workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრის რეკორდი “ოსასუნასთან” მატჩში

პედრის რეკორდი “ოსასუნასთან” მატჩში

“ბარსელონა” ლა ლიგაში მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას აგრძელებს. გუშინ რონალდ კუმანის გუნდი სტუმრად “ოსასუნას” დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა. 

“ბლაუგრანას” ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მათ შორის იყო გუნდის 18 წლის ნახევარმცველი პედრი გონსალესიც, რომელმაც, ცნობილი სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ინფორმაციით, ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდი დაამყარა. 

პედრი მოედანზე გატარებული 87 წუთის განმავლობაში ბურთს 100-ჯერ შეეხო. ის სულ მცირე 2005/06 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. 

ასაკის მიუხედავად, პედრი “ბარსელონაში” მოსვლისთანავე გუნდის მნიშვნელოვან წევრად იქცა და მიმდინარე სეზონში უკვე 39 მატჩი აქვს ჩატარებული. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • nika 54
    schedule 08 მარ 2021, 13:11

    არა, ტრამვა რა იყო ამისთანა, რო ესე უცებ მოიშუშა, დემბელეს ჩაუტაროს კურსები თავის შენახვის და არ გაბანძების.

  • Bakero
    schedule 07 მარ 2021, 18:25

    კუმანის ტესტი : " აბა სადამდე გაუძლებთ " ! ფატის ორგანიზმმა მაგალითად ვეღარ გაუძლო ! ეხლა ჰაერივით გვჭირდება ფატი ! სად არის ? უბრალოდ არ არის rage ტრავმა და ოპერაციები confused

  • Araujo
    schedule 07 მარ 2021, 17:05

    გიჟია 💞

  • me da barca
    schedule 07 მარ 2021, 16:18

    ნიშანი მოგვცა პედრის სხეულმა, მაგრამ კუმანი ამის იქეთ ვერავის ხედავს და ერთ დღესაც ვერ გაუძლებს ამხელა დატვირთვას, ყოველ მესამე დღეს თამაშია და ან 90 წუთს ათამაშებს ან 87-ზე ცვლის. სანამ ტრავმას აიკიდებს მანამდე გამოფხიზლდი, თორემ დარჩები გაღიმებული.

  • Don_Andresito
    schedule 07 მარ 2021, 15:18

    ციტატა: ბასქუ10
    გუშინ ვერანაირ ვალდებულებას ვერ ვხედავდი იმისა რომ პედრის 87 წუთი ეთამაშა, საერთო არც უნდა დაეყენებინა სასტარტოში, ცოტა გადაღლილია და დასვენება არ აწყენდა


    თან პსჟ ეს წინ. პრინციპული თამაშია მაინც, კარი უნდა გაიჯახუნონ. უბრალოდ ლა ლიგაში ქულების დაკარგვა ოსასუნასთან კატასტროფა იქნებოდა. ეგრევე ლა ლიგას დავემშვიდობებით. თან ხო ხედავ როგორი მნიშვნელოვანი იგროკია დღევანდელი ბარსასთვის. უესკასთან დაისვენებენ ალბათ.

  • La Pulga
    schedule 07 მარ 2021, 14:55

    პედრის ფატის მორიბას დეიონგის და არაუხოს სახიᲗ ხელᲨი ტუზკოზირი გვიᲭირავს, დაარ უნდა დავᲗმოᲗ.

  • ბასქუ10
    schedule 07 მარ 2021, 14:06

    გუშინ ვერანაირ ვალდებულებას ვერ ვხედავდი იმისა რომ პედრის 87 წუთი ეთამაშა, საერთო არც უნდა დაეყენებინა სასტარტოში, ცოტა გადაღლილია და დასვენება არ აწყენდა

  • El pistolero 9
    schedule 07 მარ 2021, 13:35

    პედრიტოო❤❤ეს ერთი ტრანსფერი გაარტყა ბართომეუმ

  • Always cule
    schedule 07 მარ 2021, 12:43

    ბარსას მომავალი❤

  • M10 S9 D11
    schedule 07 მარ 2021, 12:26

    გუშინ უდნდა დაესვენა ამას მოძრაობებზეც ეტყობოდა რო გადაღლილი იყო

  • Pedro González López
    schedule 07 მარ 2021, 12:18

    ყველაზე მეტად რაც მახარებს არის ის რომ ეს ახალგაზრდები ფულის ან რამე მატერიალურის გამო არ თამაშობენ, ყველა მოძრაობაში ეტყობათ რო სიამოვნებას იღებენ ბარსას მაისურით რომ დარბინ და უყვართ კლუბიი.. თუნდაც პუჩი ავიღოთ, არ ეძლევა სათამაშო დრო მაგრამ როც მოედანზეა ბედნიერია..

  • riva
    schedule 07 მარ 2021, 12:14

    მის ასაკში ასეთ დონეზე რომელი ნახევარმცველი გახსენდებათ?

  • ურია
    schedule 07 მარ 2021, 12:11

    არჩევნებზე რა ისმის

  • BEQA BARCA
    schedule 07 მარ 2021, 11:56

    ასეთ ასაკში ასეთი გამძლეობა რომ ექნება ბიჭს და თანაც ასე კარგად რომ ითამაშებს აქედან ჩანს რაც გახდება💜❤

  • Arthur008
    schedule 07 მარ 2021, 11:54

    Archevnebi rodis aris ?

  • Bobi
    schedule 07 მარ 2021, 11:51

    ასე თუ ისე გუნდმა მარტივი გამარჯვება მოიპოვა, სადაც ისევ მესის დამსახურებაა გამოსაკვეთი. ის პასი რო არ გაეჭრა კიდევ უფრო ჩაკეტსვდა მეტოქე თამაშს და გართულდებოდა საქმე
    პედრი გენიოსია უბრალოდ

  • barca`barca
    schedule 07 მარ 2021, 11:51

    როგორ მიყვარს ეს ბავშვი.. ბოლო წლების საუკეთესო ტალანტი .. ნამდვილი კულე იზრდება.. მადლობა მას ვინც ეს აღმოაჩინა და ჩვენთან მოიყვანა.. სწორ ადგილზე და სწორ ვითარებაში<3