შროიდერი: პიკეს, მესისა და ბუსკეტსს მოგება ბავშვებივით უხაროდათ

შროიდერი: პიკეს, მესისა და ბუსკეტსს მოგება ბავშვებივით უხაროდათ

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ალფრედ შროიდერი კლუში არსებულ ვითარებას აფასებს, ლიდერებს აქებს და ახალგაზრდებს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

რა თქმა უნდა, ეს ის “ბარსელონა” აღარაა, რომელიც 7-8 წლის წინ იყო. თუმცა გუნდი პროგრესს განაგრძობს. “ლა მასიადან” ტალანტები წამოვიდნენ და კიდევ უფრო მეტი წამოვა.

მესის, პიკესა და ბუსკეტსის მსგავს ფეხბურთელებს ყველაფერი მოგებული აქვთ, მაგრამ “სევილიასთან” გამარჯვება მათ მაინც ბავშვებივით უხაროდათ. იგრძნობა, რომ გუნდში ენერგია არის.

მესი? ეს კვირა ჩვეულებრივი იყო – ვვარჯიშობდით, რა დროსაც პიკესთვის რაღაცის ახსნა დავაპირე. ის დიდი ხნის განმავლობაში ტრავმას მკურნალობდა და ჩვენთან ერთად მუშაობას მიჩვეული არ იყო. ამ დროს მესი შემოგვიერთდა და მითხრა: “ალფრედ, არ გინდა, მე მას უკვე ავუხსენი.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 07 მარ 2021, 11:48

    ხუთი წელია ტალანტებს ეძებდნენ ბართოს ემისრები მსოფლიოში და ასეულობით მილიონი მოისროლეს(ღმერთმა იცის ჯიბეში რამდენი გაუშვეს). და თურმე რას ეძებ, აგერ გყავს ხალხი და იმუშავე მაგათთან მშვენივრად ჯდებიან შემადგენლობაში. ყოველშემთხვევაში ლა-მასიელებმა უფრო ადვილად მოიკიდეს ფეხი ძირითადში ვიდრე გრიზმანმა თუ კოუტინიომ და რავიცი კიდევ რამდენი მოვიდა წავიდა, რა უბედურებაა.

  • El pistolero 9
    schedule 07 მარ 2021, 02:08

    ლა მასიიდან მაგარი ნაკადი წამოვიდა და იმედია ეს ბიჭები შექმნიან ბარსაში ახალ ეპოქას

  • ბასქუ10
    schedule 06 მარ 2021, 23:11

    რათქმაუნდა გაუხარდებოდათ მითუმეტეს ასეთი შეკრული ბარსელონა კაიხანია არც ჩვენ გვინახავს არც პიკეს მესის და ბუსკეცს, ნელნელა იგრძნობა რომ მწვრთნელი ჰყავს გუნდს

  • me da barca
    schedule 06 მარ 2021, 22:00

    ალფრედ სარკეში ჩაიხედე, თავის ფორმით მარსიანელს გავხარ. scream

  • datio
    schedule 06 მარ 2021, 21:23

    Maradona,
    კი, მაგრამ ისიც ვთქვათ რომ 3-ვე ჩასვრილ თამაშში მარტო მესი ცდილობდა რაღაცას. არც ერთი არ იყო ისეთი თამაში სადაც ვინმე მაინც გავდა თავის თავს და მესი იყო ჩასვრილი

  • Araujo
    schedule 06 მარ 2021, 21:00

    ლაპორტა მოიყვანს ლა მასიას მწყობრში

  • M10 S9 D11
    schedule 06 მარ 2021, 20:57

    მესის რეაქცია ნახეთ პიკეს გოლზე? როგორ დახოტდა არიმსახურებს ეს კაცი ასეთ ჩასვრილ ბარსას ბართომეუს დედა მივაცენზურე ყველანაირად რო დაალპო და დაანგრია გუნდი

  • ROUCH
    schedule 06 მარ 2021, 19:52

    რამდენჯერაც პირველი მატჩი მოიგეს მერე ჩაისვარეს განსაკუთრებით ლიგაზე, ხოდა იქნება კაიცა რო წააგეს უბრალოდ ნამეტანი დიდი ანგარიშით მოუვიდათ

  • Joakim Brodén
    schedule 06 მარ 2021, 19:46

    ციტატა: Maradona
    მესის წინაზე ყველა მოძრაობაზე მიმიკებზე სირბილზე ეტყობოდა რო მოსაგებად იყო გამოსული. ხასიათზე როცაა ყველაფერი კარგად მიგვდის. ერთი ეგაა პრობლემა რო ყოველთვის ასეთ ხასიათზე ვერააა. ჩემპიონთა ლიგაზე მოდი ვაღიაროთ რო რამდენჯერაც დაგვჭირდა იმდენჯერ ჩაისვარა მთლიანად გუნდთან ერთად.


    სამწუხაროდ, დიახ

  • Maradona
    schedule 06 მარ 2021, 19:43

    მესის წინაზე ყველა მოძრაობაზე მიმიკებზე სირბილზე ეტყობოდა რო მოსაგებად იყო გამოსული. ხასიათზე როცაა ყველაფერი კარგად მიგვდის. ერთი ეგაა პრობლემა რო ყოველთვის ასეთ ხასიათზე ვერააა. ჩემპიონთა ლიგაზე მოდი ვაღიაროთ რო რამდენჯერაც დაგვჭირდა იმდენჯერ ჩაისვარა მთლიანად გუნდთან ერთად.

  • Always cule
    schedule 06 მარ 2021, 19:42

    რატო არ გაუხარდებოდათ რო