workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ქართველი გულშემატკივრების შემადგენლობა “ოსასუნასთან” მატჩისთვის

ქართველი გულშემატკივრების შემადგენლობა “ოსასუნასთან” მატჩისთვის

ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.

დღევანდელ გამოკითხვაში, ისევე, როგორც წინაში, მომხმარებლების 100%-მა უპირატესობა 3-5-2 წყობას მიანიჭა.

ყველაზე მეტი ხმა ტერ შტეგენმა მიიღო, ხოლო ყველაზე ცოტა – ინიაკი პენიამ.

გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ოსასუნასთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:

ტერ შტეგენი, მინგესა, უმტიტი, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, მესი, გრიზმანი.

როგორც ხედავთ, ტრავმირებული პიკე “ბარსას” ქართველმა გულშემატკივრებმა უმტიტით ჩაანაცვლეს, ხოლო დემბელეს ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გრიზმანს მიუჩინეს.

თამაში 00:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge წარმოგიდგენთ.

თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში