კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანიელ ალვესმა ისაუბრა მესიზე განაცხადა, რომ მისი მეგობარი ვერ თამაშობს ისეთ მაღალ დონეზე ნაკრებში, როგორც ამას კლუბში აკეთებს, რადგან მას არ ჰყავს სათანადო პარტნიორები.
“არგენტინაში ყველას სურს, რომ ლეომ ითამაშოს ისე როგორც “ბარსელონაში”, მაგრამ მათ ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ მესის არ ჰყავს ისეთი პარტნიორები, როგორც “ბარსაში.”–ციტირებს ალვეშის სიტყვებს Sport-ი.– დღევანდელ ფეხბურთში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელსაც კი არ ძალუძს მატჩში გამარჯვებას მარტომ მიაღწიოს! შეგახსენებთ, რომ ამჟამად დანიელ ალვესი და ლეო მესი მონაწილეობას ღებულობენ “კოპა ამერიკაზე”, რომელიც ლიონელ ანდრესის სამშობლოში იმართება.არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მესიმ 61მატჩში 17გოლის გატანა მოახრერხა, დანიელ ალვესმა კი 27შეხვედრაში 4–ჯერ გამოიჩინა თავი.
ალვეშის აზრით, მესის ნაკრებში არ ჰყავს სათანადო პარტნიორები
გახდი ვოლტის კურიერი!
დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.