ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ფულჰემი” ჟეფრენში 8 მილიონს იხდის

”ფულჰემი” ჟეფრენში 8 მილიონს იხდის

ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონაში ორშაბათს დაბრუნდება არ გამორიცხავს კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელებას.

ჟეფრენმა, რომელმაც გააკეთა საგოლე გადაცემა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში და გაიტანა მე-3 გოლი ამავე ტურნირის ნახევარფინალში მიიპყრო უცხოური კლუბების ყურადღება. ინგლისური ”ფულჰემი” მზადაა ფეხბურთელში 8 მილიონი ევროს გადასახდელად.

ფეხბურთელის მამამ, რომელიც მისი აგენტია განაცხადა, რომ მისი შვილი კონტრაქტს მოაწერს მხოლოდ ინგლისურ ან ესპანურ კლუბთან, რადგან ეს ორი ლიგა ევროპაში უძლიერესია. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ჟეფრენს ”ფულჰემში” გადასვლაში არ მოეწონოს არის ის, რომ კლუბი მაღალი მიზნებისთვის არ იბრძვის და არ ასპარეზობს ევრო ტურნირებზე.

”უდინეზეს” ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ესპანელ-ვენესუელელი ფეხბურთელის შეძენის იმედი. ფეხბურთელის მამამ განაცხადა, რომ ჟეფრენმა უარი თქვა იტალიურ კლუბში გადასვლაზე. ”ფულჰემის” გარდა ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებული არიან ”ლივერპული” და ”ვალენსია”, მაგრამ მათი შეთავაზებები ფინანსური კუთხით ძალიან წამგებიანია ”ბარსასთვის”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში