ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელი, პაუ გასოლი “ბარსელონაში” ბრუნდება. 40 წლის კალათბურთელმა ამის შესახებ საკუთარი Twitter-ის გვერდზეც დაწერა. ინფორმაცია უკვე დაადასტურა “ბარსას” საკალათბურთო გუნდის ოფიციალურმა Twitter-ის გვერდმაც.
გასოლის უკანასკნელი კლუბი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “პორტლენდი” გახლდათ, საიდანაც ის 2019 წელს წამოვიდა. გასოლი “ბარსელონას” ღირსებას 1999-2001 წლებშიც იცავდა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA)
გასოლმა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაცია (NBA) თითქმის 20 წელი ითამაშა, სხვადასხვა დროს იგი “მემფისის” (2001-2008), “ლეიკერსის” (2008-2014), “ჩიკაგოს” (2014-2016), “სან ანტონიოსა” (2016-2019) და “მილუოკის” (2019) ღირსებას იცავდა. გასოლმა 2009 და 2010 წლებში “ლოს ანჯელეს ლეიკერსთან” ერთად NBA მოიგო, ესპანეთის ნაკრებთან ერთად კი ერთხელ მსოფლიოს, სამჯერ კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ესპანელმა 6-ჯერ ითამაშა “ყველა ვარსკვლავის მატჩი” (NBA All-Star Game) – 2006, 2009, 2010, 2011, 2015 და 2016 წლებში.
100-ზე მეტი მატჩი “ბარსელონაში”
გასოლმა “ბარსაში” პირველი სამი თამაში 1998/1999 სეზონში ჩაატარა, 1999/2000 სეზონი კი აიტო გარსია რენესესის ხელმძღვანელობით მისი აღზევება იყო, მან ორჯერ მოიგო ქვეყნის პირველობა (1999 და 2001 წლებში), ესპანეთის თასი (2001), საერთო ჯამში კი 108 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
🔝💥 @PauGasol is coming back to @FCBbasket!
— Barça Basket (@FCBbasket) February 23, 2021
Very happy to come back home.⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
Força Barça! 🔵🔴 pic.twitter.com/6CewIY2Bil— Pau Gasol (@paugasol) February 23, 2021



პენსიაზე გავიდა თუ კიდევ აპირებს თამაშს.
არ მეგონა ეს კიდევ თუ თამაშობდა მოეყვანათ ბარსელონას კაცთა გუნდში იქნებ ეშველოთ 2 მეტრი და 15 სანტიმეტრია.
კალათბურთში,ფუტსალში,ქალების ფეხბურთში,გორგოლაჭებიან ჰოკეიშიც კი საქმე საათივითაა აწყობილი და კაცების ფეხბურთს რა ჭირი ეტამა.პრინციპში მაგ ჭირის სახელი ბართომეუა
აქეთ გასოლი, იქეთ მიროტიჩი. წესით, ცალი ხელით უნდა მოიგონ ყველაფერი. მწვრთნელიც შესანიშნავი ჰყავთ.
კალათბურთის ერთი მატჩიც არ მექნება ნანახი თავიდან ბოლომდე, თუ ნაკრებს არ ჩავთვლით თუმცა ეს და ნავაროა კიდევ მგონი ,გამიგია 😁💙❤️
აღარ დაბერდა ეს ოხერი? ❤️❤️
სპორტსმენისთვის 40 წელი ცოტა არაა.
ლეგენდა! ბარემ ნავაროც დაბრუნდეს 1-2 სეზონით..
საფეხბურთო გუნდშიც მოუხდებოდა ბარსას, 9-იანზე, ჩამოწოდებულ ბურთებს ტავით მოიგებდა, რამდენია სიმაღლით?! 2.16 არა? კუთხურებს აზრი მიეცემოდა
ნახტომი იცის და კალათბურთელებიც ხომ დარბიან? სპორტსმენია ბოლო-ბოლო 