ოღონდ ეხლა ამ ბაყაყიჭამიებთან დაგვაქამბექებინე და მერე თუ გინდა ყველა და ყველაფერი წავაგოთ ამ სეზონში

  • guga
    schedule 08 მარ 2021, 16:46

    არვიცი გავალთ თუ არა შემდეგ ეტაპზე მაგრამ ის ვიცი რომ მე პირადად იმედი მაქვს და 4-1ის შემდეგ შემიძლია თამაშს ისეთივე აზარტით ვუყურო როგორც მაშინ როდესაც ანგარიში 0-0-ია, აი ამიტომ მიყვარს ბარსელონა და ამიტომ ვარ მისი გულშემატკივარი. ეს გუნდი არასოდეს გიკარგავს გულშემატკივრობის მუღამს რა რთულ სიტუაციაშიც არ უნდა იყოს.

  • ბასქუ10
    schedule 08 მარ 2021, 16:29

    სწრაფი გოლი და მეორე ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი გოლი კარგი იქნება, ფსიქოლოგიურად დიდ უპირატესობას მოვიპოვებთ და მეორე ტაიმში უკვე მაგრად უნდა მივაწვეთ

  • Bobi
    schedule 08 მარ 2021, 16:17

    დაჯერებაზე მეტად უდიდესი სურვილის გამო დავწერე კი 😍💙❤️
    ზუსტად მახსოვს წინა მატჩის საღამოს ორმა კაცმა ვთვქით მოედანზე დღეს ბარსა გადის თქო და რა დღეც მაყარეს მიხვდებით ალბათ 😁❤️
    სიტუაცია ახლა გაცილებით სხვაა, და მიზეზებს არ მოვყვები, თუმცა ისევ პარიზელთა უთავმოყვარეობის დიდი იმედი მაქვს 😆💙❤️

  • QIROESTA
    schedule 08 მარ 2021, 16:08

    პროსტა ალექს კოლადოს ჰაილაითები ჩართეთ და ხელმძღვანელობის უაზრო ტრანსფერზე დაფიქრდით ტრინკაუს სახით

  • forca barcA
    schedule 08 მარ 2021, 16:06

    დასაკარგი აღარაფერია,შევესიოთ და ბოლო მოვუღოთ.ვამმმმოოოოოსსს

  • NN
    schedule 08 მარ 2021, 16:05

    მეგობრებო შეილება ვერ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და არც გაგიკვირდეთ რო გამოვეთიშოთ გათამაშეაბას მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ გასვლითი თამაში მაინც რო მოვიგოთ საკმარისია მოტივაციისთვის რომ წელს იქნებ ლალიგა და კოპა მოვიგოთ შემდეგ წელს კი ამბიციებით დავიწყოთ ლიგაზე ასპარეზობა
    ძალიან მინდა რომ გავცდეთ მაგრამ თუ ვერ გავცდით არც ეგ იქნება კატასტროფა

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 08 მარ 2021, 15:45

    ციტატა: Coutinho14
    თავზე უნდა გადავახიოთ ამ ბაყაყი ჭამიებს ბურთი მიუთემეტეს მესი ეხლა ორმაგად მოტივირებული იქნება


    გველის ხორცსაც დიდი წარმატებით აფასებენ.

  • Chico
    schedule 08 მარ 2021, 15:43

    «ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ რეალობასაც უნდა შევხედოთ, მაშინ გუნდში გვყავდნენ ინიესტა, რაკიტიჩი, პიკე, ნეიმარი, სუარესი

    ეხლა გვყავს მინგესა, პედრი, დაბერებული ბუსკეთსი, გრიზმანი, დემბელე, ბრეითვეითი

    მე იმედი მაქვს ისევ 4-0 არ წავაგებთ»
    ნადვილად ასეა. მგონია არ არის ილუზიები საჭირო, მაგრამ სასწაულები ხდება ხოლმე ცხოვრებაში. მთავარია, რომ უფრო მეტად არ შევრცხვეთ და თუ მოვიგებთ თუნდაც 1:0, კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ნაიმარი ისეთი მოწადინებულია ბარსასთან თამაშისათვის, რომ მგონია თავისი დის ცნობილი დაბადების დღეც კი ავიწყდება, რომრლიც მატჩის მეორე დღეს არის. რა უნდა რომ დაამტკიცოს? რომ ძალიან მაგარია? შეეძლო ძალიან მაგარი ყოფილიყო ბარსაში, მაგრამ გაყიდა ყველა და ყველაფერი და ეხლა ერთი ტექნიკური ბრაზილილი ბიჭი ნიმარია, თუმცა ბიჭიც აღარ არის. დიახ , მაშინ მოვიგეთ 6:1 და მაგარმა ბიჭმა ნაიმარმა ორი გოლი გაიტნა, მაგრამ ვფიქრობ ვიყოთ გულახდილები და ნუ დავივიწყებთ მატჩის არბიტრის სიმპატიებს ბარსასადმი. მთავარია არ შევრცხვეთ ბაიერნის მსგავსად…..