ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, მცირე პაუზის შემდეგ ისევ რონალდ კუმანის განკარგულებაშია. მან ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო და “ოსასუნასთან” ხვალ გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდა.
პიანიჩს დაზიანება დაახლოებით ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა, რის გამოც მან “სევილიასთან” ზედიზედ ორი შეხვედრა გამოტოვა. როგორც იცით, ორივე მატჩი (ლა ლიგაში და კოპა დელ რეიზე) “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა.
“ოსასუნასა” და “ბარსას” შორის ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. კატალონიელებს გამარჯვების შემთხვევაში ლიდერ “ატლეტიკოსთან” 2 ქულამდე მიახლოება შეეძლება (გასათვალისწინებელია, რომ “ატლეტიკოს” ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული), მათი მეტოქე კი სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.



მაინც არ თამაშობს და…
მოკლედ ასეთი დასკვნა გამოვიტანე, როცა პიანიჩი არ არის ძლიერებთანაც კი ვიგებთ.
ეტყობა მესის ჩრდილში რო შედიან, ვეღარ ხედავენ კარებს და ამიტომაც აცილებენ.
პენალტი როგორ ვერ შეაგდო კორნელიასთან.საკლუბო ასპარეზზე განაფუჭები არ ქონდა არცერთი.რა ჩვენთან ქლიავდება ყველა
იქით მორიბა როგორ დგას? 😁
ვინ წარმოიდგენდა, თუმცა მისი პირდაპირი კონკურენტია ამ ეტაპზე
უუჰ რაღა გვიჭირს ამ დონის იგროკი ეს გაფარჩაკდეს მე არ ვიცი
დაბრუნდა თორემ არ შემოიხიოს მაისური, ან შტანგები არ გაღუნოს
ფაქტი ერთია ვერც პუჩს და ვერც მორიბას ამ სემთხვევაში ვერანაირად ვერ უწევს კონკურენციას, რაც იყო იუვეში იმის მეოთხედსაც ვერ აჩვენბს
ჯობს ეს გაუშვან საერთოდ და ამის დრო პუჩის და მორიბას გადაუნაწილდეს
დაბრუნდა თორე ეგრევე ძირითადში არ ჩაჯდეს. ამის დრო მორიბას და ამან გაასხას ამ ზაფხულს მშვენივრად გამოიყურება ეგ ბავშვი