კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” ანგარიშით 3-0 დაამარცხა. კატალონიურმა კლუბმა ფინალის საგზურის მოპოვება დამატებით დროში მოახერხა.
წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს SofaScore-ს მიხედვით:
- ტერ შტეგენი – 8,0
- მინგესა – 6,7
- პიკე – 8,2
- ლანგლე – 7,5
- ბუსკეტსი – 6,9
- დესტი – 6,6
- დე იონგი – 7,6
- პედრი – 6,7
- ალბა – 7,6
- მესი – 8,5
- დემბელე – 7,9
- ფირპო – 6,9
- მორიბა – 6,9
- გრიზმანი – 7,7
- ბრეითუეიტი – 7,1
- ტრინკაუ – 6,8




მესის ერთ მაინც უნდა გაეტანა, სტატისტიკა გაუფუჭდება.
ჩემთვის შტეგოა ამ მატჩის საუკეთესო
ხანდახან როცა შეფასებებს ვუყურებ ბარსამანიაზე მგონია რო ვიღაც სპეციალურად არჩევს ინფორმაციის წყაროს სადაც მესის ყველაზე მაღალი შეფასება აქვს.. ))) სწორედ ახლა დავინტერესდი და ვნახე სხვა საიტების შეფასებები და დამიჯერე უმეტეს საიტზე მესის უფრო პატარა შეფასება აქვს ვიდრე დემბელეს.. უმეტეს შემთხვევაში კი პიკეს ან შტეგოს უწერია ყველაზე მაღალი.. მესი რო მესია ბაზარი არ უნდა მარა ხანდახან ვიყოთ გუნდურებიც..
კუმანს მინიმუმ 9.0 ეკუთვნის🙂 პირადად უკვე მეორედ მოუგო ლოპეტეგს თან საკმაოდ მაგრად, განსაკუთრებით პირველტაიმში ბურთი დაახია და დააგლიჯა თავზე
ამ თამაშის მთავარი გარდამტეხი მომენტი იყო, ჯერ შტეგოს პენალტის მოგერიება და პიკეს გოლი.
Don_Andresito,
აი ზუსტად ბარტრას ეპიზოდი გამახსენდა მაგაზე.. იდეაში არაა ძაან ნიჭიერი მარა მებრძოლია.. და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს
დესტს რაც შეეხება ფაქტია პოტენციალი აქვს, დრიბლინგიც აქვს სწრაფია, მარა მაინც სუსტი წერტილია გუნდის. მარჯვენა მცველად ვერ დააყენებ თუ მინგესა არ აზღვევს. მინგესა რო არა დესტის გამო 1 გოლს მაინც მივიღებდით ან მომენტს ჩვენს კართან. კი აქვს ტექნიკა და 1-2 მომენტში კაი რეიდიც დადო მარა ხან ისე უაზროდ მიდის კაცზე რო დებილი მგონია. ასკდება ეჯახება კაცს და ბურთს კარგავს. უცნაურია რატო ჩართავს ხოლმე ტუპოის. ხან ალვეშს მაგონებს და ხან დუგლასს. იმედია მოიხოდება ახალგაზრდაა ჯერ. ბურთსაც უნდა გაუფრთხილდეს
ყველას ეკუთვნის ასეთი შეფასებები,განსაკუთრებით ტერ შტეგენს,პიკემ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ სათადარიგოთა სკამზე არ არის მისი ადგილი.მესიზე აღარაფერს ვიტყვი ისედაც ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება. მინგესას რაც შეეხება ნამდვილად რომ ეკუთვნის ძირითადში ყოფნა ამას ბრმაც კი დაინახავს და მიხვდება.
ყველა ჯერზე იდეალური იყო ართმევაზე, დასწრებაზე, 5 კონტრა მაინც გაუჩერა სევილიას, ყვითელიც სწორად აიღო ბარტრა კი არ გააკეთა. პენალტის ეპიზოდში უბრალოდ მოძრაობაზე დაიჭირეს და გაიდირკა. ვან დეიკსაც უქნია მასეთი. საღოლ შტეგოს რო ანტიგმირად არ აქცია ცოდო იყო. ცხოველი მცველი გაიზრდება.
მინგესასგან ძაან დონე ცენტ მცველი დადგება აგერ ნახეთ. უშეცდომოდ თამაშობდა სანამ ცენტრალური მცველის პოზიციაზე იყო, მერე დესტი რო გაიყვანეს ფლანგზე აურია. ყველაფერი აქვს აგრესიულობა ,სისწრაფე, მოქნილობა, კარგი პასი და სწორ, ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს უმეტეს შემთხვევაში. რაც მთავარია ჯერ მხოლოდ 21 წლისაა ყველაფერი წინააქ კიდევ
მინგესას ასე ცოტა რატო საუკეთესო იყო დაცვაში
ნუ რავი ყველა მოწოდების სიმაღლეზე იდგა აშკარად და არაფერი მომჩვენებია, მინგესაც კი რომელიც შეიძლებოდა ანტიგმირად ქცეულიყო ძაან კარგი იყო❤️ მიუხედავად პენალტისა იქამდე კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა მე პირადად❤️
ჰალამადრიდზე როგორ ეწვით :DD ვინმემ ცივი წყალი მიაწოდეთ, რა დღეში არიან ტიპები, მთელი ღამე არ დაეძინებათ მაგის ფიქრში და ბონუსად პსჟს ქამბექი დაესიზმრებათ
მარკს და პიკეს მეტი ეკუთვნოდათ.
გილოცავთ ყველას ამ მოგებას, გუშინ მთელი დღე ვწერდი დავაქამბექებთთქო და აჰა.
ბუსს და დესტს მეტი ეკუტვნოდათ
მამენტ მინგესასაც აკიდებული პენალის მიუხედავად
რავი მინგესა კარგი იყო მიუხედავად აკიდებული პენალტისა.. სწორად მოქმედებდა
მესი როგორ ჩადიოდა ქვემოთ და რამდენს დარბოდა დააკვირდით? ერთი სამი წელი რაც არ ურბენია სულ ამ მატჩში ირბინა მგონი ;დ 🙌👏
სასწაულად იბრძოლეს დადეს ყველაფერი რაც შეეძლოთ უბრალოდ ძალიან გადაღლილია გუნდი აშკარად ეტყობაა…კუმანსაღ ყოჩაღ
დღეს კომენტარების წერის თავი აღარ მაქვს და უბრალოდ გილოცავთ 😁💙❤️
ვამბობდი გავალთ თქო 😁💙❤️