დასრულდა შეხვედრა “ელ სადარიზე” კატალონიელთა სასარგებლოდ. “ბარსელონამ” “ოსასუნა” 2-0 დაამარცხა.
ანგარიში ჟორდი ალბამ გახსნა, ხოლო შემდეგ ილაიშ მორიბამ სადებიუტო გოლითაც დაგვამახსოვრა თავი.
უხერხული მეტოქის წინააღმდეგ მოპოვებული 3 ქულის შემდეგ “ბარსამ” ცხრილის ლიდერ “ატლეტიკოსთან” სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა.
გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Whoscored.com-ისა და Sport-ის მიხედვით:
Whoscored.com
ტერ შტეგენი 7.5
მინგესა 7.4
ლანგლე 7.4
უმტიტი 6.5
დესტი 6.8
ალბა 7.7
პედრი 7.8
დე იონგი 7.9
ბუსკეტსი 7.1
გრიზმანი 6.6
მესი 9.0
დემბელე 6.3
მორიბა 7.3
ბრეითუეიტი 6.2
SPORT
ტერ შტეგენი 8
მინგესა 6
ლანგლე 6
უმტიტი 6
დესტი 6
ალბა 7
პედრი 7
დე იონგი 6
ბუსკეტსი 6
გრიზმანი 6
მესი 7
დემბელე 7
მორიბა 7
ბრეითუეიტი 6
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.





გრიზმანი ისევ სადღაც სხვაგან იყო.რა ვეღარ იპოვა თავისი თავი ვაახ
გრიზმანი 6.6 ?
მე მგონი ცოტა გაბერილია, თუ მარტო მე ვნერვიულობდი მთელი მეორე ტაიმი სანამ გოლს გავიტანდით.
სპორტის შეფასებები უფრო რეალურია
სპორტის შეფასებები სწორია
ფრენკისაც ერთი თითქმის 8 უწერს მეორე 6 ს. არადა ფრენკის შემთხვევაში სპორტს ვეთანხმები, ცუდი არ იყო უბრალოდ დაღლილობა ეტყობოდა ყველას და მასაც. ქონდა წუნი ცოტაოდენი და 8 ნაღდად არ დაუმსახურებია, ალბათ 6,5. მინახავს თამაშები სადაც მესის 9-ს უწერდნენ და დღეს ეგეთი თამაში არ იყო. დაღლილობა 120 წუთიანი ომის მერე ლეოსაც შეეტყო. დღეს თუ 9 ეკუთნოდა მაშინ ალავესთან 15 უნდა დაეწერათ. ლეოს 7,5 ეკუთნის კარგი პასებისთვის. ალბასაც 7,5 დანარჩენებს 6 დან 7 მდე. მინგესა ისევ კარგი იყო. ისევ ერთი შეცდომა დაუშვა ლამის რო გაგვიტანეს პოზიცია დაკარგა, თან იმ გარსიამ ძაან კლასნად მიIღო ბურთი, უბრალოდ მინგესამ დაინახა რო დაკარგული იყო რამის გამოსწორების შანსი და ეგეთ დროს ტერ შტეგენის იმედზე უნდა დარჩეს და პენალტზე არ უნდა ითამაშოს. კუმანი ეტყვის იმედია. სევილიასთან ხო ჭამა, დღეს გადავრჩით, ხელი წაატანა ეგრევე აი დააკვირდით, იმას რო ეგრძნო შეხება ეგრევე გაწვებოდა მოედანზე და უეჭველი დადებდნენ პენალტს. არაფრიდან დავკარგავდით ისევ ქულებს. ამიტო ლენგლეს და მინგესას ხანდახან კარგი შემოლაწუნება უნდათ ხოლმე, თორე საჯარიმოს გარეთ, მინგესა დასწრებაზეც და ართმევაზეც საკმაოდ კარგია.
მესის ერთი 7 უწერს მეორე 9. ნამეტანი სხვაობა ხომ არ არის?
ტერ შტეგენს აუცილებლად უფრო მეტს დავუწერდი,ალბასაც. მორიბას დებიუტი შედგა გოლის მხრივ და დაეწერათ მეტი.
ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად, მადრიდელებმა ფრე გააგორონ კარგი იქნება.
ტერ შტეგენს და ალბას მეტი ეკუთვნოდათ, მორიბაზეც შეიძლებოდა ცოტათი მეტი.
შტეგოც მეტი ეკუთვნოდა დალშე კარგია. მარა ლენგლემ უმტიტიზე და დესტზე მეტი რა გააკეთა. სადაც გასაცდენი იყო გაცდნენ და შტეგენმა იყოჩაღა.