წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 თებერვალს მოხდა.
თამაშები
28 თებერვალს “ბარსელონას” 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1910 წელი
კატალონიის ჩემპიონატში “ბარსელონამ” “კატალა” 10-1 გაანადგურა. გოლები კომამალამ (5), უოლასმა (4) და მასიამ გაიტანეს.
1926 წელი
ესპანეთის თასის მოქმედმა გამარჯვებულმა, “ბარსელონამ” ახალი გათამაშება “ლევანტესთან” 5-0 მოგებით დაიწყო. 4 გოლი საგიმ გაიტანა, ხოლო ერთი მუსტეროსმა.
1943 წელი
“ბარსელონამ” “ატლეტიკო” ლა ლიგის მატჩში 5-0 გაანადგურა. გოლები სესარმა, მარტინმა, სოსპედრამ და ბრავომ გაიტანეს, ხოლო ხიმენომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
1961 წელი
“ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელის, ჟოზეპ ლაუდეტის შვილი ენრიკ ლაუდეტი “ბარსელონას” პრეზიდენტი გახდა.
1965 წელი
“რეალ მადრიდმა” ზედიზედ მე-6 “ელ კლასიკო” მოიგო. “კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში მასპინძლებმა პირველი ტაიმი კაიეტანო რეს გოლით მოიგეს, მაგრამ მე-2 ნახევარში სტუმართა მხრიდან თავი პირიმ და სერენამ გამოიჩინეს.
1982 წელი
“კამპ ნოუზე” “სევილიასთან” 2-0 მოგებულ შეხვედრაში ენრიკე მორანმა ლა ლიგის ისტორიაში 35 000-ე გოლი გაიტანა.
1987 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონა” “სპორტინგთან” ანგარიშით 0-4 განადგურდა.
1993 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სპორტინგი” 7-2 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები ლაუდრუპმა (2), სალინასმა (2), სტოიჩკოვმა (2) და ბეგირისტაინმა გაიტანეს.
ეს მატჩი პეპ გვარდიოლასთვის ლა ლიგაში 50-ე აღმოჩნდა, ხოლო ხულიო სალინასისთვის – მე-100.
1994 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ქალთა გუნდის ფეხბურთელი ანდრეა ფალკონი.
2005 წელი
დაიბადა ვიტორ როკე.
2007 წელი
“სარაგოსასა” და “ბარსელონას” შორის გამართულ შეხვედრაში (1-2) მასპინძელთა გუნდში იჯარით მოთამაშე ჟერარ პიკემ ესპანეთის თასზე თავისი პირველი გოლი გაიტანა, “ბარსელონას” კარში.
2026 წელი
“ვილიარეალთან” 4-1 მოგებულ შეხვედრაში ლამინ იამალმა კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა.
პიკეს თუ ქონდა ბარსას კარში გოლი გატანილი არ ვიცოდი.
პიკეზე ნამდვილად არ ვიცოდი ბარსას კარში თუ ქონდა გატანილი გოლი, ავტოგოლი მახსოვდა თუმცა გოლი არ ვიცოდი 😁💙❤️
სურათზე იგივე ტიპი როა… 14 წელში არ შეცვლილა ტიპი
პიკე ნახეეთ.ბარსას კარშიც ქონია შენაგდები