”ბარსელონამ” დააწესა უკანასკნელი თარიღი, როცა უნდა გადაწყდეს ”არსენალის” კაპიტანის, სესკ ფაბრეგასის და ”უდინეზეს” ფეხბურთელის, ალექსის სანჩესის ტრანსფერების საკითხი.
კატალონიელებს ორივე ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელება 5 ივლისამდე სურთ. საქმე ისაა, რომ ”ბარსას” ხელმძღვანელობას არ სურს, რომ სესკმა ”არსენალთან” ერთად დაიწყოს წინასასეზონო მზადება. უახლოეს სამშაბათს კი ლონდონელები შესაკრებად ემზადებიან. როგორც ინგლისური პრესა გვამცნობს, ტრანსფერის მაქსიმალური ფასი 40 მილიონი ევრო იქნება.
რაც შეეხება ალექსის სანჩესს, კატალონიელებს მისი ყიდვა სურთ კოპა ამერიკაზე ჩილეს ნაკრების მატჩის გამართვამდე. თუკი ფეხბურთელი თამაშში თავს კარგად წარმოაჩენს ”უდინეზეს” სწრაფად შეუძლია მასზე ფასის მომატება. ამჟამად კლუბები 28 მილიონის გადახდაზე შეთანხმდნენ, გასარკვევი მხოლოდ დეტალებიღა დარჩა.
”ბარსელონა” სამშაბათს გეგმავს სესკ ფაბრეგასის და ალექსის სანჩესის ტრანსფერების განხორციელბის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას!
