ესპანეთის თასის 2020/2021 სეზონის გათამაშება “ბარსელონასთვის” ნამდვილად საინტერესო გამოდგა, გულშემატკივარმა რამდენიმე დაძაბული ბრძოლა იხილა, კულმინაცია კი “სევილიასთან” ქამბექი (3-0) გახლდათ.
ესპანელი ჟურნალისტი, ლუის ვალიეხო საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს, რაც “ბლაუგრანას” მიერ შეხვედრის მიწურულში გატანილ გოლებს ეხება (წუთების მიხედვით), კატალონიელებმა თასზე ჩატარებულ 5 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანეს ეს კი 92-ე, 120-ე, 69-ე, მე-80, 88-ე, 92-ე, მე-100, 108-ე, 113-ე, მე-12, 94-ე და 95-ე წუთებზე მოახერხეს.
17 აპრილს რონალდ კუმანის გუნდი ფინალში “ბილბაოს” დაუპირისპირდება.




ქამბექლონა
დაივიწყეთ სტატისტიკა, გამოდით და ბილბაოს ვალი დაუბრუნეთ პირველივე წუთებიდან.
იმედია ბილბაოს ადრევე მოვუყომარებთ და არ მოგვიწევს ნერვების წყვეტა
ბოლო წამებზე გატანილ გადამწყვეტ გოლს, სულ სხვა მუღამი აქვს.
სამწუხაროდ ამ დამატებით დროებში ძალიან ბევრი ენერგია დახარჯეს რაც ნამდვილად აისახება სეზონის ბოლოსკენ გუნდზე
არა რა, ისევ ტელეფონით ჯობია შემოვიდე, თორემ ამ პროსტამოლმა ნერვებიდან მომთხარა, არ ითიშება.
ბოლო წუთებზე გვაქვს ერთის გარდა ყველა გატანილი
ერთი მხრივ კარგია რომ გუნდს ბრძოლა შეუძლია და მსაჯის სასტვენამდე თამაშობენ მოსაგებად, თუმცა სევილიას თუ არ ჩავთვლით, იმ მეტოქეებთან არ უნდა ყოფილიყო ალბათ საჭირო ასეთი ომი